ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალი კვლევა სკოლის მოსწავლეებში კიბერთავდასხმებისა და ონლაინ ძალადობის გამოცდილებას, მის გენდერულ განზომილებას და გავლენას ეხება. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 192 მოსწავლემ დასავლეთ საქართველოს ათი მუნიციპალიტეტიდან, რომელთაგან 25%-ს პირადად გამოუცდია ონლაინ ძალადობა. TikTok და Facebook გოგონებისთვის ყველაზე გავრცელებული პლატფორმებია, ხოლო ბიჭები მსგავს შემთხვევებს ონლაინ თამაშებში აწყდებიან. ყველაზე გავრცელებული ძალადობის ფორმებია - შეურაცხმყოფელი ჭორები, გარეგნობასთან დაკავშირებული დამცინავი კომენტარები და სექსუალური შევიწროება, რომელიც გოგონებში განსაკუთრებით ხშირია. ონლაინ ძალადობა სერიოზულ ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენს მოსწავლეებზე, იწვევს შფოთვას, დეპრესიას და თვითშეფასების დაქვეითებას. მიუხედავად ამისა, კვლევამ ცხადყო, რომ გამოკითხულთა საერთო რაოდენობის 30% საერთოდ არ ეძებს დახმარებას, რაც შეიძლება სტიგმასა და მხარდაჭერის ნაკლებობას უკავშირდებოდეს.

კვლევა ხაზგასმით მიუთითებს, რომ ონლაინ ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება მოითხოვს სისტემურ მიდგომას, მათ შორის, განათლების გაძლიერებას, მშობლებისა და პედაგოგების ჩართულობის გაზრდას და სამართლებრივი რეგულაციების გაუმჯობესებას, რათა ონლაინ გარემო მოსწავლეებისთვის უფრო უსაფრთხო გახდეს.

გადმოწერა

 

ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელი - ეკატერინე გამახარია, აქტივისტ ვერო მელუასთან ერთად საუბრობს, თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან დღეს დევნილები ტვ „ფორმულას“ ეთერში გადაცემაში „ხალხთან ერთად“.

„ძალიან ბევრი გამოწვევა, რომლის წინაშეც დევნილები არიან, საზოგადოების ყურადღების მიღმაა და პრაქტიკულად, არასდროს ყოფილა ან ძალიან იშვიათად, პოლიტიკური და სოციალური დღის წესრიგის ნაწილი,“ - განაცხადა ეკატერინე გამახარიამ.

როგორ აისახება ოჯახში ძალადობა ქალების ცხოვრებაზე? რა ბარიერებს აწყდებიან ისინი და როგორია გამოსავალი?

ეს ვიდეო დაფუძნებულია რეალურ ისტორიებზე და ასახავს ქალთა გამოცდილებებს, გამოწვევებს და გაძლიერების გზებს. ვიდეოს საფუძვლად უდევს ქალთა ფონდი „სოხუმის“ კვლევა და მხარდაჭერის სერვისები.

ქსელურ შეხვედრაში მონაწილეობდნენ დევნილი ქალები და გოგონები 5 სამიზნე მუნიციპალიტეტიდან (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, სენაკი, ზუგდიდი). შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნენ პროექტის შემფასებლის ანალიზს და ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

რესურსებზე და შესაძლებლობებზე წვდომა – ქალებმა აღნიშნეს, რამდენად ხელმისაწვდომია მათთვის საჭირო რესურსები და შესაძლებლობები, როგორ აწყდებიან ბარიერებს და რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდებათ.

სოციალური ცვლილებების მხარდაჭერა – მონაწილეებმა იმსჯელეს, რამდენად შეუძლიათ გავლენა მოახდინონ საკუთარ თემში არსებულ სოციალურ თუ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე, განსაკუთრებით დევნილთა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებების კონტექსტში.

დისკუსიამ წარმოაჩინა ქალთა საჭიროებები, გამოწვევები და შესაძლებლობები, რაც დაეხმარება მომავალი ინიციატივების უკეთ დაგეგმვას. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს პროექტის მნიშვნელობას და ქალთა ფონდ „სოხუმთან“ თანამშრომლობის დადებით მხარეებს.

 პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  მხარდაჭერით

წყალტუბოს და ვანის ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფების შეხვედრებზე განხილული იყო მუნიციპალური თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან შეთავაზებული სერვისები. სამტრედიის ჯგუფი ახალი წევრებით შეივსო, ამიტომაც გაჩნდა ახალი ქეისები. საჭიროა მათი დროულად დამუშავება და თითოეულზე რეაგირება.  ქობულეთში ჯგუფის წევრებმა თავიანთი პრობლემები და საჭიროებები დააფიქსირეს. საჭიროებებზე ისაუბრეს თერჯოლაში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, სენაკსა და ხობში. ჩოხატაურელ  ქალებს სურვილი აქვთ, გაიარონ პოლიმერულ თიხაზე მუშაობის კურსები, რადგან ეს თერაპიასთან ერთად დასაქმების  ერთ-ერთი გზაა.

ქალებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მათთან პერიოდულად მუშაობს ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი, რომელიც პრობლემების მოგვარებაში ეხმარება მათ.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

სატრენინგო კურსის დასრულება

ათივე მუნიციპალიტეტში დასრულდა ხუთთვიანი სატრენინგო კურსი.

კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზები, შვილების და მშობლების ურთიერთობები - ამ თემებზე ისაუბრეს ტრენერებმა ახალგაზრდებთან ერთად.

ახალგაზრდები აქტიურობდნენ თემების განხილვაში, თამამად აფიქსირებდნენ თავიანთ მოსაზრებებს, შეკრებილებს უზიარებდნენ საკუთარ მაგალითებს. აღნიშნეს, რომ ცხოვრებაში აუცილებელია კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების უნარები. ასევე მნიშვნელოვანია გულწრფელი დამოკიდებულება მშობლებთან.

ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია მარტში ჩასატარებელი შემაჯამებელი შეხვედრის შესახებ და ასევე გაეცნენ საგრანტო პროექტის დეტალებს, რომელიც გამოცხადებული აქვს ფონდ „სოხუმს“ ტრენინგების მონაწილეებისთვის.

მიუხედავად რთული სიტუაციისა, ტრენინგები ჩატარდა შეფერხებების გარეშე.

მარტში ფონდი „სოხუმის“ ტრენერები ხუთთვიანი მუშაობის შედეგებს დაინახავენ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„რას ჰყვებიან ძალადობაგამოვლილი ქალები?“ ასახავს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რეალურ ისტორიებს, მათ გამოწვევებსა და იმ სისტემურ ბარიერებს, რომლებიც უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის მიღწევაში უშლით ხელს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2024 წელს გაცემული 8,744 შემაკავებელი ორდერიდან უმეტეს შემთხვევაში – 6,634 შემთხვევა – მსხვერპლი ქალი იყო. მიუხედავად საკანონმდებლო პროგრესისა, ბევრი ქალი დახმარების მიღებას ერიდება სოციალური სტიგმის, ეკონომიკური დამოკიდებულებისა და მხარდაჭერის არასაკმარისი სერვისების გამო. ქალთა ფონდი „სოხუმის“ კვლევაზე დაფუძნებული ეს დოკუმენტი აფასებს არსებული დახმარების პროგრამების ეფექტიანობას და უსვამს ხაზს იმ აუცილებლობას, რომ გაძლიერდეს ქალთა მხარდაჭერის მყარი და მდგრადი მექანიზმები.

გადმოწერა 

ქალების ინფორმირება ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სერვისებსა და პროგრამებზე ისევ აქტუალურია, ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში თვის განმავლობაში 150-მა ადამიანმა მიიღო საჭირო ინფორმაცია და სხვადასხვა თემში გაავრცელა. შეხვედრების მონაწილეები ასე უწყობენ ხელს  ძალადობის პრევენციას.  

მონიტორინგის შედეგად 10 რისკის ჯგუფის ოჯახის იდენტიფიცირება მოხდა. ამ ოჯახებთან აქტიურად მიდის თანამშრომლობა. ოთხი მათგანი ქალთა ფონდი „სოხუმის“ სერვისის მომხმარებელი გახდა. ფსიქოლოგი განაგრძობს მათთან მუშაობას,  დანარჩენი ქეისების გადამისამართება კი საჭიროებისამებრ მოხდა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

პირდაპირ ეთერში

.be

ტელერადიოკომპანია „რიონის“ პირდაპირ ეთერში გაიმართა გადაცემა, რომელშიც მონაწილეობდნენ წამყვანი ნინო ნებიერიძე და გადაცემის სტუმრები, ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები:  ემა კამკია და ხათუნა გოგუა.

მათ ისაუბრეს ქალთა ფონდი „სოხუმის“ კვლევის ანგარიშზე „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტის სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში ოჯახისა და თემის მონაწილეობის კომპონენტის გენდერული ზეგავლენის შეფასება“. 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები