ფონდმა „სოხუმმა“ დაასრულა მრგვალი მაგიდების ციკლი. ბოლო, მეცხრე ღონისძიება გაიმართა ლანჩხუთის მერიის სხდომათა დარბაზში. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, სამედიცინო და საგანმანათლებლო სფეროს, პოლიციის, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები.
შეხვედრა ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის თემას მიეძღვნა. აქტიური დისკუსიების ფონზე გაჟღერდა ადგილობრივი რეფერირების სუბიექტებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობა და შემუშავდა რეკომენდაციები თანამშრომლობის გაუმჯობესებისთვის.