ქუთაისში, იოსელიანის ქუჩის №13-ის მე-4 კორპუსში გაიმართა დევნილთა თემის სამუშაო შეხვედრა. ქალებმა სიხარულით აღნიშნეს, რომ პრობლემური სახურავის საკითხი ეტაპობრივად გვარდება, სამუშაოები დაწყებულია, თუმცა  გარე ფასადი, ნესტიანი კედლები მათთვის კვლავ პრობლემად რჩება.

საინიციატივო ჯგუფის წევრები, რომლებსაც ჩვენი ტრენინგების შემდეგ აქვთ ცოდნა ადვოკატირების საკითხებზე, ამჯერად თავიანთ გამოცდილებას თემის წევრებს უზიარებენ, სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლების მიზნით.

შეხვედრის მონაწილეები საუბრობენ ერთიანობის, გუნდურობის და საერთო ქონების მოვლა-პატრონობის  აუცილებლობაზე.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

ივნისში დაიწყო კოალიციური პროექტის „დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალები და ახალგაზრდები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზებისათვის“ მეორე ეტაპი. პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტების სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის ფინანსური რესურსით.

წინა საპროექტო პერიოდში შეიქმნა დევნილ ქალთა ქსელი. ახალი პროექტი მოიაზრებს „ქალთა და ახალგაზრდობის მშვიდობის ელჩების ქსელის“ შესაძლებლობების გაძლიერებას და გაფართოებას. ასევე - ქსელის წევრების ინიციატივების მხარდაჭერას, რაც მიზნად დაისახავს დევნილთა და კონფლიქტით დაზარალებული ქალების და გოგონების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, მათი  საჭიროებების  ადვოკატირებას და შესაბამის პროგრამებსა და ბიუჯეტებში ჩართვას.

პროექტის მიზნებისა და დაგეგმილი აქტივობების გაცნობისათვის საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, სენაკსა და ზუგდიდში. შეხვედრებში მონაწილეობდნენ „ქალთა და ახალგაზრდობის მშვიდობის ელჩების ქსელის“ წევრები. შეხვედრებზე ასევე მოხდა ამ თემებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების იდენტიფიცირება.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ფორუმ-თეატრის წარმოდგენები ჩატარდა ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში.  აქტიური დისკუსია გამოიწვია მიგრაციის თემამ, რაც, მაყურებლის აზრით, საკმაოდ დიდი პრობლემაა საზოგადოებისთვის. ამჟამად მიმდინარეობს სარეპეტიციო მუშაობა ახალ სცენებზე, ასევე მნიშვნელოვანია მოხალისეთა გუნდის რაოდენობრივი მატება.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა მხარდაჭერის ცენტრების საქმიანობაში აქტუალურია ისეთი ოჯახების იდენტიფიცირება, რომლის წევრებსაც კრიზისი აქვთ ურთიერთობაში. ინფორმაცია ქალთა უფლებებზე, კონფლიქტის მართვის საკითხებზე პრევენციულ ხასიათს ატარებს და ამცირებს ძალადობის გამომწვევ რისკებს.

შეხვედრებს ყოველთვიურად ახალი ბენეფიციარები ემატება, ფსიქოლოგის სერვისით მოსარგებლეთა რაოდენობაც გაიზარდა. ეს ყველაფერი ხელს უწყობს საზოგადოებაში არაძალადობრივია გარემოს შექმნას.  

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გაიმართა პროექტის „კონფლიქტების ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში და მოლდოვაში“ ქსელური შეხვედრა. მასში მონაწილეობდნენ აქტივისტები, თემის ლიდერი ქალები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეები ქუთაისის, ხონის, სენაკის, წყალტუბოს, სენაკის და ზუგდიდის  მუნიციპალიტეტებიდან.

შეხვედრის მონაწილეებმა პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოები შეაჯამეს და იდენტიფიცირებული პრობლემების ადვოკატირების სტრატეგიული მიდგომები გააჟღერეს.

შეხვედრა გახსნა ქალთა ფონდი „სოხუმის“ თავმჯდომარემ ალლა გამახარიამ და მონაწილეებს მხარდაჭერა აღუთქვა პრობლემათა ადვოკატირების პროცესში. შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ წარმომადგენელი ირაკლი კოჩუა.

პროექტის ასისტენტებმა ცალკეული მინიციპალიტეტების მიხედვით შესრულებული აქტივობების შედეგები შეაფასეს და, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, პრობლემათა ადვოკატირების სტრატეგიულ რესურსებზე გააკეთეს აქცენტი.

მომდევნო პანელში ქუთაისის, ხონის, სენაკის, ზუგდიდის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების სათემო ლიდერებმა თავიანთ საქმიანობაზე, იდენტიფიცირებულ პრობლემებზე  და  ადვოკატირების  პროცესის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად გააგრძელებენ ადვოკატირებას არსებული რესურსების გამოყენებით.

ქალთა ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ ახალ საინფორმაციო ბროშურას: „გენდერული დეზინფორმაცია - მახასიათებლები, ტაქტიკა და ამოცნობის მეთოდები“, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ გამოიყენება ცრუ და არაზუსტი ინფორმაცია ქალების, განსაკუთრებით საჯარო სფეროში აქტიური ქალების დისკრედიტაციის, დაშინებისა და გაჩუმებისთვის. ბროშურა ასახავს გენდერული დეზინფორმაციის ძირითად მახასიათებლებს და ზოგად ტაქტიკას, როგორიცაა გენდერული სტერეოტიპების გავრცელება, მსხვერპლის დადანაშაულება და ქალთა ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე თავდასხმა. გარდა ამისა, ბროშურა იძლევა პრაქტიკულ რჩევებს გენდერული დეზინფორმაციის ამოცნობის შესახებ ინფორმაციის, წყაროს, ავტორის გადამოწმების, და სანდო ფაქტების შემმოწმებელი ვებსაიტების (ფაქტ-ჩეკერების) გამოყენებით.

გადმოწერა

 

ქუთაისში გრძელდება საინფორმაციო შეხვედრების ციკლი, რომელთაც  საინიციატივო ჯგუფის აქტიური წევრები ატარებენ.

მინისტადიონის მოწყობა თაბუკაშვილის ქუჩაზე, ყოფილი სააფთიაქო სამმართველოს შენობაში მცხოვრები დევნილთა თემის მიერ გამოვლენილი პრობლემაა. ამ საკითხზე მუშაობენ ფონდ „სოხუმში“ გადამზადებული ქალები. ისინი სამოქალაქო ჩართულობის ფორმებზეც ფლობენ ინფორმაციას და სხვებსაც უზიარებენ. მერიაში წარსადგენი წერილი მზად აქვთ და რეაგირებას დაელოდებიან. ქალებმა იციან, რომ მათ შეუძლიათ შეცვალონ თავიანთი სოციალური პირობები.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

დოკუმენტში წარმოდგენილია, ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ, 2024 წლის მარტი-მაისში, 10 სამიზნე მუნიციპალიტეტში, ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის ცალკეული მიგნებები, რომლებიც ეხება ოჯახში ძალადობას, მისი გამოვლენის ფორმებს და მოძალადის აღქმას. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 1027 ქალი. მოცემული დოკუმენტის ფოკუსია ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის გამოვლინებების შეფასება და ძალადობის საფრთხეებისა და რისკების გამოვლენა/ გაანალიზება. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ოჯახში მოძალადის „როლში,“ ძირითადად, გვევლინება ქმარი, ხოლო ძალადობის ფორმებიდან წამყვანია ფსიქოლოგიური ძალადობა; 2024 წელს, ეკონომიკური ძალადობის მაჩვენებელი შემცირებულია 2023 წელთან შედარებით; ამას გარდა, 2023 წელს, თუ ოჯახში ძალადობის მიზეზებს შორის წამყვანი ტენდენცია ნივთიერებაზე დამოკიდებულება იყო, 2024 წელს - რთული ეკონომიკური მდგომარეობაა. ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს სექსუალური ძალადობის არცთუ უმნიშვნელო მაჩვენებელი, რომელიც ორი წელია, არ იცვლება (16%).

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„მანამდე უბრალოდ მსიამოვნებდა ეს პროცესი. ახლა ცოდნასაც ვიღებ საკუთარ ჩვევებზე“.

„ფსიქოლოგთან კომუნიკაცია აქამდე არ მქონია და ძალიან მომწონს“.

„ჩვენ ყველას გვჭირდება ტკივილების მოშუშება. ამაში პოლიმერული თიხა გვეხმარება. ფსიქოლოგის შემოსვლამ პროცესი კიდევ უფრო საინტერესო გახადა“.

ასე ამბობენ ქალები.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ დღის სარეაბილიტაციო ცენტრი პოლიმერული თიხის ხელოვნების სწავლებას თერაპიულ მხარდაჭერასთან ერთად აგრძელებს. ამით,  მუშაობის პროცესში ფსიქოლოგიური რჩევებიც ბუნებრივად ჩნდება და კითხვებზე - პასუხებიც, რაც ძალიან მოსწონთ ქალებს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები