სოფელ განმუხურში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ფონდი „სოხუმი“ პირველად ჩავიდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო - შეკრებილებმა გაიგეს ფონდის საინფორმაციო-საკონსულტაციო მუშაობაზე. ითქვა, რომ ეს სოფელი კონფლიქტის ახლოს მდებარეობს და აქ მეტია სტრესოგენური ფაქტორი, ამიტომაც მათთვის აუცილებელია ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. აქვთ ინკლუზიურ ბავშვებთან მუშაობის სურვილი.
ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი პერიოდულად დაგეგმავს შეხვედრას განმუხურში, რათა აქ მცხოვრებმა ადამიანებმაც იგრძნონ ჯგუფური თუ ინდივიდუალური კონსულტაციების სიკეთე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)