სოფ. დიდინეძის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წარმატების ისტორია.

2022 წლის მაის-ივნისში ქალთა ფონდ ,,სოხუმთან" ერთად ჩვენი სკოლის მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფმა განახორციელა პროექტი  „სუფთა გარემო და ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩემი არჩევანია“.

პროექტის ფარგლებში სკოლაში ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, რაც მთავარია, მოსწავლეები ბევრად უფრო მოტივირებულნი და თავდაჯერებულები გახდნენ.

პროექტის ფარგლებში მოეწყო შეხვედრები მოსახლეოასთან, გასუფთავდა მდინარის სანაპირო ზოლი და სოფლის ცენტრი, აღსანიშნავია, რომ დასუფთავების აქციაში მონაწილეობდა სოფლის ხელმძღვანელობაც. ასევე მოსწავლეებმა არაჩვეულებრივი შეხვედრა მოაწყვეს საბავშვო ბაღის აღსაზრდელებთან ჯანსაღი კვების მნიშვნელობის თემაზე,  მარადმწვანე ხეები დარგეს და სამომავლოდ პროექტის მდგრადობაზე ფიქრობენ, რათა პროცესი გაგრძელდეს და ლამაზი მწვანე კუთხე იყოს სკოლის ეზოში.

პროექტის ბოლოს ჩატარდა სპორტული ღონისძიება, მთელი სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ პროექტმა ძალიან დიდი დადებითი ეფექტი მოახდინა მოსწავლეების პიროვნულ ფორმირებაზე, მოტივაციაზე, სხვადასხვა უნარების განვითარებაზე. სკოლის დირექცია, პედაგოგიური კოლექტივი მზადაა, მომავალშიც პროექტის მდგრადობის კუთხით განსახორციელებელ აქტივობებში გვერდით დაუდგეს მოსწავლეებს და  ერთად შვცვალონ გარემო უკეთესობისკენ.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები