ვანის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა ონლაინ რეჟიმში. შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, რომლებიც ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან ჩაერთნენ. ჯგუფის მუშაობის პრეზენტაციის დროს აქცენტები მიღწეულ შედეგებზე გაკეთდა. სტუმრებს გააცნეს საკრებულოსა და მერიისთვის შემუშავებული ეთიკის კოდექსი, რომელიც უკვე დაეგზავნა შესაბამის სამსახურებს რეკომენდაციების წარსადგენად.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში არსებულ საინიციატივო ჯგუფთან ონლაინ ჩატარდა საკონსულტაციო შეხვედრა. განხილულ იქნა ჯგუფის დარეგისტირების საკითხი და დებულების სამუშაო ვარიანტი, რომლის შემუშავებაში აქტიურად არის ჩართული ჩვენი პარტნიორი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია „თანასწორობა ახლა“. საკონსულტაციო შეხვედრაზე აქცენტები დაისვა ორგანიზაციის მისიასა და მიმართულებებზე. აღინიშნა, რომ ის მხარდაჭერა, რასაც ისინი ამჟამად გრძნობენ, ძალიან მნიშვნელოვანია პირველი ნაბიჯებისთვის დიდ ასპარეზზე.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
თერჯოლაში აქტიური ონლაინ შეხვედრები მიმდინარეობს. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან მორიგ შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ ახალგაზრდული და ქალთა საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები.
თერჯოლაში არასამთავრობო ორგანიზაციები ნაკლებად არიან წარმოდგენილნი, ამიტომ ახალი ორგანიზაციების შექმნას დიდი მნიშვნელობა აქვს. უკვე გამოცდილი ორგანიზაციები მენტორობას გაუწევენ ახალბედებს, დაეხმარებიან რეგისტრაციაში, წესდების შემუშავებაში, იურიდიული საკითხების მოგავრებაში.
პროექტის დასაწყისში დარეგისტრირდა ორგანიზაცია „ქალები საქართველოს მომავლისთვის“, ახლა კიდევ ორი ორგანიზაციაა ჩამოყალიბების პროცესში.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
ონლაინ ჩატარდა ხონის სამუშაო ჯგუფთან ჩართვა. გაკეთდა შვიდი თვის განმავლობაში გაწეული მუშაობის შემაჯამებელი მოხსენება. აღინიშნა, რომ სამოქმედო გეგმის პუნქტები შესრულდა - მათ შორის მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების აქტიურობა მონიტორინგის ჩატარებაში, პანდუსებითვის თანხის გამოყოფა 2021 წლის ბიუჯეტში. პანდემიის პერიოდში განსაკუთრებულია ცხელი ხაზის მუშაობა.
ხონის სამუშაო ჯგუფი მზად არის, აქტიურად გააგრძელოს მუშაობა მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის პროექტში „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
„ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარების მუნიციპალური სერვისები და სამომავლო პერსპექტივები“ – ამ თემაზე გაიმართა ონლაინ მრგვალი მაგიდა ფონდი „სოხუმისა“ და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლობით. მონაწილეობდნენ: ზუგდიდის, წალენჯიხის, მარტვილის, ფოთის, ხობის, სენაკის, ჩხოროწყუს, აბაშის, მესტიის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
- რა პროგრამებით პასუხობს თვითმმართველობა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების კუთხით არსებულ გამოწვევებს; რა ცვლილებები ინერგება მომდევნო წლის ბიუჯეტში, როგორია მზაობა ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის გაძლიერების თვალსაზრისით - შეხვედრაზე, ძირითადად, ამ საკითხებზე გაკეთდა ფოკუსირება.
მონაწილეებმა კოვიდპანდემიით შექმნილ პრობლემებზეც გააკეთეს აქცენტი და გამოწვევების საპასუხოდ რეაგირების კუთხით არსებული გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს.
აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერა მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაფართოების თვალსაზრისით.
შეხვედრას ფასილიტირებას უწევდა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ჯგუფი.
ხონში ახალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია დარეგისტრირდება. ეს იქნება პირველი ორგანიზაცია ხონში, რომელიც იმუშავებს შშმ პირთა უფლებების დაცვისა და მათი ინტეგრირებისათვის საზოგადოებაში.
ამჟამად მიმდინარეობს აქტიური ონლაინ შეხვედრები და კონსულტაციები. მომავალი ორგანიზაციის ხელმძღვანელს შეხვდნენ პროექტის პარტნიორი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ხონში: განათლებისა და განვითარების ცენტრი „ედელვაისი“ და დევნილთა საინიციატივო ჯგუფი. ეს ორგანიზაციები მენტორობას გაუწევენ ახალ ორგანიზაციას და დაეხმარებიან იურიდიული საკითხების მოგვარებაში. შეხვედრაზე ისაუბრეს ორგანიზაციის რეგისტრაციასა და წესდებაზე.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
ლობირების თემაზე გამართულ ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაო საზოგადოების ფორუმისა და სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლებმა.
ტრენინგი ჩატარდა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში. ელისაბედ სოფრომაძემ, რომელმაც ონლაინ რეჟიმში ჩაატარა ტრენინგი, მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო ლობისტური საქმიანობის რეგულირებისა და საქართველოში არსებული პრაქტიკის საკითხებს. ტრენინგი ინტერაქტიურ ხასიათს ატარებდა. მონაწილეებმა სასარგებლო ცოდნა შეიძინეს ლობირების მიზნებისა და ფორმების შესახებ, რაც გამოყენებული იქნება პროექტის მიზნების მისაღწევად. ონლაინ ტრენინგს ორგანიზება გაუკეთა პროექტის ერთ-ერთმა პარტნიორმა, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირმა „სპექტრი“.
„როგორ დავარეგისტრიროთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია“ - ამ თემაზე გაიმართა ონლაინ ტრენინგი პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებში გამოვლენილი დაინტერესებული ჯგუფებისათვის, რომელთაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის დარეგისტირირება სურთ.
მონაწილეებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე - იურიდიული პირი, რეგისტრირებული და არარეგისტრირებული იურიდიული პირები; არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის სახელწოდება, ხელმძღვანელობა, წარმომადგენლობა, საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი; რეგისტრაციის წესი, რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია, სავალდებულო მოთხოვნები; რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია.
ტრენინგი ჩატარდა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმის მორიგ შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების და სამიზნე მუნიციპალიტეტებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების წევრები. განხილულ იქნა სამუშაო ჯგუფების საქმიანობის საკითხი. სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელებმა გააკეთეს პრეზენტაციები, ისაუბრეს მიღწეულ შედეგებსა და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე. აღსანიშნავია ერთობლივი ძალისხმევა და თანამშრომლობა, რომელსაც არ იშურებენ ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები საჯარო მმართველობის განვითარებისათვის ყველა იმ მუნიციპალიტეტში, სადაც პროექტი ხორციელდება.
ფორუმის შეხვედრა ონლაინ რეჟიმში, Zoom პლატფორმაზე გაიმართა. ორგანიზატორი: პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი - იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ქობულეთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განხილული იყო მუნიციპალიტეტებში გენდერული პოლიტიკის დანერგვის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის გამოვლენის, ძალადობის პრევენციის და მსხვერპლთა დაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა.
აღინიშნა კოვიდ-19-ის პირობებში შექმნილი ახალი რეალობის საპასუხო ღონისძიებების საჭიროება, მათ შორის გენდერული ბიუჯეტირება, პროგრამების შეფასება.
ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა მონაწილეებს წარუდგინეს ჩატარებული კვლევები: პანდემიით გამოწვეული პრობლემები, ძალადობის მსხვერპლთა და რისკ-ჯგუფების მდგომარეობა კოვიდ-19-ის პირობებში, სხვადასხვა სტრუქტურისთვის შემუშავებული რეკომენდაციები.
შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს სამხარეო ადმინისტრაციის მნიშვნელოვან როლს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის კოორდინაციის კუთხით.