სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ტრენინგი ჩატარდა თემაზე: „ძალადობის პრევენცია და მსხვერპლთა დახმარების რესურსები“. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრების საქმიანობაზე, კრიზისულ ცენტრსა და იმ სერვისებზე, რომელიც მსხვერპლთა დასახმარებლად არსებობს.

სენაკის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა გენდერული თანასწორობის საკითხებზე იმსჯელეს. მათი მოსაზრდებით , გენდერული სტერეოტიპების მსხვრევა ხელს შეუწყობს თანასწორუფლებიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას,პროცესში კი  ახალგაზრდების ჩართულობა აუცილებელია.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები აწარმოებენ კვლევას"ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება"რომლის ფარგლებშიც ფოკუს_ჯგუფები და ინტერვიუები ტარდება.ჯგუფის წევრები გაეცნენ კვლევის ძირითად მიზნებს, ამოცანებს, განსაზღვრეს სამიზნე ჯგუფები და გადაინაწილეს პასუხისმგებლობები.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით გაიმართა ორდღიანი სემინარი თემაზე: „ადამიანის უსაფრთხოების მონიტორინგი - გენდერულად სენსიტიური მონიტორინგის ინსტრუმენტი“.

სემინარი გამიზნულია სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. სემინარს უძღვება საერთაშორისო ექსპერტი ზარა ჯარვინენი, რომელმაც შეიმუშავა „გენდერულად მგრძნობიარე ადამიანის უსაფრთხოების მონიტორინგის სახელმძღვანელო“ სახალხო დამცველის აპარატისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის. ღონისძიების მიზანია, მონაწილეთა შესაძლებლობების გაძლიერება, რათა მათ შეძლონ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხოების მდგომარეობის გენდერულ ჭრილში შეფასება, მონიტორინგი, გაანალიზება და ანგარიშგება, მათ შორის ერთობლივი ძალისხმევითა და თანამშრომლობით.

სემინარში მონაწილეობდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი  ეკატერინე გამახარია.

ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები აგრძელებენ კვლევას „ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასების“ კუთხით. ეს ჯგუფი ამ ეტაპზე, ოთხ ფოკუს ჯგუფს ჩაატარებს.  წევრები გაეცნენ კვლევის ძირითად მიზნებს, ამოცანებს, განსაზღვრეს სამიზნე ჯგუფები და გადაინაწილეს პასუხისმგებლობები. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ხონის, ქალთა მეორე საინიციატივო ჯგუფის წევრები, კვლევას „ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასების“ კუთხით, ჩაღრმავებული ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით გააგრძელებენ. ეს ჯგუფი, ამ ეტაპზე, წინასწარ განსაზღვრულ და შერჩეულ ოთხ რესპონდენტთან იმუშავებს.

ხონის ახალგაზრდული კლუბის წევრებს  ტრენინგი ჩაუტარდათ თემაზე"დეზინფორმაცია და მასთან ბრძოლის მექანიზმენზე", მედიაწიგნიერების არსა და მნიშვნელობაზე. მონაწილეები ტრენინგის თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილში ჩაერთნენ. ახალგაზრდებმა მოისმინეს, თუ როგორ გაარჩიონ რეალური და ყალბი ინფორმაცია ერთმანეთისგან, შეიძინეს დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის საჭირო უნარები .

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები, აწარმოებენ კვლევას „ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება“ ,რომლის ფარგლებშიც   ფოკუს ჯგუფები და ინტერვიუები ტარდება.უკვე  განსაზღრულია კონკრეტული რესპონდენტები. ამ დროისთვის უკვე ჩატარდა ორი ფოკუს ჯგუფი და ერთი ინტერვიუ.

დეზინფორმაცია, არასწორი ინფორმაციისა და ცრუ ნარატივების გავრცელება ,როგორც თანამედროვე სამყაროს მნიშვნელოვანი გამოწვევა- ამ თემაზე ჩატარდა ტრენინგი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფისთვის.  მედიაწიგნიერების არსისა და მნიშვნელობის შესახებ ახალგაზრდებს

გამოცდილი ტრენერი რუსუდან კარკაძე ესაუბრა.

მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს დეზინფორმაციის საკითხები და დაეუფლნენ ყალბი ინფორმაციის რეალობისგან გარჩევის პრაქტიკულ უნარებს.

წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები აქტიურად აგრძელებენ გამოკითხვის პროცესს, რომელიც წინა თვეს დაიწყო. ჯგუფის წევრები პროცესს ფოკუს-ჯგუფების და ჩაღრმავებული ინტერვიუების მეთოდით ახორციელებენ. მიღებული ინფორმაცია საერთო კვლევაში აისახება, რომლის მიზანია ადამიანური უსაფრთხოების საკითხების გენდერულ ჭრილში გამოკვეთა.

 ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა სამშვიდობო ინიციატივებზე გააკეთეს აქცენტი. დაიგეგმა რამდენიმე აქტივობა, რომელსაც ჯგუფის ლიდერები სხვადასხვა კლასში ჩაატარებენ. მათი მოსაზრებით, ეს აქტივობები ხელს შეუწყობს სამშვიდობო თემების პოპულარიზებას.

 გრძელდება კვლევა „ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასების“ მიზნით, რომელსაც ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები ახორციელებენ. ️ამ ეტაპზე, ოთხი ფოკუს ჯგუფი და ოთხი ჩაღრმავებული ინტერვიუ ჩატარდება. ჯგუფის წევრები გაეცნენ კვლევის ძირითად მიზნებს, ამოცანებს, განსაზღვრეს სამიზნე ჯგუფები და გადაინაწილეს პასუხისმგებლობები.

ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის თებერვლის თვის ტრადიციული შეხვედრის თემა სამშვიდობო ინიციატივები იყო.ახალგაზრდებმა  სამოქმედო გეგმასა და სამომავლოდ განსახორციელებელ აქტივობებზე იმუშავეს. კლუბს ახალი წევრები შეუერთდნენ, მათ  ახალგაზრდული კლუბის და ფონდ,, სოხუმის,, საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრას სსიპ ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის N 6 საჯარო სკოლა მასპინძლობდა.

ახალგაზრდების ინფორმირებულობა გენდერულ პრობლემებზე,არაძალადობრივი კულტურის დანერგვის ფორმირება,ამ თემების ირგვლივ იმსჯელეს მორიგ შეხვედრაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ახალგაზრდული კლუბის წევრებმა.

ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები კი აწარმოებენ კვლევას „ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება“ ,რომლის ფარგლებშიც   ფოკუს ჯგუფები და ინტერვიუები ტარდება.უკვე  განსაზღრულია კონკრეტული რესპონდენტები. ამ დროისთვის უკვე ჩატარდა ორი ფოკუს ჯგუფი და ერთი ინტერვიუ.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისი ჟრიამულით აივსო. ქუთაისელ, წყალტუბოელ და ზუგდიდელ ახალგაზრდებს ტრენერმა რუსუდან კარკაძემ ჩაუტარა ტრენინგი დეზინფორმაციის თემაზე.

განხილული იყო შემდეგი საკითხები: მედიაწიგნიერება, ციფრული ინსტრუმენტები, დეზინფორმაცია, კიბერბულინგი. მონაწილეები დაეუფლნენ ყალბი ინფორმაციის რეალობისგან გარჩევის პრაქტიკულ უნარებს, დეზინფორმაციასთან ბრძოლის სხვადასხვა კონკრეტულ მეთოდს, ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი გამოყენების მიზნით. ისინი გაეცნენ სხვადასხვა ვებგვერდს და შეასრულეს სახალისო ონლაინ ტესტი  დეზინფორმაციის არსის უკეთ გაგების მიზნით.

ტრენინგის მონაწილეებმა შეავსეს ანკეტები, რის საფუძველზეც მოხდება მათი შერჩევა სამშვიდობო აქტივობებში ჩასართავად.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები