ახალგაზრდების 16 აქტიური დღე

16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში დაიწყო და დეკემბრის ბოლომდე გრძელდება ახალგაზრდების აქტივობები.

10 მუნიციპალიტეტში დღემდე 1000-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა თემატურ დისკუსიებში, ტრენინგებში, გამოფენებში, ქუჩის აქციებსა და პერფორმანსებში, რომლებიც ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას და პრევენციას ეხებოდა.

„უმთავრესი, რაც წელს გამოიკვეთა, არის ადგილობრივი თვითმმართველობების, განათლების რესურსცენტრების, ახალგაზრდული დეპარტამენტების, სკოლის დირექციების, პედაგოგების და მშობლების განსაკუთრებული პარტნიორობა ჩვენს კამპანიაში. ჩვენმა კონსტრუქციულმა და შედეგიანმა ნაბიჯებმა განაპირობა მთავარი - ნდობა: რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ახალგაზრდების სწორ განათლებას ემსახურება,“ - აღნიშნა ახალგაზრდებთან მუშაობის ასისტენტმა ნინო ჭაბუკიანმა.

კამპანიაში ახალგაზრდების მნიშვნელოვან წვლილზე საუბრობენ ტრენერები, რომლებიც 10 მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში ატარებენ ტრენინგებს:

ლელა შენგელია: „ჩვენ წლებია, ვმუშაობთ ახალგაზრდებთან. ჯერ კიდევ მაშინ, როცა სკეპტიკურად უყურებდნენ გენდერის, ტოლერანტობის, ბულინგის თუ ძალადობის თემებს, ვატარებდით ტრენინგებს ყველა სივრცეში. ვასწავლიდით საკუთარ და სხვის უფლებებს, უკეთეს მოქალაქეებად ვზრდიდით. ის, რაც წელს მოხდა, კიდევ ერთი დასტურია, რომ ჩვენი შრომა საჭიროა და სტერეოტიპებს ნამდვილად ცვლის“.

ანჟელა ჩიხლაძე: „ახალგაზრდებმა შექმნეს ვიდეოები ძალადობის, ბულინგის, სხვა  პრობლემების გასააზრებლად და დასაგმობად. ქუჩაში აწარმოეს საინფორმაციო კამპანია მოსახლეობასთან, გამოკითხვები, რომლებიც ძალიან საინტერესო მასალაა მრგვალ მაგიდასთან დიალოგისთვის. შეასრულეს პერფორმანსები, რომელთაც სკოლის დირექტორი, მასწავლებლები, მშობლები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ და კიდევ უფრო მოტივირებულად იგრძნეს თავი.“

კამპანიამ ბევრი ახალგაზრდა ლიდერი და ახალი სახე წარმოაჩინა. ეს შრომა მომავალში კიდევ უფრო კარგ შედეგს მოიტანს...

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქართული English Русский

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები