ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების პროექტების დაფინანსების მეორე რაუნდი დაიწყო!!!

მეორე რაუნდი დაიწყო!..

ახალგაზრდების უნარების განვითარება ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა!

სწორედ ამ მიზანს ემსახურება მცირე საგრანტო პროექტების დაფინანსების კომპონენტიც.

როგორ ვაქციოთ იდეები და ინიციატივები რეალობად, როგორ დავგეგმოთ საპროექტო აქტივობები - ამ საკითხებზე ჩატარდა ტრენინგი წყალტუბოში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკისა და ზუგდიდის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა.

ტრენერმა გურანდა გვანცელაძემ მონაწილეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საპროექტო აპლიკაციის შევსებისა და პროექტის შემდგომი მართვის შესახებ, ასევე, ჯგუფებმა პროექტების შექმნაზე იმუშავეს.

ტრენინგზე მიღებული ცოდნა და უნარები დაეხმარება ახალგაზრდულ ჯგუფებს, რომ მონაწილეობა მიიღონ ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში და წარუდგინონ სრულფასოვანი საპროექტო განაცხადები საკონკურსო კომისიას.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები