წყალტუბოში ქალთა ჯგუფთან ვორკშოპი გაიმართა თემაზე: „ოჯახური ძალადობის პრევენცია და პრობლემაზე მუშაობა“. მონაწილეებმა იმ სერვისებზე ისაუბრეს, რომელიც არსებობს მსხვერპლთა დახმარებისა და მხარდაჭერის კუთხით. ქალბატონებს თემატური საინფორმაციო ფურცლები დაურიგდათ. ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა კი საპროექტო იდეებზე იმსჯელეს. ორივე ჯგუფმა უკვე მოამზადა პროექტები, რომელებიც საკონკურსო კომისიას წარედგინება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ახალგაზრდულმა საინიციატივო ჯგუფმა საპროექტო განაცხადის მიზნებისა და ამოცანების დახვეწაზე იმუშავა. პროექტზე მუშაობა და იდეის პროექტად გადაქცევა ქუთაისში ჩატარებულ ტრენინგზე ისწავლეს. შედეგად ორი პროექტის სამუშაო ვერსია მოამზადეს, რომლებსაც კომისიას წარუდგენენ . ქალთა საინიციატივო ჯგუფმა კი კვლევა ჩაატარა თემაზე ,, მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში,,.შედეგებიდან გამომდინარე ქალბატონებმა გამოკვეთეს ის პრობლემები, რომელიც მათ თემში აქტუალურია. ისინი ადვოკატირების კუთხით მუშაობას აგრძელებენ.
ქუთაისის ქალთა ჯგუფის წევრებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ფონდ ,,სოხუმის,, ოფისში გაიმართა.ერთმანეთისთვის გაზაფხულის დღესასწაულების მილოცვის შემდეგ ქალბატონებმა ფილმს- „გორელი ქალები სოლიდარობისთვის“, უყურეს.გაიმართა დისკუსიაც.შეხვედრაზე 2024 წლის თებერვალში ჩატარებული ადგილობრივი კვლევის სამუშაოებიც შეაჯამეს.
ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის წევრებს ჩაუტარდა ტრენინგი -"დეზინფორმაცია და მასთან ბრძოლის მექანიზმები", ,,მედიაწიგნიერების არსი და მნიშვნელობა,,. ახალგაზრდებმა გაიგეს, როგორ გაარჩიონ რეალური და ყალბი ინფორმაცია ერთმანეთისგან და შეიძინეს დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის საჭირო უნარები .
საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის შესახებ. ისაუბრეს თანამედროვე გამოწვევებზეც და გამოთქვეს სურვილი, რომელიც ყველა დროში აქტუალურია - მშვიდობა, სიმშვიდე და ჯანმრთელობა. შემდეგ ისაუბრეს თვისებრივი კვლევის ჩატარებისას გამოვლენილ პრობლემებსა და ხარვეზებზე.
მარტი პროექტის ბოლო თვეა და ჩვენი მხრიდან უკრაინელების მხარდაჭერაც დასასრულს უახლოვდება. სამწუხაროა, რომ არ გვეძლევა მათი კვლავ დახმარების შესაძლებლობა, თუმცა ვცდილობთ, ვიპოვოთ ახალი გზები.
ჩვენს ბაზაში 398 ადამიანია - ეს ის ადამიანთა რაოდენობაა, ვინც სხვადასხვა სახის დახმარება მიიღო ჩვენგან. ამ თვეში 46 ოჯახს გადაეცა 64 ვაუჩერი. გადახდილ იქნა ონკოპაციენტი ქალბატონის ბოლო სამი ქიმიის საფასური - 1470 ლარი. 8 მარტს უკრაინელ ლტოლვილთა ერთი ჯგუფი ესწრებოდა ფილმის ჩვენებას სასტუმრო „არგოში“, სადაც აღინიშნა ორგანიზაციის დაბადებიდან 27-ე წლისთავი.
მარტში სხვა დონორი ორგანიზაციის ფინანსური ხელშეწყობით ახალი პროექტი დაიწყო - ამჯერად ბავშვებისთვის. ისინი დადიან სხვადასხვა კურსზე, რომლებიც ჩვენს ორგანიზაციაში ჩამოყალიბდა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ისევ ვცდილობთ უკრაინელების მხარდაჭერას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
უკრაინიდან ჩამოსულ 7 ოჯახთან ჩატარდა ფსიქოლოგიური შეხვედრები. მარტში 22 ადამიანს შეხვდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი - გაარკვია მათი მდგომარეობა, პრობლემები და საჭიროებები.
8 ადამიანთან ინდივიდუალური მუშაობა მიმდინარეობს - მათი ნაწილი მოზარდია და იკვეთება ჰიპერაქტიურობის, სიმარტოვის თუ ყურადღების კონცენტრაციის პრობლემები. ფსიქოთერაპიული სესიები დადებით გავლენას ახდენს ადამიანებზე, რომელთაც სტრესი მიიღეს ომის გამო.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააქტო დარბაზში, ქალთა ჯგუფის წევრებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე აჩვენეს ფილმი ქართველ ფემინისტ ქალზე, ქალთა უფლებებისთვის მებრძოლ კატო მიქელაძეზე. ფილმს დისკუსია მოყვა, რომელშც მონაწილეობა კლუბის ყველა წევრმა მიიღო.
საინფორმაციო შეხვედრა შედგა ქალთა საინიციატივო მეორე ჯგუფის წევრებთანაც. დამსწრეებმა ნახეს ფილმი „მუსლიმი გოგოები თანასწორობითვის“, რომლის დასრულების შემდეგ დისკუსია გაიმართა. ორივე შეხვედრის დასაწყისში ქალბატონებს გაზაფხულის შემობრძანება და მარტის დღესასწაულები მიულოცეს.
ასევე ორივე ჯგუფმა 2024 წლის თებერვალში ჩატარებული ადგილობრივი კვლევის სამუშაოებიც შეაჯამა. ხონის მესამე საჯარო სკოლაში გაიმართა ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა. ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა 8 მარტის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა და ქალთა სოლიდარობზე ისაუბრა. ახალგაზრდებმა ორი ფილმი - „არ ილაპარაკო“ და „ყოველთვის 5-1,, ნახეს. მოეწყო დისკუსიაც.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა,მშვიდობასა და სოლიდარობაზე,ასევე,ქალთა უფლებების საკითხებზე იმსჯელეს.ისაუბრეს წარმატებული ქალების შესახებ,გაიხსენეს მათი ისტორიები და როლი,მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელების პროცესში.აღინიშნა,რომ ქალთა და ზოგადად,ადამიანების მიმართ სოლიდარობა-ეს არის ძალა,მხარდაჭერა და თანაგრძნობა,რომელიც ხელს უწყობს წარმატებას. იგივე თემების ირგვლივ ისაუბრეს ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა და ქალთა უფლებებსა და თანასწორობაზე გაამახვილეს ყურადღება.ახალგაზრდების აზრით,სოლიდარობა უმნიშვნელოვანესია მშვიდობის მშენებლობის პროცესში,ხოლო ამ მიმართულებით ქალთა მხარდაჭერა,კიდევ უფრო საჭირო.
„ძალიან საჭირო ინფორმაციები მივიღეთ ადვოკატირების პროცესთან დაკავშირებით.“
„თითქოს ყველაფერს ასე ვაკეთებდით, მაგრამ ტრენინგზე გავიგეთ, თუ რაოდენ საჭიროა სწორი გათვლების გაკეთება.“
„ვიმუშავეთ ადვოკატირების გეგმის შედგენაზე. მიღებული ცოდნა ადვოკატირების სწორად წარმართვაში დაგვეხმარება.“
ასე ამბობდნენ ტრენინგის ბოლოს მონაწილეები - ქუთაისის დევნილთა სხვადასხვა თემის წარმომადგენელი ლიდერი ქალები და გოგონები. ტრენინგი ფონდი „სოხუმის“ ოფისში გაიმართა თემაზე: „სათემო ადვოკატირება, ადვოკატირების სტრატეგია და სამოქმედო გეგმის შედგენა.“
მონაწილეებმა „პრობლემის ხის“ მეთოდით იმუშავეს გამომწვევ მიზეზებზე და შედეგებზე, გააკეთეს SWOT ანალიზიც - ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და რისკები.
თეორიული ნაწილის მოსმენის შემდეგ, მონაწილეებმა ჯგუფებში კონკრეტული პრობლემის ადვოკატირების სამოქმედო გეგმაზე იმუშავეს.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში