ბევრია სამუშაო ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირების კუთხით, რადგან საზოგადოებაში პრობლემის მასშტაბებს ჯერაც არ აღიარებენ. ყველა ინფორმაცია, რომელიც ეხება ძალადობის მსხვერპლთა დახმარებას, მნიშვნელოვანია - ამ მოსაზრებას იზიარებენ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატრები, რომლებიც ყოველთვიურად სხვადასხვა ასაკის და პროფესიის ქალებს ხვდებიან.
ინფორმაციები სწრაფად ვრცელდება და ადრესატამდე დროულად აღწევს. იდენტიფიცირებული შემთხვევები ფიქსირდება წალენჯიხის, სამტრედიის, ვანის, ტყიბულის და ზუგდიდის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. რეაგირების პროცესი ქეისების შესაბამისად გრძელდება, სანამ მსხვერპლი ყველა არსებულ სერვისს არ მიიღებს. შედეგები უკვე სახეზეა, ბენეფიციარების ნაწილმა უკვე გაიარა ფსიქოლოგის კურსი, ნაწილმა კი იურისტის კონსულტაცია მიიღო.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ამჯერად, სტუმრები ხონის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ.
შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და USAID-ის სააგენტოს შემფასებელი ბატონი გიორგი ხეჩინაშვილი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ფონდი სოხუმის მიერ ხონის მუნიციპალიტეტში ჩატარებული რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის სისტემატიზირებულ მონაცემთა ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა, რომელშიც ასახულია საზოგადოების დამოკიდებულება ქალთა მინაწილეობის მიმართ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ეკონომიკურ საქმიანობაში.
აღნიშნული კვლევა ხონის მუნიციპალიტეტში 2022 წლის დეკემბერსა და იანვარში ჩატარდა.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
- დავფიქრდი კითხვაზე: „რითი ვარ გამორჩეული და რა გამიკეთებია განსაკუთრებული ჩემი ოჯახისთვის, ადამიანთა ჯგუფისთვის?“
- ძალიან მენიშნა თვისება, რომელიც ყველა ლიდერმა უნდა გამოიყენოს, მაგრამ არ იყენებს: „თანამშრომლების შექება, მათი დამსახურების დანახვა, დაფასება და აღიარება“.
- მომეწონა და დამაფიქრა ლიდერის სასურველმა და არასასურველმა თვისებებმა.
- საინტერესო იყო სავარჯიშო თვითპრეზენტაციის ეტაპების გამოყენებით. არასდროს მიფიქრია, ასეთი თანმიმდევრობა თუ იყო საჭირო.
- ვიდეორგოლების საშუალებით დავინახე წარმატებული და წარუმატებელი საჯარო გამოსვლის ნიმუშები.
- აქ მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ ცხოვრებაში.
იმისთვის, რომ დაეხმარო, პირველ რიგში უნდა იპოვო ის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება თანაგრძნობა, მხარდაჭერა, გაძლიერება.
იმისთვის, რომ გააძლიერო, უნდა იცოდე, რა უფრო სჭირდება!
შესთავაზო ის, რაც ყველაზე მეტად გააძლიერებს, ფეხზე დააყენებს.
იმისთვის, რომ მხარდაჭერას ჰქონდეს მეტი ეფექტი, უნდა გყავდეს მოკავშირეები.
ეს არის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების საქმიანობის მოკლე კონცეფცია. ათივე მუნიციპალიტეტში (სამტრედია, თერჯოლა, ბაღდათი, ვანი, ტყიბული, სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ქობულეთი, ჩოხატაური) ქალთა ფონდი „სოხუმის“ მობილიზატორები სწორედ ამ სტრატეგიით მოქმედებენ.
ოჯახური ძალადობის მსხვერპლის „აღმოჩენა“ დღემდე გამოწვევად რჩება. ისინი ყველგან არიან, ჩვენს გვერდით, ჩვენს თვალწინ, მაგრამ მათი დანახვა მაინც ძნელია. რადგან ჩუმად არიან, არავის ენდობიან.
ონლაინ რეჟიმში ჩატარდა ტრენინგი წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან. მონაწილეებმა განიხილეს საჭიროებათა კვლევის ჩატარების მეთოდიკა, ერთმანეთს გაუზიარეს კვლევაში მონაწილეობის გამოცდილება.
ტრენინგზე დეტალურად ისაუბრეს რესპონდენტებთან პრაქტიკულ მუშაობასა და მონაცემების შეგროვებაზე, ონლაინ ანკეტების შევსებაზე, ფოკუს-ჯგუფის და ჩაღრმავებული ინტერვიუს ჩატარებაზე. მონაწილეები გაეცნენ კითხვარს და მიიღეს სათანადო რჩევები.
პროექტი ხორციელდება
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
მეორე რაუნდი დაიწყო!..
ახალგაზრდების უნარების განვითარება ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა!
სწორედ ამ მიზანს ემსახურება მცირე საგრანტო პროექტების დაფინანსების კომპონენტიც.
როგორ ვაქციოთ იდეები და ინიციატივები რეალობად, როგორ დავგეგმოთ საპროექტო აქტივობები - ამ საკითხებზე ჩატარდა ტრენინგი წყალტუბოში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკისა და ზუგდიდის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა.
მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში - ამ თემაზე ჩაუტარდათ ტრენინგი სოფელ დიდინეძის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებს.
სამართლებრივი აქტები, თვითმმართველობის ფინანსური უზრუნველყოფის პრინციპები ევროპული ქარტიის მიხედვით, თვითმმართველი ერთეული და მისი უფლებამოსილებები ამ და მრავალ სხვა საკითხს შეეხო იურისტი თამარ ფაჩულია.
ტრენინგზე მიმდინარეობდა აქტიური დისკუსია და მონაწილეებს საკუთარი აზრისა და გამოცდილების გაზიარების საშუალება მიეცათ.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
საჭიროებათა კვლევის ჩატარების მეთოდები და უნარები, სამიზნე ჯგუფებთან რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების შეგროვების ტექნიკა - ამ თემებზე განახვილდა ყურადღება ტრენინგზე, რომელიც ონლაინ ჩატარდა ქუთაისის იგპ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან.
მონაწილეებმა განიხილეს ანკეტის შაბლონი, დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები და მოლოდინები, ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „ქალები და ახალგაზრდები ქალების მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“.
პროექტი ხორციელდება
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
„ადგილობრივ დონეზე ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სერვისების ხელმისაწვდომობა“ - ამ თემაზე ჩატარდა კონფერენცია პედაგოგების, არასამთავრობო ორგანიზაციები, სერვისების მიმწოდებელი სუბიექტების ჩართულობით.
თხუთმეტი მუნიციპალიტეტიდან მოწვეულმა 80-მდე მონაწილემ მოისმინა, რა მნიშვნელოვანია კანადის გენდერული თანასწორობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომლის მიზანია ძალადობის მსხვერპლთა გაძლიერება, ელექტრონული წიგნიერების დონის ამაღლება და საზოგადოებრივ ცნობიერებაზე ზემოქმედება.
აუდიტორიის მაღალი შეფასება დაიმსახურა ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრმა, რომელმაც უკვე ათეულობით ბენეფიციარს უმასპინძლა და პოზიტიურად შეუცვალა მომავალი.
ტელეფონები SOS აპლიკაციით და ჩვენი თანადგომის ჯადოსნური ღილაკით რამდენიმე მუნიციპალიტეტში კიდევ „აინთო“: ჩოხატაური, ქობულეთი, ვანი, ბაღდათი, სენაკი, სამტრედია, ზუგდიდი, თერჯოლა, წალენჯიხა, ტყიბული.
ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ განსაკუთრებული აქცია ჩაატარა - მობილური ტელეფონები გადასცა საჩუქრად მოწყვლადი ჯგუფების ქალებს.
ეს კეთილი საქმე ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად განხორციელდა, რადგან ფონდი „სოხუმისთვის“ მნიშვნელოვანია მუნიციპალურ ორგანოებთან თანამშრომლობა ქალების სოციალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)