ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა კოკში

1 2

ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები სოფელ კოკში(ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) შეიკრიბნენ. მონაწილეებმა სამოქმედო გეგმას გადახედეს და ადვოკატირების ეტაპებზე იმსჯელეს. ამ ეტაპზე საინიციატივო ჯგუფი სოფელ ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ამბულატორიული ცენტრის გახსნას უწევს ადვოკატირებას. პრობლემა კონფლიქტურ სიტუაციებს ქმნის თემის წევრებს შორის და ადრეული პრევენციის მიზნით ამ საკითხის დადებითად გადაჭრა განსაკუთრებითპრიორიტეტულია. 

ჯგუფის მოდერატორმა მონაწილეებს გააცნო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრით მიღებული ინფორმაცია. მისი თქმით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ამ საკითხს უკვე განიხილავს.

პროექტიხორციელდებაორგანიზაციაქალებიქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

შეხვედრები კონფლიქტური სიტუაციების იდენტიფიცირების მიზნით

1 2 3

ქუთაისის,  წყალტუბოს, ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფები საინფორმაციო შეხვედრებს ატარებენ სხვადასხვა თემში არსებული კონფლიქტური სიტუაციების გამოსავლენად. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ჯგუფის წევრები სიტუაციის ანალიზზე მუშაობენ. ანალიზისას გამოიკვეთა, რომ  ხშირად მიზეზი სოციალური პრობლემაა, რომლის ადვოკატირებაში ქალთა საინიციატივო ჯგუფი აქტიურად არის ჩართული. რეაგირება შედეგიანია და რამდენიმე პრობლემა უკვე მოგვარდა.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფი პრობლემის ადვოკატირებაზე მუშაობს

1 2 3

ფონდი „სოხუმის“ ქუთაისის საინიციატივო ჯგუფის წევრები მთელი თვეა მუშაობენ კონკრეტული პრობლემის ადვოკატირებაზე, რაც კონფლიქტური სიტუაციის დარეგულირებას ისახავს მიზნად. პროცესში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობა.  სიტუაციის ანალიზმა აჩვენა, რომ  პრობლემის დადებითად გადაჭრის შემთხვევაში მხარეებს შორის არსებული დაპირისპირების რისკი მინიმუმამდე შემცირდება.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ქალთა საინიციატივო ჯგუფის საქმეები წყალტუბოში

1 2

წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფი აქტიურად აგრძელებს იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებიც კონფლიქტურ სიტუაციებს ქმნის კონკრეტულ თემებში. ჯგუფის მოდერატორი ყოველთვიურად ხვდება მოსახლეობას და ამ შეხვედრებზე იკვეთება კონფლიქტური სიტუაციების მიზეზები. ჯგუფის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემები, ძირითადად, სოციალურ სფეროს ეხება.

სოფელ ყუმისთავში სოფლის შიდა გზების მოწესრიგება, სოფელ ცხუნკურში სასმელი წყლის მილების რეაბილიტაცია - ეს ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით პრობლემების დადებითად გადაჭრის შედეგებია. 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ქალთა საინიციატივო ჯგუფის მუშაობა სოფლებში

1 2

სოფელ ხურჩაში ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ და პრობლემების იდენტიფიკაციაზე იმუშავეს.

- მოუგვარებელი სოციალური პრობლემები, ტრანსპორტის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა, სამედიცინო პუნქტის არარსებობა - ეს ის მიზეზებია, რომლებიც ხურჩის თემში (ხურჩა, კოკი) კონფლიქტურ სიტუაციებს ქმნის.

შეხვედრის მონაწილეებმა პრობლემის ანალიზზე იმუშავეს: რა განაპირობებს კონფლიქტურ სიტუაციას, რამდენად არის შესაძლებელი მისი მოგვარება.

ჯგუფის წევრებმა ადგილობრივ თვითმმართველობაზე გაამახვილეს ყურადღება და  აღნიშნეს მისი განსაკუთრებული როლი ადრეულ სტადიაში კონფლიქტების მოგვარებაში.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები