ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა წყალტუბოში

1 2

წყალტუბოში ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ. მათ სამოქმედო გეგმაზე იმუშავეს. დეტალურად გაიწერა, როგორ უნდა მოხდეს იმ პრობლემის ადრეულ სტადიაში მოგვარება, რომელიც კონფლიქტის განვითარების საფრთხეს შეიცავს.  

ჯგუფის წევრებმა გაინაწილეს ფუნქციები. პირველ ეტაპზე პრობლემის ირგვლივ უნდა შეგროვდეს ინფორმაცია, შემდეგ საჭიროა ეფექტური მუშაობა, რაც ხელს შეუწყობს კონფლიქტის ლოკალიზებას ადრეულ სტადიაში.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა ქუთაისში

1

ქუთაისის, წყალტუბოს და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფების მოდერატორები ფონდ „სოხუმში“ შეიკრიბნენ, სადაც პროექტის დირექტორმა და კოორდინატორმა დეტალურად გააცნეს მათ პროქტის „კონფლიქტების ადრეული პრევენცია - თეორია და პრაქტიკა“ მიზნები, ამოცანები და აქტივობები. პროექტი სამწლიანია, 2018 წლის იანვრიდან ხორციელდება და ითვალისწინებს საზოგადოებაში არსებული კრიზისული სიტუაციების და კონფლიქტების ადრეულ პროფილაქტიკას. 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე

1 2 3

ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით წყალტუბოში ქალთა საინიციატივო ჯგუფი შეიკრიბა. მონაწილეებმა იმ სოციალურ პრობლემებზე იმსჯელეს, რომლებიც ცალკეულ თემში აქტუალურია და კონფლიქტურ სიტუაციებს ქმნის.

მონაწილეებმა იციან, რომ ნებისმიერი კონფლიქტური სიტუაციის მართვა საწყის  სტადიაში ბევრად უფრო ეფექტურია. ინფორმირებულნი არიან, როგორ იმუშაონ კონფლიქტების ადრეულ პრევენციაზე. არსებობს ანკეტირებით მიღებული მონაცემებიც,

საიდანაც იკვეთება, რა სახის კონფლიქტებია უფრო აქტუალური იმ საზოგადოებაში, ვისთანაც მათ მოუწევთ მუშაობა.

საინიციატივო ჯგუფი აქტიურად გამართავს შეხვედრებს სხვადასხვა ლოკალურ თემთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და შეეცდება, ხელი შეუწყოს კონფლიქტების განვითარების რისკების შემცირებას.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

შეხვედრები თემის წევრებთან

1 2 3

ქალთა საინიციატივო ჯგუფის მოდერატორები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წევრებს შეხვდნენ. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია, რატომ არის მნიშვნელოვანი კონფლიქტების ადრეული მოგვარება;  ვის შორის იქმნება კრიზისული სიტუაციები; როდის არის დროული ჩარევა საჭირო და რა მექანიზმები უნდა იქნას გამოყენებული.

შეხვედრის მონაწილეები, ძირითადად, საკუთარ სოციალურ პრობლემებზე საუბრობდნენ. მიაჩნიათ,  რომ მოუგვარებელი პრობლემები ხშირად ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს თვითმმართველობასთან, თემის წევრებთან, ამიტომ დროული პრევენცია ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა ქუთაისში

1 2 3

18 ივნისს ქუთაისში შეიკრიბა ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ლოკალურ თემებში არსებული კონფლიქტური სიტუაციების ადრეულ პრევენციაზე იმუშავებს.

ჯგუფის წევრებმა გაიარეს სამდღიანი ტრენინგი, მიიღეს ინფორმაციები, როგორ ხდება კონფლიქტის ანალიზი, შეიძინეს უნარ-ჩვევები, რა მექანიზმები შეიძლება გამოიყენონ კონფლიქტების ადრეულ სტადიაში მოსაგვარებლად. შეკრებილებმა რამდენიმე კრიზისული სიტუაცია აირჩიეს  და მისი ანალიზი გააკეთეს.

პროექტიდან გამომდინარე, გაიმართება ყოველთვიური საინფორმაციო შეხვედრები სხვადასხვა თემში. გამოვლინდება კრიზისული სიტუაციები და, შესაბამისად, გაგრძელდება მუშაობა პრობლემების ადრეული პრევენციის მიზნით.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები