ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფი ძალადობის კამპანიაში აქტიურად ერთვება

 

8 ნოემბერს ფონდ „სოხუმში“ ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ. მონაწილეებმა იმსჯელეს, რა აქტივობებით შეუერთდებიან  16-დღიან კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

საინფორმაციო შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან,  ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აგიტაცია - ეს იქნება აქტივობების ძირითადი მიმართულება.

დაიგეგმა შეხვედრები ადგილობრივი თვითმართველობების წარმომადგენლებთან.  აღინიშნა, რომ არჩევნების შემდეგ მოსული ახალი თვითმმართველობის გაცნობა და    კამპანიაში ჩართვა გაზრდის ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებს.

პროექტიხორციელდებაორგანიზაციაქალებიქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

წყალტუბო: მრგვალი მაგიდა ადამიანური უსაფრთხოების თემაზე

  

წყალტუბოში ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით გამართულ მრგვალ მაგიდას  ადამიანური უსაფრთხოების თემაზე ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგეობის სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები და სამოქალაქო სექტორის აქტივისტები. 

შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაციები პროექტზე და ქალთა საინიციატივო ჯგუფების მუშაობაზე. დეტალურად განიხილეს ადამიანური უსაფრთხოების კომპონენტები, ისაუბრეს წყალტუბოში არსებულ საფრთხეებზე.

- უმუშევრობა, გაუმართავი შიდა საქალაქო ტრანსპორტი, გარე ვაჭრობა, სოციალურად დაუცველი ადამიანების სტატუსების შეჩერება, გენდერული დისბალანსი საარჩევნო სიებში - ეს საკითხები გამოიკვეთა დისკუსიისას.

მონაწილეები მიიჩნევენ, რომ უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესება შესაძლებელია სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერებით და ადგილობრივ სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობით. 

პროექტიხორციელდებაორგანიზაციაქალებიქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ქუთაისის საინიციატივო ჯგუფი უდედმამო ბავშვების პრობლემის მოგვარებაზე ფიქრობს

 

ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა პრობლემათა ადვოკატირების მორიგი გეგმა შეადგინეს. პრობლემა უდედმამო ბავშვების საცხოვრებლით უზრუნველყოფას ეხება. საკითხის ადგილობრივ დონეზე მოგვარება შეუძლებელია,  ამიტომ ჯგუფი საკითხის დასმას ცენტრალურ დონეზეც ფიქრობს. შეხვედრაზევე სატელეფონო კონსულტაციები მოისმინეს იურისტებისგან, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით

საინიციატივო ჯგუფის წევრებმა გრძელვადიანი პრობლემის ადვოკატირების გეგმასაც გადახედეს და გარკვეული ცვლილებები შეიტანეს.

პროექტიხორციელდებაორგანიზაციაქალებიქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა ხონში

 

ხონში ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.  მოდერატორმა, რომელიც  ქუთაისში გამართულ მრგვალ მაგიდას ესწრებოდა, მიღებული ინფორმაცია გააცნო მონაწილეებს. მისი თქმით, მსგავსი გაცვლითი შეხვედრები საშუალებას იძლევა, გაიგონ, რას ფიქრობენ ადამიანური უსაფრთხოების საკითხებზე სხვა ქალაქში, მაგალითად ქუთაისში, როგორ მიდის ადვოკატირების პროცესი. გაეცნონ პროცესში ჩართულ ადამიანებს.

შეხვედრაზე ახალი პრობლემის ადვოკატირებაზეც ისაუბრეს. პრობლემა ინდივიდუალურია და სოციალურად დაუცველი ქალბატონისთვის საოპერაციოდ დასამატებელი თანხის მოძიებას  გულისხმობს.

პროექტიხორციელდებაორგანიზაციაქალებიქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა წყალტუბოში

 

ფონდი „სოხუმის“ წყალტუბოს ქალთა სინიციატივო ჯგუფი შემაჯამებელი შეხვედრისთვის ემზადება. ჯგუფის წევრებმა მრგვალი მაგიდის საორგანიზაციო საქმეებზე იმსჯელეს და ფუნქციები გაინაწილეს. შეხვედრაზე ადამიანური უსაფრთხოების ინკლუზიურ მიდგომებზე იქნება საუბარი და იმ ადამიანებს  მოიწვევენ, რომლებიც პროექტის აქტივობებში იყვნენ ჩართულნი.

საინიციატივო ჯგუფმა შეხვედრაზე ცხუნკურის საბავშვო ბაღის გახსნის საკითხის ადვოკატირებაზე ისაუბრა. პრობლემის ადვოკატირება წლის დასაწყისში დაიწყო და ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.

პარალელურად ჯგუფის წევრები სხვადასხვა სოციალურ პრობლემაზეც მუშაობენ.

პროექტიხორციელდებაორგანიზაციაქალებიქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები