სარეაბილიტაციო სესიები ფსიქოლოგმა მანანა გოცირიძემ, ძირითადად, ონლაინ ჩაატარა: 9 სატელეფონო ზარი და 12 შეხვედრა ინტერნეტ პლატფორმებზე.
მუშაობა მიმდინარეობდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისშიც - გაიმართა 10 ფსიქოთერაპიული კონსულტაცია.
ყველა ბენეფიციარმა მიიღო სათანადო კომპეტენტური დახმარება, საჭირო ინფორმაცია და რჩევა. მათ შეძლეს ფოკუსირება პოზიტივზე.
ფსიქოლოგი აქტიურად მუშაობდა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც იმყოფებოდა სამი ქალი და ორი ბავშვი. წასვლის წინ ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა: არ მინდოდა აქ ჩამოსვლა, მაგრამ ახლა ძალიან კმაყოფილი ვარ. ცენტრის თანამშრომლებმა სასიამოვნო, თბილი ოჯახური გარემო შეგვიქმნეს. ჩვენთან მუშაობდნენ ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, იურისტი. სიცოცხლის სიყვარული, რწმენა და სიხარული დამიბრუნეს. დიდი მადლობა!
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქუთაისის დევნილთა სათემო ცენტრში სამუშაო შეხვედრას საინიციატივო ჯგუფის წევრი, იძულებით გადაადგილებული ქალები და გოგონები ესწრებოდნენ. ისინი ინფორმირებულები არიან ადვოკატირების საკითხებზე და თავიანთი კომპეტენციის გამოყენებას პრაქტიკაში შეეცდებიან დასახლების პრობლემების მოსაგვარებლად.
ქალებმა აღნიშნეს:
„მიღებული გამოცდილება დაგვეხმარება შესაბამის უწყებებთან წარმატებულ ადვოკატირებაში“.
„როცა პრობლემას ვხედავ, მაშინვე ვიწყებ რეაგირებას, წერილის მომზადებას, ხელმოწერების და ფოტომასალის შეგროვებას, რადგან ვიცი, რომ მეტი მტკიცებულება უფრო მოიტანს წარმატებას“.
„წერილი გვაქვს თავისი მტკიცებულებებით, უკვე სტრუქტურირებულად დავიწყებთ ადვოკატირების პროცესს. თქვენი მხარდაჭერა მეტ მოტივაციას გვაძლევს. იმედი გვაქვს, რომ სირთულის აღმოჩენისას ხელს წაგვაშველებთ!“
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში
ქალთა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ჯგუფმა მუშაობა დაიწყო ახალ კვლევაზე, რომლის მიზანია ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა არსებული სერვისების ეფექტიანობის შესწავლა და რეკომენდაციების შემუშავება ეფექტიანობის გაზრდისთვის, რათა განისაზღვროს საჭირო სტრატეგიები და ახალი მიდგომები.
შეგროვდება ინფორმაცია ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა არსებული (და/ან დაგეგმილი) სერვისების ღონისძიებების შესახებ. მოხდება სერვის პროვაიდერების მუშაობის გაცნობა, სერვისის მიმღებების/ბენეფიციარების დამოკიდებულებების, განწყობების და მოლოდინების შესწავლა. ამ კუთხით არსებული კარგი პრაქტიკის მოძიების მიზნით, მონიტორინგის ჯგუფი გაეცნობა სხვადასხვა დოკუმენტს.
მაისში ჩატარდა 10 ჩაღრმავებული ინტერვიუ ბენეფიციარებთან, რამაც საშუალება მოგვცა, კონკრეტულ ქეისებზე დაყრდნობით შეგვესწავლა ამ კუთხით არსებული სიტუაცია.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ახალგაზრდული ჯგუფის წევრები ახალ პროექტზე-,,ჩვენ ვიპოვით გზას ერთმანეთის გულებისაკენ!,, მუშაობენ.
პროექტის მიზანია მშვიდობის ხელშეწყობა ხელოვნებისა და ახალგაზრდული აქტივობებით, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდებში და მათი აქტიური ჩართვა ქართულ-აფხაზური ურთიერთობის მოგვარების საქმეში.
ჯგუფის წევრებმა სკოლის მოსწავლეებთან ისაუბრეს საპროექტო აქტივობების შესახებ, გამოაცხადეს ესეების და ნახატების კონკურსი.
საზოგადოების ინფორმირება მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისებზე ქალთა მხარდაჭერის ცენტრების შეხვედრების მნიშვნელოვანი სეგმენტია, რის საფუძველზეც ხდება ქეისების იდენტიფიცირება და შემდგომი რეაგირება. სწორედ აქ ხდება ქალთა საჭიროებების გამოვლენა. გამართულმა შეხვედრებმა უკვე მოიტანა შედეგები. გამოჩნდნენ კონკრეტული ბენეფიციარები, რომლებიც მზად არიან არსებული სერვისების მისაღებად. ქეისების ანალიზის შედეგად მოხდა მათი გადამისამართება საჭიროების შესაბამისად.
ძალადობის პრევენცია და მსხვერპლთა იდენტიფიცირება კვლავ რჩება ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მთავარ მიმართულებად.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფის წევრებთან აქტიურად დაიწყო ანკეტირების პროცესი, ანკეტირება გამოავლენს ქალებს, რომელთაც სურთ, დაიწყონ საკუთარი მცირე ბიზნესი და მიიღონ შემოსავალი. ქალთა ფონდი „სოხუმი“ მხარს დაუჭერს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა: სამკერვალო და სამხატვრო საქმე, მეფრინველეობა, კულინარია, დასუფთავების სერვისი.
ანკეტირების შედეგად სამიზნე მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ხუთი ქალი მიიღებს მცირე გრანტებს და მათ შეუძლიათ შეიძინონ შესაბამისი ხელსაწყოები და აღჭურვილობა. ქალების მუშაობა აამაღლებს თითოეული მათგანის თვითშეფასებას და გააძლიერებს მათ ოჯახებს.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გვქონდეს სივრცე, სადაც ვისაუბრებთ ყველა იმ თემაზე, რომელიც საგაკვეთილო ფორმატში არ ჯდება. ვეცნობით ერთმანეთის აზრებს და შეგვიძლია, მიღებული ცოდნა სხვებსაც გავუზიაროთ, რაც ხელს უწყობს კონფლიქტებისა და ძალადობის პრევენციას“. - ეს ტრენინგის ერთ-ერთი მონაწილის სიტყვებია.
ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში აქტიურად გრძელდება სატრენინგო კურსები. ხობის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში გაიმართა ტრენინგები კონფლიქტის მიზეზების, გენდერული თანასწორობის და სტერეოტიპების საკითხებზე.
ტრენინგებზე არის აქტუალური თემების განხილვა, დისკუსიები, ინიცირებული ღონისძიებების ორგანიზება. ახალგაზრდებს აქვთ არაფორმალური განათლების მიღების მაღალი ინტერესი და მოტივაცია მუშაობისთვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ახალი პროფესიის ათვისება და შრომის თერაპია საუკეთესო მეთოდია თვითშეფასების ამაღლებისა და გაძლიერებისთვის. ქალთა ფონდი „სოხუმის“ დღის სარეაბილიტაციო ცენტრი ასეთ სასიკეთო გარდასახვებს ხშირად ახდენს ადამიანების ცხოვრებაში. ქალები ცოდნის მიღების შემდეგ დამოუკიდებლად განაგრძობენ მუშაობას.
ამჯერად ჩვენი ქოლგის ქვეშ ჭრა-კერვის ახალი სასწავლო კურსი დაიწყო სენაკის მუნიციპალიტეტში. პრაქტიკული უნარების საბაზო სასწავლო ცენტრი და პროექტის პარტნიორი გახდა სამკერვალო სალონი „MK“ - თავისი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა.მონაწილეებმა ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლენილ პრობლემებზე ისაუბრეს.მათი თქმით,გამოწვევად კვლავ რჩება უმუშევრობა,დაბალი ხელფასები,არასტაბილური გარემო.ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს,რომ, ინფორმირებულობის გაზრდა სახელმწიფო პროგრამების შესახებ,მოქალაქეთა საჭიროებების გამოვლენა,საკონსულტაციო სერვისების ხელმისაწვდომობა პრობლემების აღმოფხვრის პროცესში მნიშვნელოვანი ფაქტორია.იმსჯელეს მიგრაციის მაღალ მაჩვენებელსა და თანმდევი სოციალური შედეგების შესახებ.ისაუბრეს მოზარდების გაუარესებულ ფსიქო-ემოციურ ფონზე.შეხვედრის ბოლოს იმ საკითხთა ჩამონათვალი გაკეთდა,რომელთა ადვოკატირებას უახლოეს მომავალში მოახდენენ.