ფსიქოლოგის ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები ფოთში, წყალტუბოში და ხონში

2, 3  და 8 დეკემბერს ფსიქოლოგის კონსულტაციები ჩატარდა ფოთის,  წყალტუბოს და ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
ფოთსა და წყალტუბოში ჯგუფური შეხვედრის თემა იყო „გენდერული თანასწორობა - ქართველი ქალის კულტი“.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია, თუ როგორ უნდა მოხდეს აბსტრაქტული და „დამახინჯებული“ სტერეოტიპების ცვლილება და ქალთა ცნობიერების  ამაღლება გენდერულ საკითხებში.
ხონში ჩატარდა ინდივიდუალური შეხვედრები ახალგაზრდა ქალბატონთან და მის ვაჟთან - პოსტ ტრავმულ სინდრომზე სამუშაოდ.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები