ფონდი „სოხუმის“ ჩრდილების ახალგაზრდული თეატრი აქტიურად ჩაერთო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. ერთთვიანი პროექტით „ჩრდილების თეატრი გენდერული თანასწორობის პროპაგანდისთვის“, რომელიც საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება, ახალგაზრდა მსახიობებს თავიანთი წვლილი შეაქვთ არაძალადობრივი საზოგადოების ჩამოყალიბებაში.

პირველი წარმოდგენები გაიმართა წყალტუბოს პირველ, მეორე და მესამე საბავშვო ბაღებში. ბავშვებმა და პედაგოგებმა სპექტაკლ „პირიმზეში“ დაინახეს მეგობრობის, თანასწორობის და თანადგომის კარგი მაგალითი.

პროექტი ხორციელდება საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით

    

ხონის მუნიციპალიტეტის სოფლების ბავშვებისთვის პატარა დღესასწაულები მოაწყო ფონდი „სოხუმის“ ჩრდილების ახალგაზრდულმა თეატრმა.

ქუტირის, კუხის, გუბის, გოჩა ჯიხაიშის და ივანდიდის საბავშვო ბაღებში გაიმართა ჩრდილების თეატრის სპექტაკლი „პირიმზე“ - ეს არის კეთილი ზღაპარი მეგობრობაზე, თანასწორობაზე, ერთმანეთის დახმარებასა და ბოროტების დაძლევაზე.

ჩრდილების თეატრი ამ პატარა პროექტით ჩაერთო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.

პროექტი ხორციელდება საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით

      

ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის და კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდულ კლუბებში ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრები ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემას მიეძღვნა.

მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ამ აქტუალურ საკითხზე დისკუსია, რადგან ეს ხელს უწყობს გენდერული სტერეოტიპების მსხვრევას.

ისინი აქტიურად ჩაერთნენ საერთაშორისო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. ახალგაზრდული კლუბის მოხალისეებმა და აქტივისტებმა ჩაატარეს სხვადასხვა ღონისძიებები: საინფორმაციო შეხვედრები,  გამოფენები, აქციები.

ყველა ეს ღონისძიება გაიმართა 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ფარგლებში და მათში ათობით ახალგაზრდა ჩაერთო.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული კლუბები აქტიურ მუშაობას შეუდგნენ. წელს პირველი საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ქუთაისში, სენაკსა და ოზურგეთში. შეხვედრების მონაწილეებმა იმსჯელეს დღეისათვის მეტად აქტუალურ თემაზე - ძალადობა მოზარდებში, მიზეზები, შედეგები და დაცვის მექანიზმები ძალადობის პრევენციისთვის.

ახალგაზრდებმა ჩამოაყალიბეს ძალადობის და ტრაგედიების დინამიკა და მიზეზები. ისაუბრეს ოჯახის, საზოგადოების, სკოლის, დამრიგებლის როლზე, ფსიქოლოგიური დახმარების მნიშვნელობაზე.

განსაკუთრებული იყო ოზურგეთში პირველად ჩატარებული შეხვედრა. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ და ახალგაზრდებთან მუშაობის შესახებ. ოზურგეთი პროექტის გეოგრაფიაში წელს მოხვდა ლანჩხუთსა და თერჯოლასთან ერთად (წინა წლებში მუშაობა მიმდინარეობდა 6 მუნიციპალიტეტში).

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

- რა ასოციაციებს იწვევს კონფლიქტი, რა კავშირშია ძალადობასთან და რისთვის არის საჭირო მისი ანალიზი – ეს იყო თებერვალში ახალგაზრდებთან ჩატარებული ვორკშოპების თემა. ქუთაისში, სენაკში, წყალტუბოში ახალგაზრდები იმიტირებული წარმოდგენებით შეეცადნენ კონფლიქტების ნეგატიური შედეგების წარმოჩენას.  შემდეგ  ანალიზი „კონფლიქტის ხის“ მეთოდით გაგრძელდა. მონაწილეთა უმრავლესობა აქტიურად ჩაერთო ინტერაქტიულ მუშაობაში, დისკუსიაში.

ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ ანალიზი საშუალებას იძლევა, დაინახონ კონფლიქტის გამომწვევი ძირითადი მიზეზები. დაფიქსირდა, რომ ამ საკითხებზე ახალგაზრდების ინფორმირება შეამცირებს აგრესიას და კონფლიქტურ სიტუაციებს საზოგადოებაში. 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

  

პროექტში „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ გაჩნდა ახალი კომპონენტი „ვაჟებთან მუშაობა“. ამ კომპონენტის მიზანია - ამაღლდეს ვაჟთა განათლების დონე ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებში, რათა მათ გაითავისონ, რომ მამაკაცები მემკვიდრეობით არ არიან აგრესიულები და მათ აქვთ განსაკუთრებული როლი და პასუხისმგებლობა.

პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა გაიმართა წყალტუბოში - მეშვიდე-მეათე კლასის მოსწავლეებთან.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

წყალტუბოში, ხონსა და ფოთში ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა თემაზე: ძალადობა ახალგაზრდებს შორის, მიზეზები, დაცვის მექანიზმები ძალადობის პრევენციისთვის.

განხილვამ გამოიწვია აქტიური დისკუსია, რომელშიც ყველა ჩაერთო.  ახალგაზრდებმა მოიყვანეს მაგალითები, ისაუბრეს მენტალურ პრობლემებზე, ბოლო დროს მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებზე.

შეხვედრების შედეგად გამოჩნდა, რამდენად აქტუალურია ძალადობის თემა ახალგაზრდებში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

        

განსაკუთრებული აქტიურობით  დაიწყო მუშაობა ვაჟებთან. ამ სიახლეს ინტერესით შეხვდნენ  სკოლებში. ახალგაზრდა ტრენერმა ბექა ფოცხვერიამ პირველი შეხვედრა წყალტუბოში ჩაატარა. შემდეგ კი გაიმართა ჯგუფური მუშაობა და დისკუსიები ხონის, ფოთის და კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლების მოსწავლეებთან.

- არა ძალადობას!  - ამბობენ ვაჟები. და ეს უკვე არის პირველი პოზიტიური შედეგი.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

აქტიურად წარიმართა ფონდი „სოხუმის“ კონფლიქტოლოგის ვორკშოპები ახალგაზრდებთან ხონში, ფოთსა და კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი). ჩართულობა თავიდანვე მაღალი იყო. ახალგაზრდების აზრით, აგრესიის მაღალი მაჩვენებელი მოზარდებში იმის შედეგია, რომ მათ არ იციან, როგორ მოიქცნენ კონფლიქტურ სიტუაციებში, ვის მიმართონ. არასოდეს გაუკეთებიათ მომხდარი კონფლიქტის ანალიზი.

შეხვედრებს პედაგოგებიც ესწრებოდნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ არაფორმალური  განათლება დადებითად იმოქმედებს მოზარდების ცნობიერებაზე, დაეხმარება მათ  უარყოფითი ემოციებისგან განთავისუფლებაში და შესძენს კონფლიქტების მართვის უნარებს. მოსწავლეებს სურვილი აქვთ, განაგრძონ დისკუსიები განხილულ საკითხებზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

ჩიბათის (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში და თერჯოლის ახალგაზრდულ ცენტრში ფონდმა „სოხუმმა“ პირველად მოაწყო საინფორმაციო შეხვედრები ახალგაზრდებთან. შეხვედრების თემა იყო „ძალადობა ახალგაზრდებს შორის, მიზეზები და დაცვის მექანიზმები ძალადობის პრევენციისთვის“.

შეხვედრების მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, ისაუბრეს პრობლემებზე, ოჯახისა და სკოლის გავლენაზე მოზარდების ჩამოყალიბებაზე, მიზეზებზე, რომლებიც განაპირობებს უარყოფით, ზოგჯერ კი ტრაგიკულ შედეგებს.

იყო გულახდილი საუბრები, საინტერესო ანალიზი, რეალობის აღქმა და დიდი იმედი, რომ მათ - ახალგაზრდებს შეუძლიათ ბევრი რამის სასიკეთოდ შეცვლა. ამაში ახალგაზრდული კლუბების როლსაც ხედავენ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები