ქსელური შეხვედრა

ონლაინ ფორმატით ჩატარდა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ „მშვიდობის ელჩი ქალებისა და გოგონების ქსელის“ წევრები ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებიდან.

შეხვედრაზე შეჯამდა პროექტი, მონაწილეებმა მოისმინეს პრობლემათა ადვოკატირების კუთხით არსებული სიტუაციის ანალიზი ცალკეული მუნიციპალიტეტების მიხედვით.

ქსელის ლიდერებმა გააჟღერეს თავიანთ თემებში არსებული პრიორიტეტული პრობლემები, რომელთა გამოვლენაზეც ჯგუფის წევრებთან ერთად იმუშავეს.

ქსელის წევრებმა ისაუბრეს ქსელური მუშაობის მნიშვნელობაზე, თითოეული მონაწილის გაძლიერებაზე, სამოქალაქო ინიციტივების განხორციელებაზე. ასევე, აღნიშნეს, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის საერთაშორისო დონეზე ადგილობრივი პრობლემების გაჟღერების შესაძლებლობა, კონკრეტულად კი პლატფორმა „გაეროს ღია კარის დღე“.

პროექტი მალე სრულდება და პარალელურად მიმდინარეობს შეფასება. ქსელურ შეხვედრას ესწრებოდნენ შემფასებლები მარინა გურბო და დაკო ბახტურიძე.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ხონის დევნილ ქალთა ქსელის შეხვედრა ონლაინ ფორმატში ჩატარდა. ქსელის წევრებმა განიხილეს ადვოკატირებისთვის არჩეული თემები.

დევნილთა დასახლებისთვის მნიშვნელოვანია აფთიაქის, სუპერმარკეტის არსებობა, რადგანად დასახლება ცენტრიდან მოშორებით არის და არ მოძრაობს შიდა ტრანსპორტი. ქალებისთვის კი გადაადგილება პრობლემაა - როგორც ფინანსური ისე დროის ფაქტორით. პრობლემის აქტუალიზაციის წარმოსაჩენად იგეგმება პეტიციის მომზადება და ხელმოწერა შესაბამის აქტორებთან წარსადგენად.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები აქტიურად განაგრძობენ  ადვოკატირებისთვის შერჩეულ პრობლემებზე მუშაობას.

ისინი ინგირის თემში გარე განათების და შიდა გზების მოწესრიგებას და არსებული მინიატრაქციონის გაფართოებას აპირებენ. ამ საჭიროებების მოსაგვარებლად აქტიური ქალები შეხვდნენ მერის წარმომადგენელს და შუამდგომლობის დაპირებებიც მიიღეს.

პროექტის ფარგლებში ქალებმა და გოგონებმა  გაიუმჯობესეს უნარ-ჩვევები, ისწავლეს მტკიცებულებაზე დაფუძნებული ადვოკატირების გზები და გაიზარდა მათი ცნობიერება რისკების შერბილების აუცილებლობაზე.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფი აქტიურად მუშაობს იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც ჯგუფის წევრთა აქტიური ჩართულობით იქნა იდენტიფიცირებული. გამოწვევების მიუხედავად, ადვოკატირების პროცესი დინამიურად გრძელდება. ჯგუფის წევრები ეძებენ გზებს და რესურსებს პრობლემების მოსაგვარებლად, სისტემატური კავშირი აქვთ პასუხისმგებელ პირებთან.

ადვოკატირების პარალელურად, სამუშაო ჯგუფის წევრები აქტიურად მუშაობენ თემში არსებული პრობლემების გამოვლენისთვის. ყოველთვიურ შეხვედრებზე ისინი საჭირო ინფორმაციებს უზიარებენ ერთმანეთს.  

 

   პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

მოტივაცია მოსახლეობისთვის

წყალტუბოს დევნილთა თემში ქალები და გოგონები პრობლემების ადვოკატირებისთვის კვლავ აქტიურდებიან. მათ პროექტის ფარგლებში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება პრაქტიკაში გადაიტანეს და ცდილობენ, მეტად გააუმჯობესონ თემის სოციალური გარემო.

საინიციატივო ჯგუფი მიზნად ისახავს კონკრეტული ინფრასტრუქტურული საჭიროებების მოგვარებას. ამჯერად მთავარი ფოკუსია ტრანსპორტის მოსაცდელის, სპორტული მოედნის მოწყობა და ბავშვთა ატრაქციონის განახლება.

ეს ინიციატივები ხორციელდება არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად, არამედ მნიშვნელოვანი წინაპირობაა მუნიციპალიტეტის დონეზე „ქალი, მშვიდობა და უსაფრთხოების“ პრინციპების ხელშეწყობისთვის.

ჯგუფი გეგმავს წერილის შეტანას ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა დასახული საკითხები ადრეულ ეტაპზე განიხილონ და საჭირო გადაწყვეტილებები მიიღონ.

წყალტუბოს ქალთა ჯგუფი მოტივაციას უმაღლებს მოსახლეობას, რომ აქტიური ჩართულობით შესაძლებელია არა მხოლოდ პრობლემების იდენტიფიცირება, არამედ მათი წარმატებული მოგვარება.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროექტის ფარგლებში გაიზარდა მათი ცოდნა რისკების შერბილების აუცილებლობაზე.

ადვოკატირებისთვის ქალებმა შემდეგი პრობლემები აირჩიეს:

- ჭომა, ლესელიძის №3, პირველი კორპუსი - სახურავიდან ჩამომავალი წყლის საწრეტების პრობლემა

- ილია ჭავჭავაძის №58 - საბავშვო ატრაქციონების განახლება

- გურამ გაბესკირიას ქუჩა, კოტეჯი №2 - სანიაღვრე სისტემის პრობლემა და გზის დაგება

ქალებს თავიანთ დასახლებებში არაერთი პრობლემა მოუგვარებიათ. მათ იციან,  როგორ შეარჩიონ ადრესატები, ვის მიმართონ პრობლემების მოსაგვარებლად.  უკვე მოამზადეს წერილები და შეხვდნენ პასუხისმგებელ პირებს.

შეხვედრის მონაწილეებს გააზრებული აქვთ ადვოკატირების სწორი წარმართვის და სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობა.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  სოფლების  დიდინეძისა და კოკის ქალთა და ახალგაზრდული ჯგუფების  წევრები უერთდებიან ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან საერთაშორისო კამპანიას .    საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები,ვორკშოპები,სადაც საუბარი შეეხო ძალადობის მსხვერპლთა დახმარების კუთხით ქალთა ინფორმირებულობის გაზრდის მნიშვნელობას, პრევენციული ზომების ამოქმედების აუცილებლობას,სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობას.16 დღიან საერთაშორისო კამპანიაში საქართველოსთან ერთად უამრავი ქვეყანაა ჩართული,რაც იმის მაჩვენებელია,რომ საკითხი ჯერ კიდევ აქტუალურია და მასთან ბრძოლის მთავარი მექანიზმი პრობლემის წინააღმდეგ საზოგადოების გაერთიანებაა.

ქუთაისის და ხონის ქალთა და ახალგაზრდული ჯგუფები წევრები აქტიურად შეუერთდნენ 16 დღიან საერთაშორისო კამპანიას ძალადობის წინააღმდეგ. მათ სხვადასხვა აქტივობით გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება და კიდევ ერთხელ, ერთხმად უთხრეს ძალადობას ,,არა,,!

სენაკისა და წყალტუბოს საინიციატივო ჯგუფები აქტიურად იყვნენ ჩართული ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო კამპანიაში. 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ჯგუფების მიერ სხვადასხვა ფორმატის აქტივობები ჩატარდა.   საინფორმაციო შეხვედრებზე, ვორკშოპებზე, დებატებზე მთავარი განსახილველი თემა ქალთა მიმართ ძალადობა და პრევენციული მექანიზმები იყო მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდოს, რა მექანიზმები არსებობს ძალადობის მსხვერპლთა დახმარების კუთხით. საჭიროა გაიზარდოს საზოგადოების ინფორმირება და ჩართულობა პრობლემის პრევენციისა და მსხვერპლთა დახმარების საქმეში.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები