მრგვალი მაგიდა ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის თემაზე

      

ფონდ „სოხუმში“ გაიმართა მრგვალი მაგიდა  თემაზე: „ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია - რეფერალური სუბიექტების მუშაობა: გამოწვევები, პრობლემები, დაძლევის გზები“. 
მონაწილეობდნენ: ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ამ მიმართულებით მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, სოციალური სააგენტოების, იურიდიული მომსახურების ცენტრების, პოლიციის სამმართველოს, საპატრულო პოლიციის, მასმედიის წარმომადგენლები, ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის ხელმძღვანელები.

შეკრებილებმა ისაუბრეს პრობლემაზე და მისი მოგვარების რეალურ გზებზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფოთი - ფონდი „სოხუმის“ პროექტის პრეზენტაცია

  

ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, კონფლიქტის მოგვარების მიმართ მიდგომების ხელახლა გააზრება და ახალი ვექტორები მისი ტრანსფორმაციისთვის“.

შეხვედრას ესწრებოდნენ დევნილი და ადგილობრივი ქალბატონები, ახალგაზრდები, თვითმმართველობის  და არასამთავრობო სექტორის  წარმომადგენლები.

შეხვედრაზე გაიმართა ფონდი „სოხუმის“ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია. დისკუსიის დროს განსაკუთრებულად გამოიყო სამოქალაქო დიალოგის და მისთვის ახალი სივრცის შექმნის აუცილებლობის საკითხი.

პროექტი ხორციელდება  შვეიცარიის საგარეო საქმეთა

ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით

მრგვალი მაგიდა წყალტუბოში კონფლიქტის პოზიტიური ტრანსფორმაციის თემაზე

ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, კონფლიქტის მოგვარების მიმართ მიდგომების ხელახლა გააზრება და ახალი ვექტორები მისი პოზიტიური ტრანსფორმაციისთვის - ეს აქტუალური საკითხი განიხილეს წყალტუბოს საკრებულოს დარბაზში, სადაც თავი მოიყარა საინტერესო აუდიტორიამ: თვითმმართველობის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები, ახალგაზრდები, ფონდი „სოხუმის“ წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივისტები.

მრგვალ მაგიდაზე წარმოდგენილი იყო კვლევა, რომელშიც მოცემულია კონფლიქტისშემდგომი პერიოდის და მოლაპარაკების პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპები, გალის მოსახლეობის პრობლემები და პოტენციალი.

ჯგუფური მუშაობის დროს შეხვედრის მონაწილეებმა დააფიქსირეს საინტერესო წინადადებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პოზიტიურ ტრანსფორმაციას.

პროექტი ხორციელდება შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით

კვლევის პრეზენტაცია - ზუგდიდში

  

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პოზიტიური ტრანსფორმაციის თემაზე გრძელდება მრგვალი მაგიდების ციკლი. სენაკის და წყალტუბოს შემდეგ მრგვალი მაგიდა გაიმართა ზუგდიდში, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის სააქტო დარბაზში.

შეხვედრა მიეძღვნა კვლევას „ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, კონფლიქტის მოგვარების მიმართ მიდგომების ხელახლა გააზრება და ახალი ვექტორები მისი ტრანსფორმაციისთვის“. კვლევის ძირითადი საკითხების პრეზენტაციის შემდეგ მონაწილეებმა ისაუბრეს მოლაპარაკებათა პროცესზე, ჩამოაყალიბეს საზოგადოების სხვადასხვა ფენის, განსაკუთრებით კი ქალთა ჯგუფების პოზიციები - კონფლიქტის მოგვარების გზები და ახლებური ხედვა.

პროექტი ხორციელდება  შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით

სენაკი - მრგვალი მაგიდა კონფლიქტის პოზიტიური ტრანსფორმაციის თემაზე

    

ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით, სენაკის საკრებულოში გაიმართა მრგვალი მაგიდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პოზიტიური ტრანსფორმაციის თემაზე.

მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ქალებთან და გოგონებთან ჩატარებული ტრენინგის შესახებ და მათ ხედვებზე, რომლებიც ეხება კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. მრგვალ მაგიდაზე გაიმართა კვლევის „ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, კონფლიქტის მოგვარების მიმართ მიდგომების ხელახალ გააზრება და ახალი ვექტორები მისი ტრანსფორმაციისთვის“ პრეზენტაცია.

მონაწილეები ინტერესით გაეცნენ ყველა ინფორმაციას, აღნიშნეს ფონდი „სოხუმის“ აქტიური მუშაობა კონფლიქტის ტრანსფორმაციისათვის და წარმოადგინეს თავიანთი წინადადებები.

 

პროექტი ხორციელდება  შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები