წყალტუბოს ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა შეხვედრა საპროექტო აქტივობების შეფასებით დაიწყეს . ლიდერებმა პრეზენტაციების დახმარებით შესრულებული სამუშაოები წარადგინეს და მიღებულ შედეგებზე იმსჯელეს. განსაკუთრებით სამშვიდობო თემების პოლულარიზება გამოყვეს.   მაღალი  დაინტერესების ფონზე ისინი ამ საკითხებზე მუშაობის გაგრძელებას გეგმავენ. ქალთა საინიციატივო ჯგუფი ადვოკატირების გეგმიდან გამომდინარე, სხვადასხვა აქტივობით შეეცდება გამოკვეთილი პრობლემების მოგვარებას. მონაწილეებს კონკრეტრული დავალებები აქვთ მიღებული , რომლებიც ეფექტიანი ადვოკატირების გარანტი გახდება.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI) გამართა დისკუსია თემაზე: „ცხოვრება ენგურს მიღმა - ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა გალში“. ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა - ეკატერინე გამახარიამ თავის მოხსენებაში დისკუსიის მონაწილებს გააცნო გამყოფი ზოლის ორივე მხარეს მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხი, რაც დაეყრდნო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიგნებებს. მან ასევე ისაუბრა ე.წ. „უცხოური აგენტების კანონის“ შესაძლო გავლენაზე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობაზე. გარდა ამისა, დისკუსიის დროს განიხილეს გალში მცხოვრებთა გადაადგილების და განათლების უფლება, დევნილ ქალებთან დაკავშირებული პრობლემები.

ქუთაისში, ჭომის უბნის დევნილთა დასახლებაში (ლესელიძის 3) გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა. თემის ლიდერმა ისაუბრა სამოქალაქო ჩართულობის ფორმებზე და მის მნიშვნელობაზე არსებული პრობლემების მოგვარებისთვის. თემში ძირითად პრობლემად დანესტიანებულ კედლებს ასახელებენ. ქალებმა ადვოკატირების პროცესიც დაიწყეს. მომზადდა წერილი ხელმოწერებით  და შეტანილია ქუთაისის მერიაში რეაგირებისთვის.

ჩვენს პროექტში ჩართული ადამიანები, რომელთაც შეიძინეს ცოდნა და უნარ-ჩვევები, ახლა თემის ქალების მობილიზებას და გაძლიერებას ცდილობენ პრობლემების მოგვარებისთვის.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

ქუთაისის ქალთა ქსელის წევრებმა ონლაინ შეხვედრაზე მოახდინეს პრობლემების იდენტიფიცირება. განიხილეს საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია მათ თემში. მათი აქტიურობა ხელს შეუწყობს  თემის გაძლიერებას და ქალთა ინიციატივების მხარდაჭერას.

ქუთაისელი ქალები ოთხი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ტრენინგზე, რომელიც ადამიანურ უსაფრთხოებას ეხება და ბათუმში ჩატარდება.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

კიდევ ერთი ჯგუფის სასწავლო კურსი დასრულდა ქუთაისის დღის სარეაბილიტაციო ცენტრში.

ნიჭიერმა ქალებმა პოლიმერული თიხის დამორჩილების საიდუმლო ისწავლეს და  სერთიფიკატებიც მიიღეს.

მათი უკუკავშირი ასეთია:

„მსგავს თერაპიაზე ვერც ვიოცნებებდი. თან ახალი პროფესია ავითვისე“.

„თქვენ სასწაული მოახდინეთ ჩემს ცხოვრებაში - ძალა დამიბრუნეთ“.

„აღმოვჩნდი საჭირო დროს საჭირო ადგილზე საჭირო ადამიანებთან ერთად. მადლობა ფონდის ყველა წევრს“.

„თუ თქვენი მხარდაჭერაც იქნება, ამ საქმეს მომავალშიც გავაგრძელებ. ბედნიერად ვგრძნობ თავს. მადლობა ამისთვის“.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„გენდერული დეზინფორმაცია - მითები და რეალობა“ ფონდი „სოხუმის“ მიერ შექმნილი ეს ციფრული ინფორმაციული ბანერი სახელწოდებით „გენდერული დეზინფორმაცია - მითები და რეალობა“ ეხება გენდერული ძალადობის შესახებ გავრცელებულ მცდარ  შეხედულებებს და მითებს მიღმა არსებულ რეალობას. მასში მოცემულია შეხედულებები, რომლებიც, სამწუხაროდ, ცირკულირებს საზოგადოებაში და ქმნის მავნე და მცდარ  წარმოდგენებს, რომ ძალადობაგამოვლილი ქალები ხშირად თავად პროვოცირებენ ძალადობას;  რომ ოჯახში ძალადობა არის მხოლოდ ოჯახის პირადი საქმე; რომ ოჯახში ძალადობასთან ბრძოლა ოჯახების დანგრევაზეა ორიენტრებული;  და ფემინიზმი ძირს უთხრის ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებს.

ბანერზე მოცემული ინფორმაციით მკითხველი აღმოაჩენს სიმართლეს საერთო მითებს მიღმა და გაიაზრებს გენდერული ძალადობის რეალურ განზომილებებს!

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალ სოციალურ კლიპში ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები - ნინო ჭოლაძე და ნანცო ცხვირაშვილი ხსნიან, თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ გენდერული დეზინფორმაცია.

მიიღე სიმართლე, უარყავი გენდერული დეზინფორმაცია.

 

საინფორმაციო შეხვედრაზე საინიციატივო ჯგუფის აქტიურმა წევრმა სამოქალაქო ჩართულობის ფორმებზე, მის აუცილებლობასა და თემში არსებულ პრობლემაზე ისაუბრა. ქუთაისში, ყოფილი სატრაქტორო ქარხნის ადმინისტრაციულ შენობაში მცხოვრებ დევნილთა მწვავე პრობლემაა ნესტიანი კედლები, რომლებიც ჯანმრთელობას და თვით შენობასაც საფრთხეს უქმნის.

განხილული იყო განცხადება, რომელიც ხელმოწერებით გამყარდება და ადგილობრივ ხელისუფლებას გადაეცემა შესაბამისი ზომების გასატარებლად.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

შეხვედრის მონაწილეებმა სიხარულით აღნიშნეს, რომ პრობლემური წყალსაწრეტი ღარები ახლებით შეიცვალა, სარდაფებში თითქმის ყველა მხარეს საჰაერო ფანჯრების ამოჭრაც დაიწყეს... თუმცა მწვავე პრობლემად რჩება შენობის დაზიანებული ფასადი.

სამუშაო შეხვედრა ქუთაისში, ოცხელის ქუჩაზე, ყოფილი კლინიკური საავადმყოფოს შენობაში მცხოვრებ დევნილ ქალებთან გაიმართა.

ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ დასახლების მცხოვრებლებს და აღნიშნავენ, რომ საერთო საქმეში აუცილებელია გუნდურობა, პასუხისმგებლობების თანაბრად გადანაწილება ქონების მოვლა-პატრონობის მიზნით.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები