შეხვედრები (644)
შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

აპრილის თვის სამობილიზაციო შეხვედრების თემა იყო ძალადობის გავლენა ახალგაზრდებზე. შეხვედრები ჩატარდა ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, სენაკში, ფოთში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - ხურჩასა და კოკში.
შეხვედრების დროს ყურადღება გამახვილდა 6 აპრილზე - სპორტის საერთაშორისო დღეზე ახალგაზრდობისა და განვითარებისათვის. საუბარი შეეხო იმას, რატომაა მნიშვნელოვანი ჯანსაღი ცხოვრების წესი და მისი კავშირი ძალადობის პრევენციისთვის.
დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში კვლავ დასახელდა პრობლემები: არასახარბიელო პირობები, სოციალური ფონი, უმუშევრობა, მიგრაცია, ახალგაზრდების დასაქმების პრობლემები.

ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში, სენაკში, ფოთში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ხურჩასა და კოკში ჩატარდა სამობილიზაციო-საინფორმაციო შეხვედრები.
შეხვედრებზე განხილულ იქნა სხვადასხვა, დევნილი და ადგილობრივი ქალებისთვის საინტერესო და აქტულაური საკითხი. მაგრამ ერთ-ერთი უმთავრესი თემა იყო - მშვიდობის საერთაშორისო დღე. შეხვედრების მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია ამ დღის მნიშვნელობაზე, დაიგეგმა ღონისძიებები, მათ შორის მშვიდობის გაკვეთილები სკოლებში.

გაზაფხული დედათა და ქალთა დღეებთან ასოცირდება საზოგადოებაში. ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის, ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა, ტრადიციულად, ქალთა სოლიდარობის კვირეული ჩაატარეს - 33 სამობილიზაციო შეხვედრა და 6 მრგვალი მაგიდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მონაწილეობით.
ამ შეხვედრების დროს ისაუბრეს ქალთა მოძრაობის ისტორიაზე, წარმატებულ ქალებზე, გენდერული თანასწორობის ქართულ ფესვებზე და მის მნიშვნელობაზე, ოჯახურ ტრადიციებზე. ხაზი გაესვა ქალთა პოლიტიკური გააქტიურების აუცილებლობას საქართველოში.


2000 წლის 12 აგვისტოს ცივილიზებულმა სამყარომ პირველად აღნიშნა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე.
ამ დღეს მიუძღვნეს სამობილიზაციო შეხვედრები ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა - ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში, სენაკში, ფოთში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ხურჩასა და კოკში. შეხვედრების მონაწილეებმა ისაუბრეს ახალგაზრდების პრობლემებზე, თაობათა შორის ურთიერთობებზე.
წელს ახალგაზრდული დეპარტამენტების მიერ ჩატარდა სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს. შეხვედრების მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებები მნიშვნელოვანია რეგიონის ახალგაზრდებისთვის.
ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის და ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა ჩაატარეს სამობილიზაციო შეხვედრები თემაზე: ადვოკატირება, ადვოკატირების სხვადასხვა მეთოდი.


16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა გეგმით გათვალისწინებული სამობილიზაციო შეხვედრები გამართეს ქუთაისის, ფოთის, წყალტუბოს, სენაკის, ხონის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში. 33 სამობილიზაციო შეხვედრაზე ქალაქებსა და სოფლებში მობილიზატორებმა 297 ადამიანს გააცნეს ინფორმაცია კამპანიის და ძალადობის პრევენციის კუთხით ფონდის მუშაობის შესახებ.

საახალწლო დღეების შემდეგ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა ჩაატარეს 33 სამობილიზაციო შეხვედრა ქალაქებსა და სოფლებში - დევნილებთან და ადგილობრივ მოსახლეობასათან.
შეხვედრებზე განხილული იყო ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კანონში მიმდინარე ცვლილება, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებულია ადგილობრივი თვითმმართველობის როლის გაზრდა ოჯახში ძალადობის პრევენციის კუთხით.

33 სამობილიზაციო შეხვედრა ჩატარდა დასავლეთ საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში (ქუთაისი, ფოთი, ხონი, წყალტუბო, სენაკი, ზუგდიდი). განსაკუთრებით აღსანიშნავია შეხვედრები სოფლებში, სადაც იგრძნობა ინფორმაციის დეფიციტი.
შეხვედრების თემა დაკავშირებული იყო ქალთა მიმართ ძალადობის კანონთან და მასში შეტანილ ცვლილებებთან.
სამობილიზაციო შეხვედრებზე ასევე ისაუბრეს ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტზე, მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია 2017 წლის ბიუჯეტით დაგეგმილ ადგილობრივ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებზე.

მაისში, ჩვეულებისამებრ, დატვირთული გრაფიკით გამოირჩეოდა ქუთაისის, ხონის, ფოთის, სენაკის, წყალტუბოს და ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მუშაობა. ცენტრების მობილიზატორები მუდმივი თანამშრომლობის რეჟიმში არიან ბენეფიციარებთან.
სამობილიზაციო-საინფორმაციო შეხვედრების თემა იყო - ოჯახი, ოჯახის წევრების უფლებები და ვალდებულები, ოჯახური კონფლიქტები და მედიაცია, ოჯახში ძალადობის ფაქტები, ძალადობის გავლენაზე ბავშვთა ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.
საინფორმაციო შეხვედრების დროს მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამებსა და არსებულ სოციალურ პაკეტებზე.
