ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის მუშაობის შედეგები

 

შიდა მონიტორინგმა აჩვენა, რომ ქუთაისში ქალთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით იანვრიდან დღემდე 5 სხვადასხვა ტიპის პრობლემათა ადვოკატირება მოხერხდა.

დადებითად გადაჭრილი პრობლემები ადამიანური უსაფრთხოების საკითხების ხარისხის ამაღლებას გულისხმობს. ადვოკატირების პროცესში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან.

საინიციატივო ჯგუფმა მოახერხა ასევე სხვადასხვა თემში მცხოვრებ მოქალაქეთა გაქტიურება, მათი ჩართვა ადვოკატირების პროცესში. მონიტორინგმა აჩვენა ასევე, რომ გრძელვადიანი პრობლემების მოგვარება გადასულია მომდევნო ეტაპზეა და პროცესს საინიციატივო ჯგუფის წევრები მუდმივად აკონტროლებენ.

პროექტიხორციელდებაორგანიზაციაქალებიქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ქალთა საინიციატივო ჯგუფის მუშაობა წყალტუბოში - მონიტორინგის შედეგები

 

რა გაკეთდა, რისი მიღწევა მოხერხდა, რა ეტაპზეა გრძელვადიანი პრობლემები, რომელთა ადვოკატირება უკვე დაწყებულია - ამ მიზნით წყალტუბოში საინიციატივო ჯგუფის მუშაობის მონიტორინგი ჩატარდა. 

იანვრიდან დღემდე წყალტუბოს საინიციატივო ჯგუფმა 5 პრობლემის ადვოკატირება შეძლო. მონიტორინგმა აჩვენა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა აქტიურად მიმდინარეობს, რაც ადვოკატირების პროცესში სხვადასხვა სტრუქტურის ჩართულობით გამოიხატება.

პრობლემები სხვადასხვა სფეროს ეხება, მათ შორისაა ინფრასტრუქტურული, სოციალური და ინდივიდუალური საკითხები, რომელთა მოგვარებაც ხელს შეუწყობს ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესებას. 

პროექტიხორციელდებაორგანიზაციაქალებიქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ადგილობრივი ხელისუფლება მხარს უჭერს ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფის ინიციატივებს

ინფორმაცია ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფის მუშაობის შესახებ ყოველთვიურ გაზეთ „ხონში“ დაიბეჭდა - ამ სიახლით დაიწყო შეხვედრა საინიციატივო ჯგუფის მოდერატორმა.

შეხვედრაზე ისაუბრეს იმაზე, რა მდგომარეობაშია ადვოკატირების პროცესი.

- უკვე მიღებულია ოფიციალური პასუხები ადგილობრივი თვითმმართველობის მისამართით გაგზავნილ წერილებზე. ერთი საკითხი ეხება ცენტრალურ გზაზე ზებრა გადასასვლელს. მეორე -ქალაქის ტერიტორიაზე ახალი სკვერის გაშენებას გულისხმობს.  ორივე საკითხი მნიშვნელოვანია მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის. ადგილობრივი ხელისუფლება მზად არის, აღნიშნული ინიციატივები განიხილოს და მხარი დაუჭიროს - აღნიშნა მოდერატორმა. 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

მონიტორინგის შედეგები - ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფი

 

წლის დასაწყისში დაგეგმილი ინიციატივები, რომლებიც ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესებას გულისხმობდა, ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა  წარმატებით განახორციელა. მონიტორინგმა აჩვენა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით 4 პრობლემის ადვოკატირება უკვე გახდა შესაძლებელი.

ამ ეტაპზე ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აქტიურად განიხილება ჯგუფის მიერ დასმული ინიციატივა - ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სკვერის გაშენება.  გამგეობიდან მიღებული პასუხის თანახმად, მომდევნო წლის ბიუჯეტში შესაძლებელია საჭირო თანხების გათვალისწინება. ჯგუფის წევრები აქტიურად არიან ჩართული პროცესის ადვოკატირებაში და გრძელვადიანი პრობლემის დასრულებას გააკონტროლებენ.  

შიდა მონიტორინგის შედეგად იკვეთება, რომ გაიზარდა საინიციატივო ჯგუფის იმიჯი, რაც გამოიხატება მოქალაქეთა მომართვიანობის გაზრდით.

პროექტიხორციელდებაორგანიზაციაქალებიქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

„გენდერული სათვალე“ - ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფი ახალ პროექტზე იწყებს მუშაობას

 

ფონდი „სოხუმის“ ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა დონორი ორგანიზაცია „ორბელიანი საქართველოს“ მხარდაჭერით პლაზმური ტელევიზორი მიიღო. პროექტიდან გამომდინარე, ხონის საბავშვო ბიბლიოთეკის ბაზაზე შეიქმნა მოზარდთა კლუბი „გენდერული სათვალე“. კლუბის წევრები ყოველთვიურად შეიკრიბებიან, მოეწყობა ფილმების ჩვენება და დისკუსიები გენდერული რაკურსით. იგეგმება წარმატებული ქალების მოწვევა და სხვა სახის აქტივობები.

ეს იდეა ქალთა საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთ შეხვედრაზე გაჩნდა, რაც შემდგომში დონორის მოძიებით და პროექტის მომზადებით გაგრძელდა. ჯგუფის წევრების აზრით, მოზარდთა ინფორმირება გენდერულ საკითხებზე ამ ფორმატით, მნიშვნელოვნად შეამცირებს საზოგადოებაში ქალთა მიმართ ძალადობის საფრთხეს და ხელს შეუწყობს გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(KvinnatillKvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები