საინფორმაციო შეხვედრა კამპანიის ფარგლებში

   

ფონდ „სოხუმს“ სტუმრობდა ორგანიზაცია Kvinna till Kvinna-ს წარმომადგენელი საქართველოში იოანა არკასენი, რომელიც ქალთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით მოწყობილ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო ქუთაისის ერთ-ერთ ბიბლიოთეკაში. შეხვედრა მოეწყო საერთაშორისო კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ  ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში და მას ესწრებოდნენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები. მონაწილეებმა ძირითადი აქცენტი გააკეთეს ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე და იმსჯელეს, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქალს უსაფრთხო გარემო შეექმნას.

 პროექტიხორციელდებაორგანიზაციაქალებიქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის აქტიურობა 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში

  

ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიან კამპანიაში ფონდი „სოხუმის“ ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფს თავისი წვლილი შეაქვს. ჯგუფის წევრები საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდებიან და ინფორმაციას აწოდებენ ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით, არიგებენ საინფორმაციო ფურცლებს. ყველა თაობის ადამიანის განწყობა ასეთია: ძალადობა ქალზე სერიოზული პრობლემაა და მის წინააღმდეგ მუშაობა ყველა მოქალაქის მოვალეობაა.

პროექტიხორციელდებაორგანიზაციაქალებიქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

წყალტუბოს საინიციტივო ჯგუფის მოდერატორი საკრებულოს დეპუტატი გახდა

 

მალე წყალტუბოში ახალი მოწვევის საკრებულო შეიკრიბება. სასიხარულოა, რომ ქალთა საინიციატივო ჯგუფის მოდერატორი ლატავრა ბენდელიანი საკრებულოს წევრი გახდა. ჯგუფის წევრების თქმით, კარგი გარემოა საიმისოდ, რომ ქალთა პრობლემები გაიტანონ და მიიღონ საკრებულოს მხარდაჭერა.  

წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროექტი მთავრდება, მაგრამ ჯგუფის წევრები მუშაობას გააგრძელებენ, რადგან  ჯერ კიდევ ბევრია  პრობლემა, რომლის მოგვარება შესაძლებელია ადგილობრივ დონეზე.

პროექტიხორციელდებაორგანიზაციაქალებიქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფი -კამპანიის აქტიური მონაწილე

  

ფონდი „სოხუმის“  ხონის  ქალთა საინიციატივო ჯგუფი აქტიურად არის ჩართული ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაში. გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებთან. დარიგდა საინფორმაციო ფურცლები. ადგილობრივი მთავრობა პროტესტს უცხადებს ქალთა მიმართ ძალადობას და მზადყოფნას გამოთქვამს, აქტიურად ითანამშრომლოს ფონდ „სოხუმთან“ ძალადობის პრევენციულ ღონისძიებებში.

პროექტიხორციელდებაორგანიზაციაქალებიქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასიხარულო ინფორმაცია ხონის საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე

 

ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფის მოდერატორმა შეხვედრა სასიხარულო ინფორმაციით დაიწყო: ქალაქში, რამდენიმე ადგილას, ადგილობრივი გამგეობა მინი-სკვერების მოწყობას იწყებს. ეს საკითხი საინიციატივო ჯგუფის ინიცირებულია, მას შემდეგ, როდესაც ერთ-ერთ საინფორმაციო შეხვედრაზე მოსახლეობამ ქალაქში  სკვერების დეფიციტზე ისაუბრა.

საინიციატივო ჯგუფის წევრებმა გადაწყვიტეს, სხვადასხვა აქტივობით შეუერთდნენ საერთაშორისო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. 

პროექტიხორციელდებაორგანიზაციაქალებიქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები