სოფელ ინგირში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ ჩასახლებაში არის საბავშვო ბაღი „წითელქუდა“, სადაც დადიან დევნილი და ადგილობრივი ბავშვები.
ბაღი 1997 წლიდან ფუნქციონირებს, არის ნაქირავებ არასტანდარტულ ორსართულიან შენობაში და ვერ აკმაყოფილებს დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ოჯახების საჭიროებას სკოლამდელი სერვისის მიღების კუთხით.
ადვოკატირების ჯგუფმა შეაგროვა ხელმოწერები და მერიაში შეიტანა წერილი თხოვნით, მოხდეს 150 ოჯახის აღსაზრდელთა დაკმაყოფილება სათანადო ინფრასტრუქტურით. ჯგუფის წევრები დაესწრნენ ბიუჯეტის განხილვას და მერიისგან მიიღეს უკუკავშირი მათ მიერ დაყენებულ საკითხზე.
პარალელურად ადვოკატირების ჯგუფს შექმნილი აქვს არაფორმალური სივრცე, სადაც ბაღის პედაგოგები, ფსიქოლოგები ხვდებიან მშობლებს და იმართება საინტერესო დისკუსიები სააღმზრდელო პროცესთან მიმართებით.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
ფონდი „სოხუმის“ ადვოკატირების კამპანიაში აქტიურად არის ჩართული ქალთა სამშვიდობო კოალიციის წევრი - ასოციაცია „მერკური“ (ზუგდიდი). ორგანიზაცია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების მრავალწლიანი გამოცდილების გამოყენებით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ოჯახში ძალადობით დაზარალებულებისთვის სერვისების მიწოდების საკითხის გაუმჯობესებას უწევს ადვოკატირებას.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ერთ-ერთმა პირველმა დანერგა ძალადობის მსხვერპლთა დახმარების პროგრამები. 2022 წლის ბიუჯეტის განხილვის პროცესში ამ საკითხზეც მოხდა კვალიფიციურ არასამთავრობო სექტორთან დიალოგი. ადვოკატირების ჯგუფის წევრები აგრძელებენ საფინანსო, იურიდიულ სამსახურთან კონსულტაციებს.
შესაბამისი მხარდაჭერის შემთხვევაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტი დანერგავს კიდევ ერთ ინოვაციას - აუთსორსინგის მეთოდის გამოყენება დაზარალებულებისთვის კვალიფიციური სერვისის მისაწოდებლად.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
ფონდი „სოხუმის“ ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში ორგანიზაციის აქტივისტები ზუგდიდში, ბარამიას 7-ში განსახლებულ დევნილთა და ადგილობრივი თემის საჭიროების მოგვარებას ცდილობენ: მუნიციპალური ტრანსპორტით მოსარგებლე მოქალაქეები არ არიან უზრუნველყოფილი მგზავრების მოსაცდელით, რაც დისკომფორტს უქმნის, პირველ რიგში, ქალებს (რომელთა მხრებზეა ოჯახზე ზრუნვის პოლიტიკა - ოჯახისთვის საჭირო საყიდლებზე, აფთიაქში წასვლა, ბავშვების სკოლაში ტარება და ა.შ.), მოსწავლეებს, შშმ პირებს, ხანდაზმულებს.
გაიმართა შეხვედრა მერთან, დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელთან, ინფრასტრუქტურულ სამსახურში. შეგროვდა ხელმოწერები და მერიაში შეტანილ იქნა შესაბამისი წერილი.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
15-25 ოქტომბერს ჩატარდა შეხვედრების სერია ქალთა სამშვიდობო კოალიციის წევრებთან და სხვა ჯგუფებთან, რომლებიც დაინტერესდნენ ფონდი „სოხუმის“ და ქალთა სამშვიდობო კოალიციის პროექტით.
პროექტის მომდევნო ეტაპი ითვალისწინებს ადვოკატირების კამპანიებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში იმ საკითხების გარშემო, რომლებიც ფონდი „სოხუმის“ მიერ გამოიკვეთა იგპ და კონფლიქტით დაზარალებული ქალების და გოგონების საჭიროებების კუთხით.
შეხვედრების მონაწილეებმა წარმოადგინეს იდეები, რომელთა პრიორიტეტიზაციის შემდეგ მოხდება ადვოკატირების გეგმების შედგენა და დაიწყება ადვოკატირების კამპანიები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
დასრულდა „ონლაინ ხმის მრიცხველის - ამომჩევლის რჩევის აპლიკაცია“ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პირველი ეტაპი.
აპლიკაციაში ასახული პასუხების თანახმად, მოსახლეობის 8️3%-ს მიაჩნია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საჭიროა ელექტრონული მომსახურების გაუმჯობესება და ადგილობრივ ელექტრონულ პროგრამებსა და სერვისებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა. ამდენივეს აზრით, აუცილებელია სოფლებში არსებული ამბულატორიების ინფრასტრუქტურული, ტექნიკური და ადამიანური რესურსების საჭიროებების შეფასება და მათი სათანადო ფუნქციონირების უზრუნველყოფა. 8️0️% აფიქსირებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა ჩაერთოს რეგიონში COVID–19-ის პანდემიის პროფილაქტიკისა და მის შედეგებთან ბრძოლის საქმეში. 7️8% ფიქრობს, რომ ქალები პროპორციულად უნდა იყვნენ ჩართულნი ადგილობრივ მუნიციპალიტეტში მმართველ და გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე.
ზუგდიდის ამომრჩეველს კიდევ აქვს შესაძლებლობა, გაიგოს, რომელი პარტია დგას ყველაზე ახლოს მათ შეხედულებებთან და გააკეთოს გაცნობიერებული არჩევანი მეორე ტურშიც.
აპლიკაციას იპოვით აქ: http://onlinemricxveli.ge/vote/voting/2021-2/
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ფონდმა „სოხუმმა“ დანერგა ევროპაში წარმატებული მოდელი - ონლაინ „ხმის მრიცხველი“ - ამომრჩევლის რჩევის აპლიკაცია წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით.
ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობა აქტიურად თანამშრომლობს პოლიტიკურ პარტიებთან. აპლიკაციის შევსებაში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა: „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „ლელო საქართველოსთვის“, „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო“, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდა აქტივისტები საინფორმაციო კამპანიას ატარებენ, რომლის მიზანი ზუგდიდის ამომრჩევლებისთვის „ონლაინ ხმის მრიცხველზე“ ინფორმაციის მიწოდება და მისი შევსების ინსტრუქციის გაცნობაა.
აგრარულ ბაზარში, საჯარო თავშეყრის ადგილებში, უბრალო გამვლელებთან კომუნიკაცია საშუალებას იძლევა, მეტ ადამიანს მისწვდეს ინფორმაცია „ამომრჩევლის რჩევის აპლიკაციაზე“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
„ონლაინ ხმის მრიცხველის“ აპლიკაციის თაობაზე პროექტის პარტნიორმა ორგანიზაცია „იმედმა“ ზუგდიდში მცირე ჯგუფებთან და ინდივიდუალურ პირებთან შეხვედრები ჩაატარა.
ზოგიერთმა ახალგაზრდამ ადგილზევე შეავსო აპლიკაცია, რაც მათთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. მათ გამოთქვეს სურვილი, რომ აუცილებლად ჩართავენ სხვებსაც, რადგან საინტერესო პროცესია მოქალაქეების ხედვის შეჯერება პარტიის პროგრამებთან. აპლიკაცია აქტიურია და ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეავსონ და ინფორმაცია გაუზიარონ ახლობლებს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
„ამომრჩევლის რჩევის აპლიკაციაზე“ კიდევ ერთი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. ამჯერად - კორცხელის ახალგაზრდული კლუბის, მომავალ მეწარმეთა კლუბის წევრებთან. ახალგაზრდებს ბევრი კითხვა ჰქონდათ და შეხვედრა ინტერაქტიულად წარიმართა. შეხვედრის მონაწილეთა ნაწილი ასაკის გამო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, თუმცა მათთვის ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია ორი მიზეზის გამო: მათ ადვილად შეუძლიათ, დახმარება გაუწიონ აპლიკაციით დაინტერესებული უფროსი თაობის ადამიანებს და მსგავსი პლატფორმების დახმარებით, რამდენიმე წელიწადში ისინი გააზრებულად მიიღებენ გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთებთან.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)