ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა მრგვალი მაგიდა დევნილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. მოწვეული იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობის და დევნილთა სამსახურის წარმომადგენლები. გულისტკივილით გაიხსენეს აფხაზეთი, დევნილობასთან დაკავშირებული სირთულეები. ისაუბრეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრულ პროგრამებზე და დევნილთა განსახლების საკითხებზე. შეხვედრა აქტიურად წარიმართა და მონაწილეებმა ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს.