6 იურიდიული საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა

  

  

1 მაისი - წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში იურისტმა ჩაატარა იურიდიული საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა.

3 მაისი - ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა მოაწყო  შეხვედრა იურისტთან სოფელ განმუხურის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) სკოლაში.

5 მაისი - შეხვედრა გაიმართა ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში.

11 მაისი - ქალები იურისტს შეხვდნენ სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში.

15 მაისი - ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ინიციატივით შეხვედრა ორგანიზებულ იქნა  მე-17 ბიბლიოთეკაში.

16 მაისი -  ქალები იურიდიულ შეხვედრას დაესწრნენ ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში.

შეხვედრებზე განიხილეს კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ, საოჯახო სამართალი, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. გაიცა ინდივიდუალური კონსულტაციები  სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრაციის, მემკვიდრეობის მიღების, შრომითი მიგრაციის და სხვა საკითხებზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები