ზოგი მარტო მოდის ჩვენს ოფისში, ზოგი - შვილთან ერთად. მოდიან წყვილები, ოჯახები.
- ძალიან კმაყოფილები მიდიან ჩვენგან, - ამბობს მანანა ფიფია. - ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაძლევთ, 1-2 თვე ყოფნით. უკვირთ, რამდენი რამეა, არ გვეგონა, ასეთი საჩუქრები თუ დაგვხვდებოდათო. ეს დახმარება ერთჯერადი არ არის, რამდენჯერმე ვურიგებთ. უკრაინელები ამბობენ, რომ ასე არავინ ეხმარება მათ და ძალიან მადლიერები არიან. მეც მიხარია, მათ ღიმილიან სახეებს რომ ვხედავ...
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)