მრგვალი მაგიდა თემაზე: ადამიანური უსაფრთხოების ინკლუზიური მიდგომები

  

ქუთაისში, ფონდი „სოხუმის“ ოფისში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „ადამიანური უსაფრთხოების ინკლუზიური მიდგომები“.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები, ქუთაისის, ხონის და წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფების მოდერატორები.

შეხვედრის პირველ ნაწილში მონაწილეებმა ერთგვარი ანგარიში მოისმინეს: როგორ იმუშავეს ქალთა საინიციატივო ჯგუფებმა პრობლემათა ადვოკატირების თვალსაზრისით, როგორ წარიმართა თანამშრომლობა ადგილობრივ სახელისუფლებო სტრუქტურებთან.

შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ სოციალური პრობლემების ადვოკატირებით მოხერხდა უსაფრთხოების ხარისხის ამაღლება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფში, რაც ამ პროცესში ადგილობრივი სტრუქტურების აქტიური ჩართულობით იქნა მიღწეული.

 პროექტიხორციელდებაორგანიზაციაქალებიქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

მუშაობა პრობლემათა ადვოკატირების მიზნით ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში

  

ქალთა საინიციატივო ჯგუფები აქტიურად მუშაობენ პრობლემათა ადვოკატირების მიზნით. ქუთაისში საინიციატივო ჯგუფის ინიციატივით გუგუნავას ქუჩაზე მცხოვრებ დასახლებას ქუთაისის მერიამ უკვე გამოუყო სანაგვე ურნა, რადგან აღნიშნულ მონაკვეთში მოსახლეობა თვითნებურად ჰქონდა მოწყობილი ნაგავსაყრელი, რაც საფრთხეს უქმნიდა მათ ჯანმრთელობას. წყალტუბოში საინიციატივო ჯგუფმა იმუშავა საკითხზე, რომელიც უპატრონო მიცვალებულისთვის დაკრძალვისთვის საჭირო თანხების გამოყოფას შეეხებოდა.

ხონში თავისუფლების მოედანზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ ბინების  ფასადების კოსმეტიკური რემონტი გაკეთდა. ამ პროცესში საინიციატივო ჯგუფი აქტიურად იყო ჩართული, რამდენიმე წერილი იქნა გაგზავნილი შესაბამის სამსახურში, მოეწყო შეხვედრები პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით.

პროექტიხორციელდებაორგანიზაციაქალებიქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ქუთაისის საინიციატივო ჯგუფის მოდერატორის ანგარიში

 

ქუთაისში ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები გაეცნენ ჩატარებული მუშაობის მონიტორინგის შედეგებს, რაც გასული თვეს განხორციელდა. შედეგებიდან გამომდინარე, სამოქმედო გეგმაში ცვლილები იქნა შეტანილი, რომელიც ძირითადად გრძელვადიან პრობლემებს შეეხო.

ჯგუფის მოდერატორის ანგარიშში კარგად გამოჩნდა ადვოკატირებული და მიმდინარე პრობლემების რაოდენობა, თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან.

შეხვედრაზე ისაუბრეს მრგვალ მაგიდაზე, რომელიც სექტემბერში გაიმართება. მრგვალი მაგიდა შეაჯამებს ჩატარებულ მუშაობას - საინიციატივო ჯგუფის წევრები საზოგადოებას გააცნობენ, რა გაკეთდა და რა იგეგმება ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის გასაუმჯობესებლად ქუთაისში.  

პროექტიხორციელდებაორგანიზაციაქალებიქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფის მუშაობის შედეგები და გეგმები

 

ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს, რა მიღწევები აქვთ პრობლემათა ადვოკატირების და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის კუთხით. მონაწილეებმა გამგეობიდან მიღებული წერილების ანალიზის შემდეგ მიმდინარე პრობლემის ადვოკატირების გეგმას გადახედეს.

ჯგუფის მოდერატორმა ანგარიში წარმოადგინა, როგორ მუშაობს საინიციატივო ჯგუფის პროექტის ფარგლებში შექმნილი ახალგაზრდული კლუბი „გენდერული სათვალე“. მათი მოსაზრებით, მსგავსი ფორმატი ხონელი  მოზარდებისთვის ახალია და შესაბამისად შეხვედრები საინტერესოდ მიდის.

პროექტიხორციელდებაორგანიზაციაქალებიქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა წყალტუბოში

ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრები გრძელდება. გასული თვის მონიტორინგმა კარგად წარმოაჩინა გამოწვევები, რომლებიც გრძელვადიანი პრობლემების ადვოკატირებას ახლავს.

წყალტუბოს ჯგუფის წევრების აზრით, მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შესაფერისი დროა სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად, რასაც ეფექტურად გამოიყენებენ.

თანამშრომლობა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, დეპუტატობის კანდიდატებთან, შეხვედრები მოსახლეობასთან - ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდება. წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები სწორედ ამ გზით აპირებენ ადამიანური უსაფრთხოების გაუმჯობესებას.

პროექტიხორციელდებაორგანიზაციაქალებიქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები