„16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ - კამპანიის დღეებში თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა მოაწყო დისკუსია სოციალურ ქსელში - „მსხვერპლიც ვარ და მოძალადეც“. აქცენტი გაკეთდა ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, რომელიც დასჯადია, თუმცა მის გამო იშვითად ისჯება ვინმე. სოციალურ ქსელში ჩანს, რომ მხოლოდ მსხვერპლნი არ ვართ, ვართ მოძალადეებიც. გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად. სწორედ ამ თემაზე წარიმართა გულახდილი დისკუსია, რომელიც ასე საჭიროა საზოგადოების ინფორმირებისთვის.
ცენტრმა ჩაატარა შოურუმი „არ გამოგვეპაროს სამშობლოში დაბრუნების დრო“. ეს იყო ონლაინ შეხვედრა ემიგრაციის რთულ თემაზე. ნაჩვენები იყო ქალთა მხარდაჭერის ცენტრის გადაღებული ფილმი „შინ“, რომელიც ემიგრანტების ტკივილს ეხება. კამპანიას მიეძღვნა ასევე ნახატების გამოფენა „ჩემი ოჯახი“, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ ახალგაზრდები სხვადასხვა სკოლიდან.
16-დღიან კამპანიაში ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრიც აქტიურად ჩაერთო - მცირე პროექტის „ჯანსაღი თაობისთვის“ აქტივობების მეშვეობით.
ამ დღეებში აქტიურად დაფიქსირდა ახალგაზრდების ხედვა ძალადობის პრობლემასთან დაკავშირებით, ჩატარდა ესეებისა და ნახატების კონკურსი, დარიგდა მრავალჯერადი მოხმარების პირბადეები მოწყვლადი ჯგუფებისათვის. ასევე გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები ქალებთან, ვორკშოპები სამიზნე სკოლების მასწავლებლებთან და მშობლებთან.
.be
ქობულეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა მცირე პროექტის აქტივობები 16-დღიან კამპანიას მიუძღვნა. ჩატარდა აქცია, იურისტისა და ფსიქოლოგის ონლაინ კონსულტაციები, ტრენინგი საბავშვო ბაღების მშობლებთან და აღმზრდელებთან ოჯახში ძალადობისა და რეფერირების საკითხებზე. ამას გარდა, დარიგდა ფლაერები, სოციალურად დაუცველ ადამიანებს გადაეცა პირბადეები, გაიმართა მოეწყო ქუჩის გამოკითხვა: როგორ ესმით მოქალაქეებს ძალადობა. ღონისიძებებში აქტიურად იყო ჩართული საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი. კამპანიის შესახებ აღინიშნა ტელეკომპანია „აჭარის“ სიუჟეტში.
ნოემბერში ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგის ტელეფონზე ქუთაისიდან და რეგიონებიდან 63 ზარი შემოვიდა. ის ეხმაურებოდა ადამიანების ემოციურ მდგომარეობას და ისინიც იღებდნენ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. ჩატარდა ხუთი ჯგუფური დისტანციური ფსიქოლოგიური შეხვედრა, რომლებიც გაიმართა სენაკის, წყალტუბოს, ხონის, ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ორგანიზებით. ფსიქოთერაპიულ კონსულტაციებს გადიან აგრეთვე ოჯახური წყვილები და კრიზისული ოჯახების წარმომადგენლები.
- პანდემიის და კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების პირობებში ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა, – აღნიშნავენ შეხვედრების მონაწილეები.
აქტიური დისკუსია იყო საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლებთან გამართულ ტრენინგზე ოჯახში ძალადობისა და ბულინგის თემაზე. მონაწილეებისთვის მნიშვნელოვანი იყო ის ინფორმაცია, რომ საბავშვო ბაღს აკისრია მსგავსი ფაქტების გამოვლენის და მათზე რეაგირების პასუხისმგებლობა. მთავარი აქცენტები დაისვა იმ კუთხით, რომ ძალადობრივ გარემოში აღზრდილ ბავშვებს უზიანდებათ ფსიქიკა და შემდგომ თავად ყალიბდებიან მოძალადებად ან მსხვერპლებად. ასევე შედგა შეხვედრა საკრებულოს წარმომადგენელთან და განხილულ იქნა საპროექტო აქტივობები. ეს სამუშაო ჩატარდა ქობულეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „ჰარმონიული გარემო პატარებისთვის“ ფარგლებში.
რეგიონალური ნარკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელებთან გაიმართა შეხვედრა ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში. ნარკომანიის და ალკოჰოლიზმის მავნებლობაზე საუბრისას ითქვა, რომ ეს პრობლემები მთელ საზოგადოებას მოიცავს, იწვევს ჯანმრთელობის გაუარესებას და ძალადობის საფრთხეს წარმოადგენს. სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ საჭიროა საზოგადოების ინფორმირება და პრევენციული ზომების გატარება - ექსპერტების, ფსიქიატრების, ნარკოლოგების, უფლებადამცველების, სასულიერო პირების, სამთავრობო და არასამათავრობო სექტორის წარმომადგენლთა აქტიური ჩართულობითა და კოორდინირებული მუშაობით.
„საქმით ვებრძვით ძალადობას და სიღარიბეს“ - ეს თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტია. ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი ინფორმირებაა, ამიტომაც ნოემბერში ჩატარდა ონლაინ ჩართვები კონფლიქტოლოგთან და იურისტთან. შეხვედრებს ესწრებოდნენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სკოლების პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები და განიხილეს აქტუალური საკითხები: კონფლიქტის ფაქტებზე რეაგირება, კონფლიქტური სიტუაციების მოგვარება, ბულინგი. აღინიშნა, რომ სახელმწიფომ ბულინგის ფაქტებზე შესაბამისი რეგულაციები უნდა დააწესოს. ყურადღება გამახვილდა ფსიქოლოგის ინსტიტუტის მნიშვნელობაზე. შეხვედრის მონაწილეებმა პასუხები მიიღეს კითხვებზე, რომლებიც განსაკუთრებით აინტერესებთ და აღელვებთ...
ორი ონლაინ ვორკშოპი ჩატარდა ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „ჯანსაღი თაობისთვის“ ფარგლებში. ბავშვებთან ჩატარებულ ვორკშოპზე საუბარი შეეხო ბულინგს, სტერეოტიპებს, რომლებიც იწვევს კონფლიქტს და ხშირად გადაიზრდება ძალადობაში. ითქვა იმაზე, თუ როგორ ავირიდოთ კონფლიქტები და ვიცხოვროთ ძალადობის გარეშე. მეორე ვორკშოპში აქცენტი გაკეთდა მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობაზე სასწავლო პროცესში, რომ ჰარმონიულად შეიკრას სამკუთხედი: მოსწავლე, მშობელი, მასწავლებელი. აღინიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია, მშობელი დაეხმაროს ბავშვს პრობლემების მოგვარებაში და ითანამშრომლოს მასწავლებლებთან. შეხვედრას მშობლებთან ერთად შვილებიც ესწრებოდნენ და ის აქტიური დისკუსიის ფონზე წარიმართა.
პროექტის „არაძალადობრივი გარემო მომავალი თაობისთვის“ ფარგლებში გაიმართა ტრენინგი საბავშვო ბაღების მშობლებთან თემაზე „ოჯახში ძალადობა, რეაგირების გზები და მექანიზმები“. მართალია, ფორმატი ონლაინ იყო, მაგრამ მუშაობა საკმაოდ აქტიურად წარიმართა.
საინტერესო დინამიკა ჰქონდა პროექტის „მომავალი ბულინგის გარეშე“ ფარგლებში შექმნილი ახალგაზრდული ჯგუფის აქტივობებს. აქტივისტებმა უმცროსკლასელებთან ჩაატარეს შეხვედრები ბულინგის მავნე ზეგავლენაზე. შეხვედრებში ჩართული იყვნენ პედაგოგებიც.
პანდემიასთან დაკავშირებული რთული სიტუაციის მიუხედავად, სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის საპროექტო ღონისძიებები გეგმის მიხედვით ხორციელდება.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრები აქტიურ მუშაობას განაგრძობენ მოსახლეობის ინფორმირების კუთხით - პანდემიასთან დაკავშირებული რთული მდგომარეობის მიუხედავად. სამობილიზაციო შეხვედრები ჩატარდა ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში, ოზურგეთში და უმრავლესობა - ონლაინ ფორმატში. აქტიურად იქნა გამოყენებული ფონდი „სოხუმის“ სპეციალისტების - იურისტისა და ფსიქოლოგის - რესურსი. მათ მონაწილეებს მნიშვნელოვანი ინფორმაციები მიაწოდეს. შეხვედრებზე გამოიკვეთა საკითხები ადვოკატირებისთვის.