2013 წელს ორგანიზაციამ ოთხ მუნიციპალიტეტში დანერგა პილოტური გენდერული თანასწორობის მექანიზმები, რომელთა ფუნქციონირების წარმატებულმა პრაქტიკამ 2016 წელს ხელი შეუწყო მათ ასახვას კანონში და შემდგომ ინსტიტუციონალიზაციას ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი ორგანიზაცია დღემდე განაგრძობს გენდერული თანასწორობის საბჭოების ინსტიტუციურ გაძლიერებას, პრაქტიკული მეთოდოლოგიური მხარდაჭერის და შესაძლებლობების გაზრდის გზით და ხელს უწყობს მათ შორის არაფორმალური ქსელის შექმნას და თანამშრომლობას, საუკეთესო პრაქტიკისა და გამოწვეევბის შესახებ ინფორმაციის გაზიარების და კოორდინაციის გაძლიერების მიზნით.
ფონდი „სოხუმი“ ხელს უწყობს ადგილობრივ დონეზე საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებით გატარებას ღია, ეფექტიანი, მონაწილეობითი და ანგარიშვალდებული ადგილობრივი მმართველობის დანერგვის, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების, რეფორმის განხორციელების მონიტორინგის პროცესში მისი ჩართვის და არსებული ხარვეზების აღმოფხვრის ადვოკატირების გზით.
ამ მიმართულებით საქმიანობის განხორციელებაში სხვადასხვა დროს ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის მხარდამჭერები იყვნენ: გაეროს ქალთა ორგანიზაცია - გენდერული თანასწორობის ფონდი - UNW, NED, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, PIN - ადამიანი გაჭირვებაში, ვიშეგრადის ფონდი, ევროკავშირი.