პროექტის „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდა ქალების ქსელის“ ფარგლებში ონლაინ შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრას ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტების ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ. მათ წარმოადგინეს ინფორმაცია დევნილთა თემებში გამოვლენილი საჭიროებების და შემუშავებული სამოქალაქო ინიციატივების შესახებ სამიზნე მუნიციპალიტეტების მიხედვით.
ჯგუფის წევრები მზად არიან სამოქალაქო ინიციატივების განსახორციელებლად. შესრულებული პროექტი ხელს შეუწყობს პრობლემებით გამოწვეული მოსალოდნელი რისკების შერბილებას.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
პროექტის „იძულებით გადაადგილებული ქალები და გოგონები - საჭიროებაზე ორიენტირებული ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავების აქტორები ქუთაისში” ფარგლებში გრძელდება საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები დევნილთა თემში -სამოქალაქო ჩართულობის ფორმებზე.
პროექტის მონაწილემ ეკატერინა სილაგაძემ ტრენინგენზე მიღებული ცოდნა ზაქარიაძის 21-ში მცხოვრებ დევნილებს გაუზიარა.
დასახლების მთავარ პრობლემას დაზიანებული ფასადი წარმოადგენს, ასევე გამოიკვეთა ძელსკამების საჭიროება. პრობლემის აღმოსაფხვრელად საინიციატივო ჯგუფი წერილს შეიმუშავებს და შესაბამის ადგილობრივ სახელმწიფო სამსახურებს მიმართავს რეაგირებისთვის.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში
ჩატარდა ონლაინ შეხვედრა ხონის ქალთა ქსელის წევრებთან. შეკრებილებმა განიხილეს შერჩეული პრიორიტეტული პრობლემები, რომელთა გადასაჭრელად ფინანსური მხარდაჭერა პროექტის ფარგლებშია გათვალისწინებული. ქსელის წევრები გაეცნენ სამოქალაქო ინიციატივების დაფინანსებისთვის საჭირო დოკუმენტებს და განაცხადის წარდგენის ვადებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განაცხადის ფორმაზე.
აღინიშნა, რომ პრობლემების გადაჭრა სამოქალაქო ინიციატივების კონკურსის ფარგლებში ხელს შეუწყობს უსაფრთხო გარემოს შექმნას ხონის თემის ორ კორპუსში მცხოვრებ დევნილთათვის.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
სენაკში ქალთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ჯგუფის წევრებმა ერთად იმსჯელეს იმ ინიციატივებზე, რომელთა განხორციელებაც მომდევნო თვიდან იგეგმება. მათი ინიციატივები შეარბილებს პრობლემებს, რომლებიც თემში მცხოვრები ქალების ადამიანურ უსაფრთხოებას არღვევს.
წყლით დატბორილი სარდაფები, ნესტი, სუნი, ქვეწარმავლები, სარეველა მცენარეებისგან წარმოქმნილი ჯანმრთელობის საფრთხეები - სენაკის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ოჯახებისთვის სერიოზულ პრობლემებს ქმნის.
ჯგუფის წევრებს აქვთ სამოქალაქო ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობა - შეიძინონ წყლის ამოსაქაჩი ტუმბოები, ელექტროცელები და ასე გაუმკლავდნენ სხვადასხვა თემში გამოკვეთილ აქტუალურ პრობლემებს.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ქუთაისში, ნიკეას 21-ში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა პრობლემების ადვოკატირების და სამოქალაქო ჩართულობის საკითხებზე.
საინიციატივო ჯგუფის წევრი მარიკა პაპავა, რომელმაც ქალთა ფონდ „სოხუმში“ გაიარა ტრენინგები, ცდილობს, თავის თემში არსებული პრობლემები განიხილოს და ყველა ბერკეტი გამოიყენოს მათ გადასაჭრელად.
დევნილთა თემში მთავარი პრობლემებია: სანიაღვრე სისტემის გაუმართაობა, დატბორილი სარდაფი და დანესტილი ფასადი.
საინიციატივო ჯგუფმა მოამზადა წერილი, რომელიც შესაბამის უწყებებს წარედგინება. რეაგირების შემდეგ უნდა მოგვარდეს პრობლემები, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს მოსახლეობის ჯანმრთელობას.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში
წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფში დევნილთა სამი თემის წარმომადგენლები არიან გაერთიანებული და, შესაბამისად, მოხდა სამი პრიორიტეტული პრობლემის შერჩევა, რომლებიც ფინანსურ მხარდაჭერას მოიპოვებს პროექტის „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდა ქალების ქსელის“ ფარგლებში.
ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე პრობლემებზე და სამოქალაქო ინიციატივებზე ისაუბრეს. სამოქალაქო ინიციატივების განხორციელება ხელს შეუწყობს დევნილთა თემში მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოებას.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ონლაინ გაიმართა ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა. ჯგუფში გაერთიანებულნი არიან ოთხ თემში მცხოვრები დევნილები, ამიტომ მათ ოთხი ინიციატივა წარმოადგინეს.
ჯგუფის წევრებმა თავიანთ თემში უკვე შეისწავლეს პრობლემები და მოახდინეს მათი რანჟირება. ოთხივე თემში მალე დაიწყება სამოქალაქო ინიციატივების განხორციელება, რაც გააუმჯობესებს დევნილთა მდგომარეობას.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ძელსკამების და გარე განათების არარსებობა, მიუსაფარი ძაღლები, ერთადერთი ტრანსპორტი, დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილები - ეს არის იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალი, რომლებიც შერვაშიძის ქუჩის №53-ის მე-2 კორპუსში მცხოვრებ დევნილებს აწუხებთ და აღნიშნეს კიდეც შეხვედრაზე.
რიმა კალანდია დევნილთა თემის წარმომადგენელია. ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად მან გაიარა ტრენინგები ადვოკატირების საკითხებზე და ახლა ინფორმაციას აწვდის თემის სხვა წევრებს. მისი აზრით, ადამიანები აქტიურად უნდა ჩაერთონ საკუთარი საჭიროებების მოგვარებაში. ქალთა საინიციატივო ჯგუფი ქუთაისის მერიის სახელზე ამზადებს წერილს.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში
ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის აქტიურმა წევრებმა თავიანთ თემში შეისწავლეს პრობლემები, მოახდინეს მათი პრიორიტეტიზაცია და შეჯერდნენ სამოქალაქო ინიციატივების განსახორციელებლად. სწორედ ამის შესახებ ისაუბრეს საინიციატივო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე, რომელიც ონლაინ ჩატარდა.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდა ქალების ქსელის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით