მუშაობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. დიდინეძის საჯარო სკოლაში და საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე ყველა სიახლის აქტიური მონაწილეა. ჯერ უფროსი მასწავლებელი მათემატიკის მიმართულებით, მერე უფროსი მასწავლებელი ინმორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, 2020 წლიდან კი ორივე მიმართულებით წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მატარებელია.
დღესდღეობით მაია სოფელ დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფის აქტიური წევრია და მჭიდროდ თანამშრმლობს ქალთა ფონდ „სოხუმთან“ USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.
„მყავს ოთხი შვილი, აქედან ორი სტუდენტი. უფროსი ბიჭი არის შშმ პირი, რომელიც მესამე კურსის სტუდენტია, ყოველი მისი ნაბიჯი ჩვენი მონდომებისა და შრომის შედეგია. მესამეს სპორტის მიმართულებით, კერძოდ მძლეოსნობაში აქვს მიღწევები. ყველაფერს ამას თან სდევს დიდი შრომა, თანადგომა ოჯახის და ერთმანეთის წარმატების ხელშეწყობა“-ამბობს მაია, ჩვენი "წარმატების ისტორიის" გმირი.