მაისში დაგეგმილი კიდევ სამი შეხვედრა ჩატარდა ახალგაზრდულ კლუბებში ეთიკის და ესთეტიკის ნორმებსა და სქესობრივი აღზრდის თემაზე - ფოთის მე-7 საჯარო სკოლაში, ქუთაისის ბიბლიოთეკაში და სენაკის სამხედრო დასახლების კოლექტიურ ცენტრში

შეხვედრებზე გამოიკვეთნენ ლიდერები, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ მუშაობაში. მონაწილეებმა - გოგონებმა და ბიჭებმა - საინტერესო მაგალითები მოიყვანეს, გულახდილად ისაუბრეს არაფორმალური განათლების მიღების და ამ საკითხებზე მსჯელობის აუცილებლობაზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
  
სექტემბერში ახალგაზრდული კლუბების პირველი სამი  შეხვედრა ჩატარდა წყალტუბოში, ქუთაისსა და ხონში. ბევრი პირველად მონაწილეობდა შეხვედრაში.
თემები: გენდერული საზოგადოების შექმნა, კანონი და რეალობა. სიტუაცია საქართველოში გენდერული ძალადობის კუთხით.
ახალგაზრდები საუბრობდნენ მათთვის ნაცნობ საკითხებზე, განსაკუთრებით - ტრადიციების მნიშვნელობაზე... მათი აზრით, ზოგიერთი მავნე ტრადიცია  ხელს უწყობს ოჯახის ნგრევას, გენდერულ ძალადობას.
შეხვედრებზე საინტერესო, აქტიური დისკუსიები გაიმართა. იყო თემების მიმართ ინტერესი და თავისუფალი გარემო, რომელიც პოზიტიურ გავლენას ახდენს ახალგაზრდების განვითარებაზე. სწორედ ეს არის ფონდი „სოხუმის“ მუშაობის შედეგი.
 
  პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

აპრილში სპეციალურად შემუშავებული ღია ტიპის კითხვარით ჩატარდა კვლევა ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის, კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდულ კლუბებში. რესპონდენტთა რაოდენობა იყო 90 ადამიანი, კვლევის მიზანი კი - მუშაობის დადებითი შედეგების წარმოჩენა.

ფოკუს-ჯგუფებში გამართულმა გამოკითხვამ აჩვენა კლუბების ეფექტური საქმიანობა და გავლენა არა მარტო კლუბის წევრებსა და აქტივისტებზე, არამედ მათ ოჯახებსა და თანატოლებზე.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

     

16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარდა ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული კლუბების მიერ ინიცირებული ვორკშოპები, აქციები, საინფორმაციო შეხვედრები წყალტუბოს ოტია იოსელიანის სახელობის N1 საჯარო სკოლაში, ქუთაისის N15  და ფოთის N5 საჯარო სკოლაში, ქუთაისის კერძო სკოლებში „პროგრესი“ და „ღონე ქვეყნისა“.

კლუბების წევრები და მოხალისეები ასე აქტიურად შეუერთდნენ კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

ქუთაისის 30-ე, სოფელ მენჯის (სენაკის მუნიციპალიტეტი) და სოფელ კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებში ჩატარდა ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრები.

მონაწილეებმა ინტერესით იმსჯელეს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის თემაზე, ისაუბრეს კონფლიქტის მოგვარების გზებზე, თანატოლებთან დიალოგზე, სამშვიდობო პროექტების განხორციელებაზე.

განსაკუთრებით  აქტიურობდნენ კოკის სკოლის მოსწავლეები. მათი ნაწილი აფხაზეთიდან დევნილია, ხშირად გადადის მშობლიურ ადგილებში და რეალურად იცის, რა შედეგები მოაქვს კონფლიქტს.

დაისვა ბევრი საინტერესო შეკითხვა, რომლებზე პასუხების გაცემას ცდილობდნენ შეხვედრების დროს. შეხვედრებმა აჩვენა, რომ  აუცილებელია ამ თემების განხილვა ახალგაზრდებთან, რადგანაც ისინი ქმნიან  ქვეყნის მომავალს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

წყალტუბოს 1-ლ, ფოთის მე-7 და კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებში ახალგაზრდულმა კლუბებმა საინტერესო თემა განიხილეს - ეთიკური ნორმები და პიროვნული კულტურის ფორმირება, როგორც ძალადობის პრევენციის ინსტრუმენტი.

მონაწილეებმა ეთიკა თითქოს ვერ დააკავშირეს ძალადობასთან, მაგრამ მალე გაირკვა მათ შორის კავშირი და პრაქტიკული მიზანიც. ყველგან იგრძნობოდა სამუშაო განწყობა, იყო ინტერაქტივი,  საინტერესო დისკუსიები, ცხოვრებისეული მაგალითები.

დაისვა ბევრი კითხვა, რომლებზეც ერთად გასცეს პასუხი. აღინიშნა, რომ მსგავსი თემების შესახებ ინფორმაციას არავინ აძლევს მოსწავლეებს და სწორედ ეს არის არასამთავრობო სექტორის დამსახურება.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

წყალტუბოში, ქუთაისში და კოკში (ზუგიდიდის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრების თემა იყო პრობლემების ადვოკატირება, მისი როლი და მნიშვნელობა.

შეხვედრების მონაწილე ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ განხილული თემა მათთვის მნიშვნელოვანია. ისინი თავიდანვე აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, ისაუბრეს საკუთარი პრობლემების შესახებ და მათი გადაჭრის გზებზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

ახალგაზრდული კლუბები გაიმართა წყალტუბოს მე-3, ფოთის მე-7 და სოფელ ივანდიდის (ხონის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით.

საინფორმაციო შეხვედრებზე ისაუბრეს ეთიკის ნორმებსა და შინაგან კულტურაზე, რაც მეტად მნიშვნელოვანია ძალადობის პრევენციისთვის.

ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, გამოხატეს თავიანთი პოზიციები. როგორც აღინიშნა, მსგავსი შეხვედრები შედეგიანია, რადგანაც მათი ფორმატი განსხვავდება გაკვეთილის ფორმატიდან - თავისუფალი გარემო დისკუსიის კულტურას, პროგრესულ აზროვნებას უყალიბებს ახალგაზრდას და ხელს უწყობს ჰარმონიულ ურთიერთობებს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

 

კიდევ სამი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ახალგაზრდულ კლუბებში - სენაკის 1-ლ და ხონის 1-ლ საჯარო სკოლაში, ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში.

ახალგაზრდები ინტერესით შეხვდნენ ტრეფიკინგის თემის განხილვას, ისაუბრეს ეკონიმიკურ პრობლემებზე, რაც ხშირად იწვევს ძალადობას, მიგრაციას და ტრეფიკინგს.

- ამ პრობლემას ნაკლები ყურადღება ექცევა, სტატისტიკა კი გვიჩვენებს, რომ საზღვარგარეთ წასული ადამიანების დიდი ნაწილი არასახარბიელო, უღირს პირობებში იმყოფება და, ფაქტობრივად, ტრეფიკინგის მსხვერპლია, - აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ.

როგორც შეხვედრებზე ითქვა, სწორედ ამიტომ, პრევენციის მიზნით არის საჭირო მსგავსი თემების განხილვა ახალგაზრდებთან, რათა მათ გაარკვიონ უცხოეთში სამუშაოდ წასვლის დადებითი და უარყოფითი მხარეები, იცოდნენ კანონმდებლობა, დამცავი მექანიზმები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

 

გენდერული ძალადობა, მიზეზები და დაცვის მექანიზმები - ამ თემაზე ჩატარდა ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრები სენაკის მე-7 სკოლაში, წყალტუბოს მე-2 საჯარო სკოლაში და ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია 16-დღიანი კამპანიის შესახებ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

ახალგაზრდებისთვის ეს თემა არ არის ახალი, ამიტომ ისინი ინტერესით ჩაერთნენ დისკუსიაში.

მონაწილეთა მოსაზრებებიდან:

„მე მომწონს  მსგავსი შეხვედრები და დისკუსიები, სადაც ბევრ საჭირო სიახლეს ვგებულობ.“

„მე მინდა, რომ ჩემმა თაობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს გენდერულად თანასწორი საზოგადოების შექმნაში. ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს ამ პროცესს“.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები