წარმატებამდე მისასვლელი გზა სავსეა ეკლებით, დაცემით, ეჭვით, უნდობლობით, კარის დაკეტვით. რთულია და ძალიან გამბედავი, მიზანდასახული და შენი საქმის ერთგული უნდა იყო, რომ წარმატებას მიაღწიო. წარმატების ჩემეული ფორმულა? - აკეთეთ ის, რაც გიყვართ, მთელი გულით და არასდროს დაიღალოთ, წარმატება კი თავისით მოვა.
აქტიურად ვარ ჩართული ქალთა და გოგონათა გაძლიერებაში, როგორც თემში, ასევე ქალაქშიც, ჩემი მოსწავლეები სხვადასხვა ტრენინგსა და შეხვედრაზე ხშირად დამყავს და მიხარია, რომ ფონდი „სოხუმის“ საშუალებით ძალიან ბევრ რამეს ვახერხებ. როგორც ჩემი თემის ცხოვრების გაუმჯობესებას, ასევე - ახალი თაობის სწორი პრინციპებით აღზრდას.
საზოგადოებაში ქალის მიმართ დამოკიდებულება, სამწუხაროდ, არ შეცვლილა. სიტყვები - შენ ვერ შეძლებ, ძალა არ გაქვს, ვერ გაბედავ - უფრო მაძლიერებს, ჟინს მმატებს და მოტივაციას მაძლევს. ჩემი მთავარი გამოწვევა არის ის, რომ დღეღამეში მხოლოდ 24 საათია და დრო არ მყოფნის, ყველაფერი მინდა, მოვასწრო და გავაკეთო.
ქალებს ვუსურვებ გამძლეობას, შემართებას, არასდროს დაკარგონ საკუთარი თავის რწმენა, შექმნან და მართონ, მაგრამ არასოდეს ამართინონ თავი სხვას.“
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით