ქალთა სოლიდარობის კამპანია: მრგვალი მაგიდა სენაკში

1ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩაატარა მრგვალი მაგიდა ადგილობრივი თვითმმართველობის - საკრებულო, გამგეობის - წევრებისა და აპარატის თანამშრომლების მონაწილეობით.
შეხვედრის დროს გაჟღერდა ინფორმაცია ქალთა სოლიდარობის დღის ისტორიაზე, გენდერულ სიტუაციაზე საქართველოში, ძალადობის პრობლემების კუთხით, ქალთა დისკრიმინაციაზე.
საუბარი შეეხო ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მუშაობას სენაკში, შედეგებზე და წარმატებულ მაგალითებზე.
მრგვალი მაგიდის დროს დაფიქსირდა რეკომენდაციები ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემის მოგვარებისათვის, პრევენციასა და მსხვერპლთა დაცვის კუთხით.

2 3

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა სოლიდარობის კამპანია: მრგვალი მაგიდა ფოთის საკრებულოში

19 მარტს ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ორგანიზებით ფოთის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა ქალთა სოლიდარობის კვირეულისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა.
მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივისტებმა და მოწვეულმა სტუმრებმა.
განხილულ იქნა საკითხი ქალთა სოლიდარობის შესახებ. განსაკუთრებით საინტერესო იყო საუბარი ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მუშაობაზე და შემდგომ დისკუსია აქტუალურ გენდერულ პრობლემებზე.

 

2

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მრგვალი მაგიდა ხონში

DSCN6876ფონდი „სოხუმის“ ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ორგანიზებით ხონის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა ქალთა სოლიდარობის დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა. DSCN6924განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ქალთა სოლიდარობის დღის ისტორია, ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მუშაობა. გაიმართა დისკუსია გენდერზე, ქალთა მიმართ ძალადობაზე, ქალის როლსა და ფუნქციებზე ოჯახსა და საზოგადოებაში.
მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს ღონისძიების ინფორმაციული ხასიათი და აღნიშნეს ასეთი შეხვედრების დიდი მნიშვნელობა.

 პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა სოლიდარობის კამპანია: მრგვალ მაგიდასთან ქუთაისში


1

9 მარტს ქუთაისის საკრებულოს გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომათა დარბაზში მრგვალ მაგიდასთან შეიკრიბნენ საკრებულოს წევრები, საკრებულოს აპარატის თანამშრომლები და ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივისტი ქალბატონები.3მრგვალი მაგიდა მიეძღვნა ყოველწლიურ ტრადიციულ თემას „ქალთა სოლიდარობა - უკეთესი მომავლისათვის“. ითქვა, რომ ქალთა სოლიდარობას დიდი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ უფრო მეტად იყოს დაცული ქალთა და გოგონათა უფლებები, მეტი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგას ძალადობის პრევენციისათვის. როგორც გამომსვლელებმა აღნიშნეს, ამ საქმეში გარკვეული წვლილი მიუძღვის ფონდი „სოხუმის“ ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მრგვალი მაგიდა წყალტუბოში

1ქალთა სოლიდარობის დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა ჩატარდა წყალტუბოს საკრებულოს სხდომათა დარბაზში. ესწრებოდნენ გამგეობის, საკრებულოს, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აქტივისტი ქალბატონები.
შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ქალთა სოლიდარობის დღისა და წარმატებულ ქალთა შესახებ, გაიგეს წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მუშაობის შედეგებსა და მომავალ გეგმებზე.
მრგვალი მაგიდის დროს გამოიკვეთა - ძალადობის მსხვერპლ ქალთა სოციალური რეაბილიტაციის და სოფლად მცხოვრები ქალებისთვის ინფორმაციის მოწოდების პრობლემები.
 
პროექტიხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები