ანკეტირების შედეგები

კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების იდენტიფიცირების მიზნით ქალთა საინიციატივო ჯგუფებმა  ანკეტირება ჩაატარეს ქუთაისში,  წყალტუბოსა და  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში: ხურჩასა და კოკში.

სულ გამოიკითხა 18-დან 68 წლამდე ასაკის 90 ბენეფიციარი ქალი. ანკეტირებით გამოიკვეთა, რომ მათ თემებში განსაკუთრებით აქტუალურია სოციალური კონფლიქტები, რომელთა მიზეზებიც არის მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, გზები.

კონფლიქტის მიზეზებში მაღალი მაჩვენებელი აქვს  სოციალური სტატუსის შეწყვეტას,  სადაო ხელშეკრულებებს და ზეპირ გარიგებებს.

რაც შეეხება შეკითხვას, როგორ რეაგირებთ და რა საშუალებებს მიმართავთ თქვენს თემში შექმნილი კონფლიქტური სიტუაციების დროს? პასუხებში ფიქსირდება, რომ ყველაზე ხშირად თვითონ ეძებენ გამოსავლს, ან მიმართავენ იურისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს. რამდენიმე რესპონდენტი პასუხობს, რომ ურეკავს ჟურნალისტებს.

ანკეტების ანალიზის შედეგად მოხერხდა ხუთი სხვადასხვა პრობლემის იდენტიფიცირება. პროცესში ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები ჩაერთვებიან და კონფლიქტების პრევენციას შეეცდებიან.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ანკეტირება კონფლიქტური სიტუაციების იდენტიფიკაციისათვის

კონფლიქტების იდენტიფიცირებისათვის ქუთაისში, წყალტუბოში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში(ხურჩა და კოკი) ჩატარდა ანკეტირება.

ანკეტირება მიზნად ისახავს, გაირკვეს რა ტიპის, რა მიზეზით წარმოქმნილი კონფლიქტები არსებობს სხვადასხვა ლოკალურ თემში, ვინ არიან კონფლიქტის მხარეები, როგორ რეაგირებენ, რას აკეთებენ კონფლიქტურ სიტუაციებში.

ანკეტების ანალიზის შედეგად მოხდება კონფლიქტური სიტუაციების იდენტიფიცირება ცალკეული ქალაქების მიხედვით, რის შემდეგაც  მოდერატორთან ერთად შემუშავდება სამოქმედო გეგმა. განისაზღვრება ქალთა საინიციატივო ჯგუფების ფუნქციები სამივე ქალაქში: რა უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ შეძლონ კრიზისული სიტუაციების მართვა და კონფლიქტების მოგვარება ადრეულ სტადიაში.  

პროექტიხორციელდებაორგანიზაციაქალებიქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კონფლიქტის ადრეული პრევენცია - პროექტის მიზანი

იანვრიდან ფონდმა „სოხუმმა“ მუშაობას დაიწყო პროექტზე „კონფლიქტების ადრეული პრევენცია - თეორია და პრაქტიკა.“ პროექტი სამწლიანია და მიზნად ისახავს საზოგადოებაში არსებული კრიზისული სიტუაციების და მოსალოდნელი კონფლიქტების ადრეულ პროფილაქტიკას.

გეოგრაფიული არეალი მოიცავს ორ ქალაქს - ქუთაისსა და წყალტუბოს და აფხაზეთის საზღვრისპირა სოფლებს: ხურჩა, კოკი, ორსანტია, განმუხური.

პროექტის ფარგლებში იმუშავებს ქალთა სამი საინიციატივო ჯგუფი. გათვალისწინებულია საინფორმაციო შეხვედრები სხვადასხვა თემთან, კონფლიქტური სიტუაციების იდენტიფიცირება და პრევენციული ღონისძიებები.   

იგეგმება კაბინეტური კვლევის გამოცემა და პრეზენტაციები კონფლიქტების ადრეული მოგვარების საკითხებზე საზოგადოების ინფორმირების მიზნით.

პროექტიხორციელდებაორგანიზაციაქალებიქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ქალთა ჯგუფები კონფლიქტების ადრეულ მოგვარებაზე იმუშავებენ

აქტიურად დაიწყო მუშაობა პროექტის „კონფლიქტების ადრეული პრევენცია - თეორია და პრაქტიკა“ ფარგლებში.

პროექტიდან გამომდინარე, მოდერატორებად უკვე შეირჩნენ ფონდი „სოხუმის“ აქტივისტი ქალები, რომლებსაც ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება აქვთ.   მათი დახმარებით ქუთაისში, წყალტუბოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოთხ  სოფელში ჩამოყალიბდა ქალთა ჯგუფები, რომლებიც თავიანთ თემებში შექმნილი კონფლიქტური სიტუაციების ადრეულ მოგვარებაზე იმუშავებენ.

თითოეულ ჯგუფში 8 ქალია. მათ უკვე მიიღეს ინფორმაცია პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე. პირველ ეტაპზე ისინი სხვადასხვა თემში არსებული კონფლიქტური სიტუაციების იდენტიფიცირებას შეეცდებიან. 

პროექტიხორციელდებაორგანიზაციაქალებიქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის აქტიურობა 16-დღიან კამპანიაში

   

წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფი აქტიურად ჩაერთო საერთაშორისო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში: ცხუნკური, გუმბრინი, ქვილიშორი.

კამპანიაში აქტიურად ჩაერთნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. როგორც მოდერატორი აღნიშნავს, საზოგადოების დამოკიდებულება წინა წლებთან შედარებით შეცვლილია, სხვადასხვა ასაკის ადამიანები აღნიშნავენ, რომ ქალი ოჯახის ხერხემალია, საზოგადოება და სახელმწიფო მას განსაკუთრებით უნდა უფრთხილდებოდეს. ძალადობა ქალზე ბოროტებაა და ეს არ  უნდა ხდებოდეს.

პროექტიხორციელდებაორგანიზაციაქალებიქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები