


ქორწინება და მასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს სენაკში. წყალტუბოში ადმინისტრაციულ კოდექსზე ისაუბრეს. მიწით სარგებლობის სამართლებრივ საკითხებს შეეხნენ ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში, ფოთში ქალები დაინტერესდნენ ანდერძის პირობებით, ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში კი იურისტის საინფორმაციო შეხვედრა მიეძღვნა ქალტა მიმართ ძალადობის თემას.
ასევე გაიცა ინდივიდუალური კონსულტაციები (მაგ. მარტოხელა მშობლის სტატუსის მისანიჭებელად თუ განქორწინებისთვის საჭირო დოკუმენტები და პროცედურები).
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)