28 ივლისს სენაკში, რუსთაველის #229-ში გაიმართა იურისტის საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ დევნილი და ადგილობრივი მოქალაქეები. მათ მიეწოდათ ინფორმაცია დევნილთა კანონისა და დევნილთა მინისტრის #320 ბრძანების შესახებ, რომელიც ეხება დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმებსა და პროცედურებს.
დევნილი ოჯახები აღნიშნულ მისამართზე წლებია ცხოვრობენ ქირით, არიან სოციალურად დაუცველები და აქვთ გაუსაძლისი პირობები, უჭირთ ან ვერ იხდიან ქირის თანხას. მომზადდა განცხადება დევნილთა და განსახლების მინისტრის სახელზე თხოვნით, რათა უახლოეს მომავალში მოხდეს ამ ოჯახების ბინით დაკმაყოფილება. ასევე გაიცა კონსულტაცია სხვადასხვა საკითხზე.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით