ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფი ადვოკატირების პროცესის მონიტორინგს აწარმოებს

  

ქუთაისის საინიციატივო ჯგუფი იმ გრძელვადიანი პრობლემების ადვოკატირების მონიტორინგს აწარმოებს, რომელთა გადაწყვეტა, გეგმის მიხედვით, გარკვეულ ვადებს გულისხმობს.

პროცესში აქტიურად არიან ჩართული ის მოქალაქეები, რომელთაც ინტერესებშიც შედის საკითხის დადებითად გადაწყვეტა. 

მონიტორინგმა გამოავლინა, რომ აუცილებელია ცვლილების შეტანა სამოქმედო გეგმაში: ახალი მოკავშირეების, ახალი ადრესატების პოვნა ადვოკატირების ეფექტურად დასრულებისათვის.

საინიციატივო ჯგუფის ჩარევით, რაც სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებთან სატელეფონო დიალოგს მოიცავდა, რამდენიმე სოციალური პრობლემის მოგვარებაც მოხერხდა.   

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ბედნიერების საიდუმლოს შესახებ - ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში

  

ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გაიმართა ფსიქოლოგიური ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა. საუბრის თემა - ოჯახური გარემო, ოჯახური ბედნიერების საფუძვლები, კეთილდღეობის ფაქტორები.

დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ბედნიერება მუდმივად უნდა შექმნა. დაქორწინებისას ადამიანებმა მიზანი უნდა დაისახონ: „მე გავაბედნიერებ ჩემს ცოლს“, ან: „მე გავაბედნიერებ ჩემს ქმარს“. სწორედ ეს არის ბედნიერების საიდუმლო.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ორგანიზებული შეხვედრა „ვალენტინში“

  

 

ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი ცდილობს მუშაობას სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებთან.  სწორედ ამიტომ პერიოდულად ტარდება შეხვედრები ინკლუზიური ბენეფიციარების ცენტრ „ვალენტინში“. ასე იყო ამჯერადაც. ჯგუფურ ფსიქოლოგიურ შეხვედრას 12 ადამიანი დაესწრო. მუშაობა არტ-თერაპიის მეთოდით წარიმართა.  ბენეფიციარებმა აღნიშნეს, რომ ისინი ყოველთვის სიამოვნებით მონაწილეობენ მსგავს ღონისძიებებში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის გამოცდილება ადვოკატირების კუთხით

 

წყალტუბოში ქალთა საინიციატივო ჯგუფი შეიკრიბა. შეხვედრის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გადახედეს იმ პრობლემებს, რომელთა მოგვარებაც მათი ჩართულობით და ძალისხმევით უკვე მოხერხდა. საერთო შეფასებით, ჯგუფის წევრებს დაუგროვდათ ადვოკატირების კამპანიის ეფექტური წარმოების გამოცდილება, რაც მათ  მუშაობაშიც კარგად აისახა.

ადვოკატირების გეგმიდან გამომდინარე, საინიციატივო ჯგუფი აპირებს მონიტორინგის განხორციელებას, რათა ადგილზე გაეცნოს  სიტუაციას  და ინფორმაცია მოაგროვოს, როგორ მიდის პროცესი და რა ვადებში შეიძლება დასრულდეს ადვოკატირება. 

მონაწილეებმა სხვადასხვა ინსტანციაში გაგზავნილი წერილების პასუხებიც განიხილეს და, შესაბამისად, ადვოკატირების გეგმაში ცვლილებები შეიტანეს.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები