2015 წლის განმავლობაში ყოველთვიურად გამოდიოდა ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენი, რომელიც აჯამებდა თვის განმავლობაში გაწეულ მუშაობას. დეკემბრის ბოლოს კი გამოვიდა 28-გვერდიანი ჟურნალი „ქალთა ხმა“. მასში მოთხრობილია ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების შესახებ - მათი საქმიანობა, ადვოკატირებული საკითხები, ცვლილებები ბენეფიციარი ქალების ცხოვრებაში, გავლენა საზოგადოებაზე... გადმოწერა პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt –…
გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს ორგანიზაციული საკითხები, დებულებაში შესატანი ცვლილებები. ძირითადი დრო კი დაეთმო ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევის შედეგების შეჯამებას. საბჭოს წევრებმა წარმოადგინეს მოკლე ანგარიშები იმ ტენდენციებზე, რომლებიც გამოიკვეთა მათ მიერ ჩატარებული კვლევის დროს. გამომდინარე იქედან, რომ წინა კვლევა ჩატარდა ქალაქ ოზურგეთში და მიმდინარე კი - მუნიციპალიტეტის სოფლებში, მათ ჰქონდათ პარალელების გავლების საშუალება. აქცენტი გაკეთდა ბიუჯეტის საკითხებთან დაკავშირებით ინფორმირებულობის დაბალ დონეზე.
მომდევნო სხდომაზე შემუშავდება რეკომენდაციები ადგილობრივი თვითმმართველობისთვის წარსადგენად.