ქალთა და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების სამუშაო შეხვედრები ხონში
ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია რაოდენობრივი კვლევის "მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასების" დაწყების შესახებ. ჯგუფის წევრებს შორის გადანაწილდა მოვალეობები, რის შემდეგაც სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანებს ონლაინ კითხვები გადაეგზავნათ.
ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა კი სამშვიდობო სტრატეგიის მიხედვით განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს.შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღნიშნეს ახალგაზრდების როლი სამშვიდობო პროცესში და ახალი ღონისძიებები დაგეგმეს.