ნოემბერში იურისტმა ჩაატარა შეხვედრა ოზურგეთის დუმბაძის ქუჩის მცხოვრებლებთან. მათ 3 პრობლემა გამოყვეს: არ არის საკანალიზაციო სისტემა; ქუჩის დასაწყისი და ბოლო ახალი ასფალტის საფარითაა დაფარული, ხოლო შუა ნაწილი, დაახლოებით 200 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ამორტიზირებულია; ქუჩას არ აქვს შესაბამისი სიღრმისა და სიგანის სანიაღვრე არხები, ამის გამო საშუალო დონის წვიმის დროს წყალი ქუჩაზე გადმოდის.
შემუშავდა განცხადება ქ. ოზურგეთის მერიის სახელზე, რაც შეხვედრაზე დასმული პრობლემატური საკითხების მოგვარებისკენაა მიმართული.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით