ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროექტის ფარგლებში გაიზარდა მათი ცოდნა რისკების შერბილების აუცილებლობაზე.

ადვოკატირებისთვის ქალებმა შემდეგი პრობლემები აირჩიეს:

- ჭომა, ლესელიძის №3, პირველი კორპუსი - სახურავიდან ჩამომავალი წყლის საწრეტების პრობლემა

- ილია ჭავჭავაძის №58 - საბავშვო ატრაქციონების განახლება

- გურამ გაბესკირიას ქუჩა, კოტეჯი №2 - სანიაღვრე სისტემის პრობლემა და გზის დაგება

ქალებს თავიანთ დასახლებებში არაერთი პრობლემა მოუგვარებიათ. მათ იციან,  როგორ შეარჩიონ ადრესატები, ვის მიმართონ პრობლემების მოსაგვარებლად.  უკვე მოამზადეს წერილები და შეხვდნენ პასუხისმგებელ პირებს.

შეხვედრის მონაწილეებს გააზრებული აქვთ ადვოკატირების სწორი წარმართვის და სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობა.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  სოფლების  დიდინეძისა და კოკის ქალთა და ახალგაზრდული ჯგუფების  წევრები უერთდებიან ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან საერთაშორისო კამპანიას .    საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები,ვორკშოპები,სადაც საუბარი შეეხო ძალადობის მსხვერპლთა დახმარების კუთხით ქალთა ინფორმირებულობის გაზრდის მნიშვნელობას, პრევენციული ზომების ამოქმედების აუცილებლობას,სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობას.16 დღიან საერთაშორისო კამპანიაში საქართველოსთან ერთად უამრავი ქვეყანაა ჩართული,რაც იმის მაჩვენებელია,რომ საკითხი ჯერ კიდევ აქტუალურია და მასთან ბრძოლის მთავარი მექანიზმი პრობლემის წინააღმდეგ საზოგადოების გაერთიანებაა.

ქუთაისის და ხონის ქალთა და ახალგაზრდული ჯგუფები წევრები აქტიურად შეუერთდნენ 16 დღიან საერთაშორისო კამპანიას ძალადობის წინააღმდეგ. მათ სხვადასხვა აქტივობით გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება და კიდევ ერთხელ, ერთხმად უთხრეს ძალადობას ,,არა,,!

სენაკისა და წყალტუბოს საინიციატივო ჯგუფები აქტიურად იყვნენ ჩართული ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო კამპანიაში. 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ჯგუფების მიერ სხვადასხვა ფორმატის აქტივობები ჩატარდა.   საინფორმაციო შეხვედრებზე, ვორკშოპებზე, დებატებზე მთავარი განსახილველი თემა ქალთა მიმართ ძალადობა და პრევენციული მექანიზმები იყო მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდოს, რა მექანიზმები არსებობს ძალადობის მსხვერპლთა დახმარების კუთხით. საჭიროა გაიზარდოს საზოგადოების ინფორმირება და ჩართულობა პრობლემის პრევენციისა და მსხვერპლთა დახმარების საქმეში.

წყალტუბოში, ზუგდიდსა და სენაკში შექმნილი ქალთა ადვოკატირების ჯგუფების მიერ გამოვლენილი საჭიროებების ადვოკატირებისათვის სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა მოხდა. კერძოდ: სენაკის დევნილთა დასახლებაში ბინებს არ ჰქონდათ აბრები ნომრების გამოსახულებით, რაც ხშირად პრობლემას ქმნიდა (მაგ., სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების დროს). სოფელ კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) სკოლის ეზოში არ იყო ძელსკამები, რომლითაც მშობლები და ბავშვები ისარგებლებდნენ. წყალტუბოს დევნილთა ახალ დასახლებაში კი ქალებმა გამოავლინეს პრობლემა, რომ კორპუსებში არ იყო საინფორმაციო დაფები, სადაც განთავსდებოდა საჭირო ინფორმაცია (მაგ., ცხელი ხაზის შესახებ).

ამ ინიციატივების განხორციელება უზრუნველყოფს უსაფრთხო და ქალებისათვის ადაპტირებულ გარემოს.

 

პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

ნახატები თემაზე „ოჯახი“ - ხატვის გაკვეთილებზე, მოკლემატრაჟიანი ფილმის ნახვა ძალადობის წრეზე და მინიაქცია „ძალადობა ბოროტებაა“ ქართული ენის გაკვეთილზე - ასე ჩაერთნენ მოზარდები საერთაშორისო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. ეს ბავშვები რუსეთ-უკრაინის ომის გამო დროებით ქუთაისში ცხოვრობენ და მათთვის ქალთა ფონდ „სოხუმში“ სხვადასხვა კურსი მოქმედებს. კამპანიას მასწავლებლების და ასისტენტების ინიციატივით ქართული ენის და  ხატვის კურსების მონაწილეები გამოეხმაურნენ. ბავშვების თქმით, ძალადობა მართლაც ბოროტებაა და ყოველთვის ხმა უნდა ავიმაღლოთ ძალადობის წინააღმდეგ, რათა ოჯახში სიმშვიდე და ჰარმონია იყოს.

 

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაში

PIN მხარდაჭერით

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა, საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში,როგორც ქალებთან,ასევე სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს.მონაწილეებმა სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიიღეს .აღინიშნა,რომ მნიშვნელოვანია მათზე ხელმისაწვდომობა და საზოგადოების ინფორმირებულობა. ორგანიზატორებმა ისაუბრეს ძალადობის ფორმებსა და პრევენციული მექანიზმების შესახებ.მსგავსი შეხვედრები ,სხვადასხვა მხარის მონაწილეობით, ხელს უწყობს გლობალური პრობლემის აღმოფხვრის გზების ძიებას და ამ პროცესში საზოგადოებასთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობას.

ქსელური შეხვედრა ონლაინ ფორმატით გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ „მშვიდობის ელჩი ქალებისა და გოგონების ქსელის“ წევრები ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ზუგდიდის  მუნიციპალიტეტებიდან.

შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს პრობლემათა ადვოკატირების კუთხით არსებული სიტუაციის ანალიზი ცალკეული მუნიციპალიტეტების მიხედვით.

ქსელის ლიდერებმა გააჟღერეს თავიანთ თემებში არსებული პრიორიტეტული პრობლემები, რომელთა გამოვლენაზეც ჯგუფის წევრებთან ერთად იმუშავეს.

შეხვედრის მონაწილეებმა ერთად იმსჯელეს არსებულ შესაძლებლობებზე. საერთო მოსაზრებით, ყველა რესურსი აქტიურად იქნება გამოყენებული იდენტიფიცირებული პრობლემების მოსაგვარებლად.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ხონის ქალთა ქსელის მორიგი შეხვედრა ადვოკატირების საკითხებს დაეთმო. ჯგუფის წევრებმა კიდევ ერთხელ განიხილეს საჭიროებათა კვლევის დოკუმენტი და მასში ასახული რეკომენდაციები.

აქტიური დისკუსიის შედეგად გამოვლინდა პრობლემები, რომლებზეც ჯგუფი მუშაობდა, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია. გადაწყდა, რომ ეს პრობლემები კვლავ დადგეს დღის წესრიგში და მაქსიმალურად გადაიხედოს წინაღობები, რომელთაც ეფექტიან ადვოკატირებას შეუშალეს ხელი - ეს არის დევნილთა დასახლებაში არსებული ამორტიზირებული შენობების პრობლემა, ასევე - აფთიაქის, ქსელური მარკეტის და საწრეტი არხების არარსებობის პრობლემა. ჯგუფმა შეიმუშავა გეგმები, რომელთა მიხედვითაც წარიმართება ადვოკატირების პროცესი.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები