ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალ სოციალურ კლიპში ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები - ნინო ჭოლაძე და ნანცო ცხვირაშვილი ხსნიან, თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ გენდერული დეზინფორმაცია.
მიიღე სიმართლე, უარყავი გენდერული დეზინფორმაცია.
საინფორმაციო შეხვედრაზე საინიციატივო ჯგუფის აქტიურმა წევრმა სამოქალაქო ჩართულობის ფორმებზე, მის აუცილებლობასა და თემში არსებულ პრობლემაზე ისაუბრა. ქუთაისში, ყოფილი სატრაქტორო ქარხნის ადმინისტრაციულ შენობაში მცხოვრებ დევნილთა მწვავე პრობლემაა ნესტიანი კედლები, რომლებიც ჯანმრთელობას და თვით შენობასაც საფრთხეს უქმნის.
განხილული იყო განცხადება, რომელიც ხელმოწერებით გამყარდება და ადგილობრივ ხელისუფლებას გადაეცემა შესაბამისი ზომების გასატარებლად.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში
შეხვედრის მონაწილეებმა სიხარულით აღნიშნეს, რომ პრობლემური წყალსაწრეტი ღარები ახლებით შეიცვალა, სარდაფებში თითქმის ყველა მხარეს საჰაერო ფანჯრების ამოჭრაც დაიწყეს... თუმცა მწვავე პრობლემად რჩება შენობის დაზიანებული ფასადი.
სამუშაო შეხვედრა ქუთაისში, ოცხელის ქუჩაზე, ყოფილი კლინიკური საავადმყოფოს შენობაში მცხოვრებ დევნილ ქალებთან გაიმართა.
ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ დასახლების მცხოვრებლებს და აღნიშნავენ, რომ საერთო საქმეში აუცილებელია გუნდურობა, პასუხისმგებლობების თანაბრად გადანაწილება ქონების მოვლა-პატრონობის მიზნით.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში
სენაკში ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრა ქალთა ინიციატივების გამოვლენას ისახავდა მიზნად. მონაწილეებმა ისაუბრეს პრობლემებზე, რომლებიც დევნილთა თემებში განსაკუთრებით აქტუალურია. პრობლემათა რანჟირების პროცესში მთელი ჯგუფია ჩართული. იდენტიფიცირების შემდეგ ქალთა ინიციატივების მხარდაჭერა იგეგმება, რაც პრობლემებით გამოწვეული მოსალოდნელი რისკების შერბილებას გულისხმობს.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდა ქალების ქსელის“ ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს ქსელის შესაძლებლობების გაძლიერებას და ქალთა ინიციატივების მხარდაჭერას დევნილთა თემებში.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
- რა დაგვიტოვა პროექტზე მუშაობამ, რა დავგეგმეთ, რა შედეგები მივიღეთ და რა არ გამოგვივიდა -ამ კითხვებზე გასცეს პასუხი სენაკის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა, ბოლო შეხვედრაზე. მათი შეფასებით, პროექტზე მუშაობამ მათი უნარები განავითარა, თვითდაჯერებულობა და აქტივიზმი გაზარდა. ყველაზე მნიშვნელოვან შედეგად კი მშვიდობის თემის პოპულარიზება შეფასდა. ახალგაზრდები სამშვიდობო ინიციატივების განხორციელებას მომავალშიც შეეცდებიან. ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ადვოკატირების გეგმის დეტალები დააკონკრეტეს და აქტივობებზე პასუხისმგებელი პირები დააზუსტეს. მომდევნო თვეებიდან იმ პრობლემების ადვოკატირებას შეეცდებიან, რომლებიც ჯგუფის წევრებმა უკვე გამოკვეთეს.
სოფელ კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) მრგვალი მაგიდა გაიმართა. ქალთა ფონდი „სოხუმის“ იურისტმა ისაუბრა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების და ჩვენი ორგანიზაციის სერვისების შესახებ. შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების როლსა და პოზიტიურ გავლენაზე.
შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა: „არასამთავრობოების სერვისები მნიშვნელოვანია სხვადასხვა ჯგუფისთვის. მე, როგორც ძალადობის მსხვერპლს, ძალიან დამეხმარა თქვენი სარეაბილიტაციო სერვისი, დღეს უფრო დამოუკიდებელი და ძლიერი ვარ“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სამშვიდობო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი.ახალგაზრდებმა გააცნობიერეს,რომ მათი როლი მშვიდობის დამყარების პროცესში დიდია.ისინი სამშვიდობო მიმართულებით მომდევნო თვეშიც იმუშავებენ.
დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა შეხვედრაზე იმ საკითხების მოგვარების შესახებ იმსჯელეს,რომლებიც ადვოკატირების პროცესში გამოიკვეთა. ადვოკატირების გეგმიდან გამომდინარე, საინიციატივო ჯგუფი კონკრეტული აქტივობებით შეეცდება პრობლემების მოგვარებას.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა შეხვედრაზე განხორციელებული მინი პროექტების შესახებ ისაუბრეს.ჯგუფის ლიდერებმა მოკლე მოხსენებები გააკეთეს,შესრულებული სამუშაოები წარადგინეს და მიღებულ შედეგებზე იმსჯელეს.
კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ადვოკატირების პროცესში გამოკვეთილი პრობლემების მოგვარების მიმდინარეობაზე ისაუბრეს.ისინი მომდევნო თვეებშიც აქტიურად შეეცდებიან ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას.
დოკუმენტში წარმოდგენილია ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ 2024 წლის მარტი-მაისში 10 სამიზნე მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევის მიგნებები. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 1027 ქალი. ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის ცალკეული მიგნებები ეხება ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისებისადმი ხელმისაწვდომობას და ქალების ინფორმირებულობის დონეს აღნიშნული სერვისების მიმართ. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ 2023 და 2024 წლებში სერვისების შესახებ არაინფორმირებულ/ნაკლებად ინფორმირებულ ქალთა მაჩვენებელი თითქმის იდენტურია (დაახლ. 39%); შედარებით მაღალი ცნობადობა გამოიკვეთა სახელმწიფო თავშესაფრებისა და სახელმწიფო იურიდიული სამსახურების მიმართ (შემთხვევათა დაახლ. 37–46%); ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისების შესახებ ინფორმირების ძირითადი წყაროებია არასამთავრობო ორგანიზაციები და სოციალური ქსელები; მოწყვლადი კატეგორიის ქალების 46.1%-ს არ მიუწვდება/ნაკლებად მიუწვდება ხელი მხარდამჭერ სერვისებზე (გასულ წელთან შედარებით მაჩვენებელი შემცირებულია 9%-ით); სერვისებისადმი ხელმისაწვდმობას ძირითადად აფერხებს შეზღუდული და არაადეკვატური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა (26.4%), ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა და არაკვალიფიციური/უხარისხო მომსახურება (დაახლ. 25%%).
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)