მონიტორინგის მოკლე ანგარიში - „ძალადობაგამოვლილი ქალების მიერ მხარდაჭერის სერვისების არჩევისა და შეფასების კრიტერიუმები
ქალთა ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ ახალი მონიტორინგის მოკლე ანგარიშს - „ძალადობაგამოვლილი ქალების მიერ მხარდაჭერის სერვისების არჩევისა და შეფასების კრიტერიუმები: ეფექტიანობა და საჭიროებებზე მორგებულობა“. კვლევის ამ ანგარიშში ასახულია ქალების დამოკიდებულება მხარდაჭერის სერვისების ეფექტიანობის მიმართ, თუ რამდენად მორგებულია ძალადობამგამოვლილი ქალებისთვის განკუთვნილი სერვისები მათ საჭიროებებზე, და ის, თუ რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ ისინი მომსახურების არჩევისას და შეფასებისას.
კვლევის მიგნებებით, რესპონდენტთა უმრავლესობა, დაცულობისა და ეფექტიანობის თვალსაზრისით, უპირატესობას ანიჭებს არასამთავრობო ორგანიზაციებს. ადგილობრივი ხელისუფლება და პოლიცია შედარებით დაბალ, თუმცა არცთუ მცირე მაჩვენებელს ავლენს დაცულობის და გამოწვევებთან გამკლავების თვალსაზრისით. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კვლევაში შეფასებულია სერვისების მიმწოდებლები ისეთი მახასიათებლების მიხედვით, როგორიცაა ხელმისაწვდომობა, მოქნილობა, კოორდინაციის უნარი და ა.შ.
დოკუმენტი ეფუძნება ფონდი "სოხუმის" მიერ 2024 წლის მაის-ოქტომბრის პერიოდში ჩატარებულ თვისობრივ და რაოდენობრივ კვლევას, რომლის ფარგლებში გამოიკითხა 600-ზე მეტი რესპონდენტი, 11 სამიზნე მუნიციპალიტეტიდან: ჩოხატაური, ტყიბული, ქობულეთი, ბაღდათი, ვანი, თერჯოლა, სამტრედია, სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ხობი.