ორმოცამდე ქალი შეიკრიბა ჯგუფურ ფსიქოლოგიურ შეხვედრებზე სენაკის, ქუთაისის, ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. მათ ინტერესით მოისმინეს საუბრის თემა - ქალური სოლიდარობა ანუ ქალების მიერ ერთმანეთის მხარდაჭერა, როგორც ოჯახში ძალადობის პრევენციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. შეხვედრებზე დაისვა შეკითხვა: ქალური სოლიდარობა - მითი თუ რეალობა? ბენეფიციარებმა აღნიშნეს, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის დამახასიათებელია შფოთვა, რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობები, რაც პირდაპირ მოქმედებს ოჯახის ამინდზე. როცა ქალი გადარჩენაზე ფიქრობს, ეს მას სოლიდარობისკენ კი არა, არაჯანსაღი კონკურენციისკენ უბიძგებს.
ფსიქოლოგმა ქალებს ეფექტური რჩევები მისცა სოლიდარობის გამოვლენისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის.