პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
„ვაჟები - ძალადობის წინააღმდეგ“ - შეხვედრა ხონის მთავარ ბიბლიოთეკაში
ხონის სამოქალაქო ინიციატივების ჯგუფი აქტიურად ჩაერთო ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებულ „16 დღიან კამპანიაში“. ჯგუფის ლიდერებმა 6 დეკემბერს ხონის მთავარ ბიბლიოთეკაში ხონის საჯარო სკოლების უფროსკლასელ ვაჟებთან ერთად საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრა გამართეს, რომელზეც ისაუბრეს ძალადობის მიზეზებზე, მის სოციალურ შედეგებზე, ძალადობის პრევენციის გზებზე.
როგორ შეიძლება წინ აღვუდგეთ ძალადობას, სად არის საზოგადოების როლი - ამ საკითხების ირგვლიც საინტერესო დისკუსიები გაიმართა.
ქალთა საინიციატივო ჯგუფების აქტივობები 16-დღიან კამპანიაში
ფონდი „სოხუმის“ ქუთაისის წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფები აქტიურად არიან ჩართულნი 16-დღიან კამპანიაში. ჯგუფის წევრების ინიციატივით სხვადასხვა უბანში, კოლექტიურ ცენტრებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები. მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია ძალადობის საკითხებზე, კამპანიაზე, დაურიგდათ საინფორმაციო ფურცლები, თეთრი ლენტები, კალენდრები. ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები თვლიან, რომ ამ აქტივობებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ ინფორმირების და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის თვალსაზრისით.
აქცია-ველორბოლა
ორიგინალურად, ველოსიპედებით ჩაერთნენ ახალგაზრდები საერთაშორისო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. კოკი-ხურჩას მონაკვეთზე გამართულ აქცია-ველორბოლაში მონაწილეობა მიიღეს გოგონებმა და ბიჭებმა კოკიდან, ხურჩიდან, ორსანტიიდან (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და ნაბაკევიდან (გალის მუნიციპალიტეტი). ასე გამოხატეს მათ პროტესტი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, სლოგანების კონკურსში გამარჯვებულ ორ მონაწილეს კი - სიმბოლური პრიზები და დიპლომები.
ღონისძიება ჩატარდა ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „ახალგაზრდები ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში.
ახალგაზრდული კლუბები სენაკში, წყალტუბოში, ქუთაისში
გენდერული ძალადობა, მიზეზები და დაცვის მექანიზმები - ამ თემაზე ჩატარდა ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრები სენაკის მე-7 სკოლაში, წყალტუბოს მე-2 საჯარო სკოლაში და ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია 16-დღიანი კამპანიის შესახებ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
ახალგაზრდებისთვის ეს თემა არ არის ახალი, ამიტომ ისინი ინტერესით ჩაერთნენ დისკუსიაში.
მონაწილეთა მოსაზრებებიდან:
„მე მომწონს მსგავსი შეხვედრები და დისკუსიები, სადაც ბევრ საჭირო სიახლეს ვგებულობ.“
„მე მინდა, რომ ჩემმა თაობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს გენდერულად თანასწორი საზოგადოების შექმნაში. ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს ამ პროცესს“.
ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა
ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომაზე კლუბის წევრებმა ისაუბრეს იმაზე, როგორ ჩაერთნენ საერთაშორისო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. აღნიშნეს, რომ წინა წლებთან შედარებით ინფორმირებულობა გაზრდილია, მოსახლეობამ მეტი იცის პრევენციული მექანიზმების შესახებ.
კლუბის წევრებმა თავიანთი ინიციატივით ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები - სხდომაზე ამის შესახებაც ისაუბრეს.
კლუბზე, ტრადიციულად, რამდენიმე ადგილობრივი პრობლემება შეარჩიეს ადვოკატირებისა და მოგვარების მიზნით.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
შეხვედრა დღის ცენტრ „ვალენტინში“
3 დეკემბერს აღინიშნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღე. ფონდი „სოხუმის“ ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორმა ამ დღეს შეხვედრა ჩაატარა დღის ცენტრ „ვალენტინში“.
შეკრებილებმა მიიღეს ინფორმაცია საერთაშორისო კამპანიის შესახებ „16 აქტიური დღე ქალთ მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“, ისაუბრეს ძალადობის სხვადასხვა სახეზე. აღნიშნეს, რომ ნებისმიერი ძალადობა დასაგმობია და გამოთქვეს ძალადობის პრევენციის პროცესში ფსიქოლოგის აქტიური ჩართვის სურვილი.
სპექტაკლი „პირიმზე“ - საბავშვო ბაღში
ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა გენდერული საბჭოს პროექტის ფარგლებში შექმნილი თოჯინების ჩრდილების სპექტაკლ „პირიმზეს“ ჩვენება მოაწყო საბავშვო ბაღ „ვარსკვლავებში“. სცენარი მეგობრობის, სიყვარულის, სიკეთის, თანასწორობის პროპაგანდას ემსახურება. მთავარი გმირი „პირიმზე“ამსხვრევს საზოგადოებრივ სტერეოტიპებს. სპეკტაკლი მოზარდებში სწორი გენდერული აზროვნების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. მისი ჩვენება 16-დღიან კამპანიას მიეძღვნა.
ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
ახალგაზრდების ინიცირებული აქტივობები
საერთაშორისო კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის ინიციატივით ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები. ერთ-ერთი შეხვედრა იყო კერძო სკოლაში „ღონე ქვეყნისა“, მეორე კი - კერძო სკოლა „პროგრესში“.
ამ სკოლებში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის ახალგაზრდა მსახიობებმა წარმოდგენები გამართეს.
მოსწავლეები და მასწავლებლები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში. მათი აზრით, ყველა ფორმით უნდა ვუთხრათ ძალადობას „არა!“
მეტი სტატია ...
გვერდი 146 სულ 224