ცაგერი - ტრენინგი საჯარო მმართველობის საკითხებზე

1 2 3 4 5

მეწარმე ქალთა ფონდის პარტნიორმა ადგილობრივმა ორგანიზაციამ „აქტიური მოქალაქე - ანგარიშვალდებული ხელისუფლება“ ცაგერის მუნიციპალიტეტში ქვეგრანტით მხარდაჭერილი პროექტის „ცაგერის მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა კომპეტენციის ამაღლება საჯარო მმართველობის რეფორმის ეფექტურად განხორციელებისათვის“ ფარგლებში ტრენინგი ჩაატარა თემაზე „საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) დოკუმენტის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის ელექტრონული სერვისების ეფექტიანობის გაუმჯობესების, მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მექანიზმების განსაზღვრა“.

ტრენინგს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის აღმასრულებული და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლები - 29 ადამიანი.

ტრენინგი მიზნად ისახავდა ადგილობრივ საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებას საჯარო მმართველობის რეფორმაზე, რომელიც ეფექტიანი, გამჭვირვალე, ინკლუზიური მმართველობის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

საპროექტო განაცხადი მომზადდა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმის სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ ფარგლებში. 

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

ხონი - სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

1 2 3

ხონის საკრებულოს სააქტო დარბაზში ჩატარდა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელზეც შემუშავდა სამოქმედო გეგმა. გეგმას საფუძვლად დაედო მონიტორინგის და საჭიროებათა კვლევის შედეგად გამოვლენილი რეკომენდაციები.  

სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ალექსანდრე აკობიძემ გააკეთა პრობლემების მონახაზი. ჯგუფის წევრებმა განიხილეს ხონის მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და ისაუბრეს გადაჭრის გზებზე. აღინიშნა, რომ პროექტი ხელს უწყობს საკრებულოს, მერიის და სამოქალაქო საზოგადოების მჭიდრო კომუნიკაციას, მუნიციპალიტეტის განვითარებას. სწორედ ეს დაინახეს საჯარო მოხელეებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

პრესკონფერენცია იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის მედიის წარმომადგენლებისთვის

1 2 3

იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირმა „სპექტრმა“ პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში გამართა პრესკონფერენცია სამიზნე მუნიციპალიტეტებში განხორციელებული საჭიროებების კვლევის შესახებ. პრესკონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ელექტრონული და ბეჭდური მედიის წარმომადგენლებმა იმერეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებიდან.


პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ტრენინგ კურსი ოზურგეთში

1 2 3 4 5 6

ოზურგეთის ორგანიზაცია „ახალგაზრდა პედაგოგთა კავირი“ ივნისიდან მუშაობს პროექტზე „რა არის საჯარო მმართველობა“. ჩატარდა ტრენინგ კურსი „რა არის საჯარო მმართველობა“. კურსი რამდენიმე შეხვედრას მოიცავს. მისი მიზანია ახალგაზრდების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლებაა.

პროექტში ჩართულია 25 ახალგაზრდა.  ტრენინგებზე  განხილული იყო აქტუალური საკითხები: სახელმწიფოს შექმნის ისტორიული ასპექტები, საჯარო უფლებამოსილება, მმართველობის პროცესი, კონსტიტუციური უფლებები, პოლიტიკის დაგეგმვა, მუნიციპალურ დონეზე პრიორიტეტების განსაზღვრა და სხვა.

საპროექტო განაცხადი მომზადდა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

კონსულტაციები ამბროლაურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში

1 2 3 4 5

7 და 8 ივლისს მეწარმე ქალთა ფონდმა ყოველთვიური კონსულტაციები ჩაატარა ამბროლაურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში. განსახორციელებელი პროექტების ეფექტიანი შედეგების მიღებასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაეწიათ პარტნიორ ორგანიზაციებს:

ცაგერში -  „ცაგერის ქალთა უფლებებისა და თანასწორობის ცენტრი“, „აქტიური მოქალაქე - ანგარიშვალდებული ხელისუფლება.“

ამბროლაურში - „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი“, „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთი რეგიონალური ჰაბი-„აფხაზინტერკონტი.“

ასევე მოეწყო შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. ისინი გაეცნენ ამბროლაურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ადგილობრივი საჭიროებების შეფასების შედეგებს. ადგილობრივი მთავრობები მზად არიან, ითანამშრომლონ პროექტის ფარგლებში საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებით განხორციელებისათვის.

პროექტს ახორციელებენ კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“, მეწარმე ქალთა ფონდი და იმერეთის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები