ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული კლუბების 28 წევრი 6 რეგიონიდან - მათთვის ქუთაისში ჩატარდა მწვრთნელთა მოსამზადებელი ტრენინგის 1-ლი ეტაპი. ტრენინგის თემა იყო გენდერი და გენდერული ძალადობა.

მუშაობა ორ ჯგუფში წარიმართა. იყო დიდი ინტერესი თემების მიმართ, ინდივიდუალური და ჯგუფური სავარჯიშოები, ფილმის ჩვენება, საუბარი ტრადიციებზე, სტერეოტიპებზე.

უკუკავშირის დროს გაირკვა, რომ ახალგაზრდები ჩაწვდნენ გენდერის არსს, მათ გაუჩნდათ სურვილი, თავადაც გახდნენ მწვრთნელები.

ამის შესაძლებლობა არის კიდეც - მონაწილეები კამპანიის დღეებში  საინფორმაციო შეხვედრებს ჩაატარებენ სკოლებში. ბევრი მათგანისთვის ეს იქნება პირველი გამოცდილება და წვლილი ძალადობის პრევენციის პროცესში.

ტრენინგის აქტიური მონაწილეებისთვის გაიმართება მე-2 ეტაპი.

          პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქუთაისის, ხონის, ფოთის, სენაკის, წყალტუბოს და ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მუშაობა, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობა, პრობლემათა ადვოკატირება და მოგვარება - ამ და სხვა საკითხებს აშუქებს ფონდი „სოხუმის“ საინფორმაციო ბიულეტენის მეოთხე ნომერი პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
პროექტის დასახელება: ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში 
დონორი: პური მსოფლიოსთვის - ეკლესიათა განვითარების სამსახური  (გერმანია)
 
პროექტის დასახელება:  გენდერული  საკონსულტაციო  საბჭოები ქალთა  როლის ამაღლება  რეგიონში  სოციალური  ცვლილებებისათვის
დონორი: გაეროს ქალთა ორგანიზაციის გენდერული თანასწორობის ფონდი
 
პროექტის დასახელება: გენდერული საბჭო - გაუმჯობესებული პერსპექტივები, ქალთა უფლებების განმტკიცება და რეგიონის ეფექტური  მართვა
დონორი: აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი
 
პროექტის დასახელება: ქალები განსაზღვრავენ ადამიანური უსაფრთხოების ხარისხს ნდობისა და მდგრადი მშვიდობის შენებისათვის
დონორი: შვედეთის ქალთა ფონდი
 
პროექტის  დასახელება:  ადგილობრივი  ხელისუფლების  პოლიტიკის  შეცვლა  გენდერულ  ბიუჯეტირებასთან  მიმართებაში 
დონორი: ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „დამოუკიდებელი სოციალურ-ეკოლოგიური მოძრაობა“ 
 
პროექტის დასახელება: ქალთა ხმის გაძლიერება გადაწყვეტილების მიღების დონეზე
დონორი: შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტი
 
პროექტის დასახელება: ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის
დონორი: ვიშეგრადის ფონდი
 
პროექტის დასახელება: ქალთა აქტიური ჩართვა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საარჩევნო პროცესის დემოკრატიზაციის გზით
დონორი: აშშ საელჩო საქართველოში
 
პროექტის დასახელება: სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში
დონორი: ჩეხეთის ორგანიზაცია PIN - ადამიანი გაჭირვებაში 
 
პროექტის დასახელება: დავძლიოთ ომის შედეგები ერთად
დონორი: DRA - ქართულ-რუსული გაცვლა
 

 

ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა დაეთმო ადგილობრივი საჭიროებების კვლევის შედეგების შეჯამებას. სულ ჩატარდა 4 ფოკუს-ჯგუფი, 4 ჩაღრმავებული ინტერვიუ და გამოკითხულ იქნა 200 ადამიანი.

კვლევის მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ დაფიქსირდა რესპონდენტების ინფორმირებულობის დაბალი დონე ბიუჯეტის პროგრამებთან დაკავშირებით. მათ ხაზი გაუსვეს მუშაობის გაძლიერების აუცილებლობას ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მოსახლეობის მაქსიმალური ჩართვისათვის. ეს ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან უნდა იყოს უზრუნველყოფილი. განსაკუთრებით დიდი ყურადღება არის გასამახვილებელი ქალთა ჩართვაზე სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრებში, სადაც მოსახლეობა თავის საჭიროებებს აფიქსირებს.

კვლევის შედეგების საბოლოო ანგარიში წარდგენილი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

  

 

სანატორიუმი„მეტალურგი“, „კოლხეთი“, „სამგურალი“, ახალიდასახლება - წყალტუბოში, დევნილთა ამ კოლექტიურ ცენტრებში ჩაატარეს5 ვორკშოპიახალგაზრდებმა, რომლებიც ტრენინგზე გაეცნენადვოკატირებისპრინციპებს.

ვორკშოპების დროს მონაწილეებმა დაასახელეს თავიანთ კოლექტიურცენტრებშიარსებული უამრავიპრობლემა: ცუდი საცხოვრებელიპირობები, ელექტროენერგიისმაღალიგადასახადი, უპატრონოძაღლებისპრობლემა, გაუმართავისაკანალიზაციოსისტემის პრობლემა, ტერიტორიისდაბინძურება, არასაკმარისიგარეგანათება, ბავშვთა გასართობი მოედნების არარსებობა...

ვორკშოპების მონაწილეებმა გადაწყვიტეს, თავად დაიწყონ ადვოკატირება ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით.

 

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია  „ადამიანი გაჭირვებაშიმხარდაჭერით (დონორი - მსოფლიო ბანკი)

რა სირთულეები ახლდა გამოკითხვის პროცესს, რა გამოცდილება მიიღეს და რამდენად კმაყოფილი არიან მიღებული შედეგებით - სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე ამ უკუკავშირით მონაწილეებმა ერთმანეთს საკუთარი პოზიციები გაუზიარეს:

- არ მქონდა არანაირი გამოცდილება, პირველად ჩავერთე გამოკითხვის პროცესში და მივიღე საოცარი პრაქტიკა, სხვანაირად შევხედე იმ პრობლემებს, რომლებიც ქალებს აწუხებთ.

- სირთულეები ახლავს ფოკუს-ჯგუფის ჩატარებას. ჯგუფის მართვა, ფასილიტაცია არ ყოფილა ადვილი, თუმცა მოვახერხე, რომ ყველა მონაწილე აქტიურად ყოფილიყო ჩართული პროცესში.

აზრთა გაცვლა-გამოცვლის შემდეგ მონაწილეებმა შესაბამისი რეკომენდაციებიც მიიღეს, რაც მათ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს კიდევ უფრო გააძლიერებს.

გაზეთ „ხონელში“ სტატია დაიბეჭდა პროექტის „განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის“ ფარგლებში წარმართულ აქტიურ მუშაობაზე ხონის მუნიციპალიტეტში.

ხონში სამი საინიციატივო ჯგუფია - ორში ქალები არიან გაერთიანებულნი, ერთი კი ახალგაზრდულია. სტატიის ავტორია ქალთა ერთ-ერთი ჯგუფის წევრი, ჟურნალისტი გურანდა ცაგურია, რომელიც აქტიურადაა ჩართული სამუშაო პროცესში.

ჯგუფები მარტში ჩამოყალიბდნენ და მას მერე მთელი ძალისხმევით მუშაობენ. ასე იყო მაისშიც: ახალგაზრდებს ონლაინ ტრენინგი ჩაუტარდათ აფხაზეთის კონფლიქტის წარმოშობის მიზეზებზე. ქალებთან კი საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. შეკრებილებმა ისაუბრეს საჭიროებების კვლევაზე - როგორ დაგეგმეს საქმიანობა, რა გამოუვიდათ, მუშაობისას რა აღმოჩნდა რთული და ა.შ. ეს ქალთა ჯგუფების მიერ ჩატარებული პირველი კვლევა იყო, მათ კარგი გამოცდილება მიიღეს და, რაც მთავარია, მომზადდება დოკუმენტი, შეფასდება ქალთა საჭიროებები, შემუშავდება რეკომენდაციები და წარედგინება ადგილობრივ თვითმმართველობას.

ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ეკატერინე გამახარიამ მონაწილეობა მიიღო ეუთოს კონფლიქტის ციკლის უმაღლესი დონის სემინარის მორიგ სესიაზე.

შეხვედრის მთავარი საკითხი იყო, თუ როგორ მუშაობს ეუთო კონფლიქტის სრული ციკლის განმავლობაში ინკლუზიური და გენდერული სამართლიანობის მისაღწევად.

ღონისძიება გახსნა პეტრა ტატერმან ადორფმა, ფონდი Kvinna till Kvinna-ს გენერალურმა მდივანმა (შვედეთი).

პანელური დისკუსიისას სიტყვით გამოვიდნენ: ლილიანა პალიხოვიჩი (ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი გენდერულ საკითხებში), ნინა პოტარსკაია (ეროვნული კოორდინატორი უკრაინიდან, ქალთა საერთაშორისო ლიგა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის), იგო როგოვა (კოსოვოს ქალთა ქსელის აღმასრულებელი დირექტორი) და ეკატერინე გამახარია (კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი).

ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ეკატერინე გამახარია  მონაწილეობდა ეუთოს კონფლიქტის ციკლის უმაღლესი დონის სემინარის (კონფერენციის) გახსნაში - ჰელგა შმიდთან (შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი), ენ ლინდესთან (ეუთოს გენერალური მდივანი), მარჩინ პრჟიდაცთან (სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრის მოადგილე ამერიკის, აზიისა და აღმოსავლეთის პოლიტიკის საკითხებში) და მიროსლავ ჯენთასთან (გენერალური მდივნის თანაშემწე ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და ამერიკაში) ერთად სიტყვით გამოვიდა თემაზე: „ინკლუზიური პროცესების ძირითადი გამოწვევები, შესაძლებლობები და მასში ქალთა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა“.

ეკატერინე გამახარიამ მოკლედ ისაუბრა მშვიდობის მშენებლობის განხორციელების პროცესში ქალთა ორგანიზაციების როლსა და წვლილზე, ხაზი გაუსვა სამშვიდობო პროცესებში ქალთა მონაწილეობის რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს. ამასთან, მან აქცენტი გააკეთა არსებულ გამოწვევებსა და ბარიერებზე, რომლებიც სათანადო ყურადღებას და რეაგირებას საჭიროებს.

„ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული სერვისების განვითარება  მოქალაქეთათვის ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით“ – ამ თემაზე გაიმართა მრგვალი მაგიდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის  მერიაში. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მასმედიის, სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა.

პროექტის კურატორი ორგანიზაციის  „იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ ასისტენტმა თამარ მოსეშვილმა ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის  მნიშვნელობას საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგში. პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის - „საქართველოს სასოფლო დარბაზის“ ხელმძღვანელმა ამირან გიგინეიშვილმა ყურადღება გაამახვილა პროექტის ფარგლებში შემუშავებულ „ელექტრონულ მენეჯერზე“. მეორე პარტნიორი ორგანიზაციის - „ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელმა დავით გოგიჩაიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და მონაწილე სტეიქჰოლდერებმა  კი ისაუბრეს  მოქალაქეთათვის ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობის  ეტაპობრივი განვითარების მნიშვნელობაზე.  

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები