ამ კურსმა უკვე დაასრულა მუშაობა. ბოლო დღეს თიხის ოსტატები მადლიერებას გამოხატავდნენ, კმაყოფილებას. ზოგიერთმა მათგანმა უკვე მოასწრო თავისი ნამუშევრების გაყიდვა. იციან. რომ ბევრმა დამატებითი შემოსავლის წყაროდ გაიხადა ეს საქმე და ასეთი მაგალითები მოტივაციაა მათთვის.
ამ ფოტოებზე კურსდამთავრებულების ნამუშევრებია. კურსების მასწავლებელი მაკა ჯიშკარიანი ამბობს, რომ ყველა ჯგუფი მონდომებული და კარგია, მაგრამ ამ კურსზე განსაკუთრებით შემოქმედი ადამიანები შეიკრიბნენ და იმაზე მეტი ისწავლეს, ვიდრე მოელოდა.
ეს ერთგვარი წარმატების ისტორიაა ქალთა ფონდი „სოხუმისთვის“, რომელიც ქალთა პროფესიული გადამზადებით მათ გაძლიერებას ცდილობს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)